Тёмный
Aleko Shugladze
Aleko Shugladze
Aleko Shugladze
Подписаться
Latika - Jaya Radha Madhava
5:01
3 года назад
Latika - Hare Krishna
6:14
3 года назад
Комментарии
@giorgipopiashvili5290
@giorgipopiashvili5290 15 дней назад
სულის არსებობასთან დაკავშირებით არის ერთი საკითხი, როგორ ახერხებს არსებული მეხსიერების შენახვას? თუ მეხსიერება არ გააჩნია მაშინ უაზროა სულის იდეა, რადგან ასეთ შემთხვევაში დროში უწყვეტობის პრინციპი იკარგება, ხოლო თუ აქვს გონი და მეხსიერება მაშინ სად და როგორ ხერხდება სიკვდილის შემდეგ ამ ყველაფრის შენახვა? სიზმრის მაგალითი ვფიქრობ სულის დამადასტურებლად არ გამოდგება, რადგან სიზმრისას სხეული ცოცხალია.
@shyamadasa
@shyamadasa 14 дней назад
სადღაც კომენტარებში ავხსენი უკვე, რომ ყოველი მომავალი სხეული ძველი მიზეზებისა და შედეგების შედეგად ჩნდება. წინა სურვილები და ქმედებები აყალიბებს ახალ სხეულს. ეს თავისთავად უკვე კავშირია და უწყვეტოვა აქ უკვე არის. რაც შეეხება მეხსიერებას, სულს ისიც მიჰყვება, ჭკუის, გონებისა და „მე“-ს სახით. ეს სამი რამ სხეულიდან სხეულში გადადის. მაგრამ სხეულის ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული ამბავია, ამიტომ მეხსირების გამოვლენა ყოველ მომავალ ჯერზე ისე არ ხდება, რომ რაღაც ვიდეოს ან ჩანაწერს მოუსმინო. ვიღაცას ჰგონია, რომ ადამიანს მხოლოდ ორი ან სამი დაბადება აქვს... არა დაბადებების რაოდენობა ძალიან ბევრია. სანამ ადამიანი არ გააღწევს სიკვდილ-დაბადების ციკლიდან, მანამდე დაიბადება. ძველი ცხოვრების მეხსირება აბსურდში გადადის, ამას მილიონობით ტერაბაიტი არ ეყოფა. თანაც არის საშინლად მტკივნეული მოვლენები, განცდები, ფიქრები, რომლის რაოდენობაც ადამიანს ჭკუიდან გადაიყვანს. ამიტომ ძველი ცხოვრებიდან მოდის მთლიანობა: თვისებები, მიდრეკილებები, სურვილები, გრძნობები და ა.შ.
@giorgipopiashvili5290
@giorgipopiashvili5290 14 дней назад
@@shyamadasa პირველ რიგში მადლობა ასე ვრცლად პასუხისათვის. რადგან ჩემი მიზანი გარკვევა არის არსში და არა უბრალოდ კითხვების დასმა, ჩაგეკითხებით. ჭკუა, გონება და მე, როგორც დამოუკიდებელმა ერთიანმა სუბსტანციამ ფიზიკური სხეულის გარეშე არსებობისას რომ შეინარჩუნოს ზემოაღნიშნული თვისებები, ჩემის აზრით მას რაღაც სხეული, ფორმა დაჭირდება. გარდაცვალების შემდგომ ფიზიკურ დონეზე განცდები და მეხსიერება ფიზიკური ორგანოების შედეგია. თუმცა რა ხდება მათ გარეშე? თუ სულს სამყაროში არსებობს, გადაადგილება და სხვა ადამიანური ქცევები შეუძლია გონების ძალით გამოდის ეს "გონება" დაკავშირებულია მთავარ სერვერთან ან თვითონ არის ინფორმაციის შენახვის და გონებრივი პროცესის ავტორი, თუმცა თუ ესეა ჩნდება კითხვა რა საშუალებით ახერხებს ამას?
@shyamadasa
@shyamadasa 13 дней назад
@@giorgipopiashvili5290 „სამსარადან“ თავის დაღწევა მოკშას (გათავსუფლებას) ნიშნავს. მანამდე კი სულს ფიზიკური სხეული აქვს. ფიზიკური სხეულით გადასვლა სულიერ სამყაროში ვერ ხერხდება, რადგან სულიერ სამყაროში ცხოვრების სულ სხვა წესებია. ამბობენ, რომ მიწიერი ცხოვრება სულიერი ცხოვრების ანარეკლია. რაღაცით ჰგავს მას, მაგრამ ანარეკლია, პირიქით ხდება ყველაფერი. მიწიერი სხეულიდან სხეულში გადასვლა სხვადასხვანაირად ხდება, ზოგს დრო სჭირდება, ზოგი პირდაპირ გადადის. ვისაც დრო სჭირდება ის სადღაც შუა ადგილას მდებარეობს, მას არა აქვს ფიზიკური სხეული, ეს რაღაც მსგავსია ფიზიკური სხეულის. ამის დახასიათება მიჭირს, იმიტომ, რომ არ მახსოვს, როგორი იყო. მასში იმყოფება სული ყველაფერი იმით, რაც მენტალურად წამოიღო. ყველაფერი ხერხდება ენერგიების საშუალებით. აქ მთავარი წყარო მაჰა-მაიაა. იქ სულიერ სამყაროში იოგა-მაია. ამბობენ, რომ შუამდებარ სამყაროში, გადაადგილება ადვილია, რადგან ის ფიქრით ხდება. ეს ენერგიის მართვით ხდება. მაგალითად, მოჩვენებას არა აქვს ფიზიკური სხეული, მაგრამ აქვს განცდა ფიზიკური სხეულისა, ანუ მასში დარჩენილია სურვილები... მაგრამ ის ვერ ანხორციელებას მათ და ამითომაც იტანჯება. სულის მთავარი მიზანი სულიერ სამყაროში გადასვლაა. მოკშა არ ნიშნავს სულიერ სამყაროში გადასვლას, ის უბრალოდ ციხიდან გასვლაა. საჭიროა სულიერი სხეულის შეძენა.
@giorgipopiashvili5290
@giorgipopiashvili5290 13 дней назад
@@shyamadasa სულიერი სხეულის შეძენა რას გულისხმობს? სიცოცხლეში ადამიანმა უნდა შექმნას თავისი სული? დაახლოებით მსგავს რამეს ამბობს გურჯიევი, თუმცა არ ვეთანხმები. თუ გარდაცვალების შემდეგ ხდება? მაგრამ თუ მრავალი დაბადება გვაქვს სულიერ სხეულს როდის იძენს? ეს მონაკვეთი ვერ გავიგე. სულს არ აქვს შემოქმედების უნარი? რადგან ფიზიკურს პროცესებს ვერ ახორციელებს თუ ხელეწიფება სულიერ სამყაროში, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ, როგორც მსგავსი მატერიალურის. აქვე დავამატებ, რა როლი აქვს სულის მოგზაურობაში ასტროლოგიას? პლანეტარულ განლაგებას? ბავშვის ასტროლოგიური რუკა დიდწილად ხომ იმეორებს მშობლების და ხშირ შემთხვევაში ახლო ნათესავების პლანეტარულ განლაგებას და ურთიერთ მიმართებას. აქედან გამომდინარე, მთელ ამ პროცესში სულის ფორმირების პროცესში პლანეტარული სისტემა რა როლს ასრულებს? თუ რეინკარნაციის თეორიას ვუშვებთ, ჩემი აზრით ახლიდან დაბადება ავტომატიზებული პროცესია სადაც არ ხდება გააზრება. რეინკარნაცია არჩევით შესაძლოა დიდ სულიერ ოსტატებსა და ავატარებში დანარჩენში გამორიცხული მგონია და თუ მაინც დავუშვებთ, რომ გარდასვლის შემდეგ ვნარჩუნდებით და აღვიქვამთ გარემოს ამ მატერიალურ სამყაროში, ვფიქრობ ჯოჯოხეთზე უფრო ჯოჯოხეთი იქნება. მსგავსი ცდომილებიც შესაძლებელია თუმცა ვფიქრობ დაბადების ციკლი მკაცრ წესებს და მექანიზმებს ეფუძნება. ბოლოს რაც დავწერე, მხოლოდ ჩემი შინაგანი დაკვირვების და ჭვრეტის შედეგია და არ მაქვს პრეტენზია მის ჭეშმარიტებაზე უბრალოდ აზრს გიზიარებთ.
@shyamadasa
@shyamadasa 12 дней назад
@@giorgipopiashvili5290 სული ადამიანს აქვს მუდამ, თავიდანვე. სული რომ არ ჰქონდეს, როგორ იარსებებდა, როგორ გაიზრდებოდა, როგორ იფიქრებდა. უსულო არაფერი არ არის. ამიტომ გურჯიევი გაურკვეველ რაღაცას ამბობს. ფიზიკური სხეული ისეთი სხეულია, რომელიც სამ მოდუსს ექვემდებარება: უგუნურებას, ვნებას და სათნოებს. მაგრამ ეს სხეული მოწყვლადია, ის კვდება. სხეული რომელიც უჩნდება ადამიანს სულიერი პრაქტიკის მერე, მაღალ საფეხურზე ასვლისას და რომელიც სამ მოდუსს (გუნა) გარეთა და არ ექვემდებარება მას, ჰქვია ნირგუნა ანუ მოუწყვლადი. ასეთ სხეულში ადამიანს კრიშნას დანახვა შეუძლია. ეს საკითხები ძალიან კარგად არის განხილული „ბჰაგავად-გიტაში“. გირჩევთ ეს წიგნი წაიკითხოთ და ყველა კითხვას თეორიულ ასპექტში მარტივად გაეცემა პასუხი. მაგრამ მარტო წაკითხვა არ შველის, პრაქტიკის გარეშე, ბჰაკტი-იოგას გარეშე, რთულია ამის აღქმა. პრაქტიკა აუცილებელია. და.ა.შ. პრაბჰუპადას „ბჰაგავად-გიტა“. უბრალოდ მიმოწერაში ძალია რთულია საკრალური საკითხების ახსნა.
@giadarchiashvili5435
@giadarchiashvili5435 22 дня назад
ლატიკა ❤
@nathaliekhmelidze
@nathaliekhmelidze 25 дней назад
ახლა რომ აღმოვაჩინე ეს ვლოგი🎉 მადლობა❤
@irakliustodius7030
@irakliustodius7030 28 дней назад
მაგრამ ხეს სული არა აქვს
@shyamadasa
@shyamadasa 27 дней назад
სული აქვს ყველაფერს. უბრალოდ ხეს ცნობიერება აქვს დაბალი. ჭიანჭველას, თევზს, ძაღლს - სული ყველა ცოცხალ არსებას აქვს. გონებით და აზროვნებით განსხვავდებიან. სული რომ არ ჰქონდეთ შვილებს როგორ გააჩენდნენ? თავს რატომ დაიცავდნენ? საჭმელს რატომ შეჭამდნენ? არიან ადამიანები, რომლებიც მცენრეებს ჰგვანან, ვეღარ ინძრევია, ვერ ლაპარაკობენ, გათიშულები არიან. რა გამოდის, რომ სული არა აქვთ?
@irakliustodius7030
@irakliustodius7030 27 дней назад
@@shyamadasa მაგრამ არამგონია უკვე ხემ შეძლოს რეინკარნირება
@shyamadasa
@shyamadasa 14 дней назад
@@irakliustodius7030 ხეები, მცენარეები და ცხოველები ევოლუციას განიცდიან. ისინი მაღალ საფეხურზე ადიან ნელ-ნელა, სანამ ადამიანს სხეულს არ მიიღებენ. მათ დანაშაულის ჩადენა და უფრო მეტად დაცემა არ შეუძლიათ. ცხოველებს ეპატიებათ მკვლელობები. მათი რეინკარნაცია მათ ცნობიერებაზე და სურვილებზე არ არის დამოკიდებული, ეს ცხოველებს და მცენარეებს უჭირთ, ამიტომ მხოლოდ ევოლუციაა, ისინი მექანიკურად მიიწევენ მაღლა. ადამიანად დაბადებულს კი დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან აზროვნება და აწონ-დაწონა შეუძლიათ. დიდი კოშმარია ადამიანის სხეულიდან ისევ უკან ჩამოვარდნა.
@MadinaTskhovrebashvili-zt8mm
@MadinaTskhovrebashvili-zt8mm Месяц назад
თავმდაბლობა,წყენის წყენად არ მიღება,მიტევება,წმინდა მსახურებააა...და სადაა ეს თვისებები...რომელიმე ადამიანს ან რომელიმე ვითომ მორწმუნეს სად აქვს..ვერ ვხედავ მე პირადად..ეგოსგან განთავისუფლებულ, ჭეშმარიტების მქადაგებელი ადამიანებისგან🫣😔🥹🥹🥹🧡🙏
@maiakhachidze-c4j
@maiakhachidze-c4j Месяц назад
ბატონო ალეკო, უდიდესი პატივისცემა თქვენს მიმართ, შვილი მყავს 24 წლის გარდაცვლილი, რეგრესიული ჰიპნოზით შესაძლებელი ყოფილა ჩემს შვილთან გასაუბრება, მაგრამ რეგრესოლოგმა მირჩია მანტრების ჩატარება, თქვენ ხომ არ დამაკვალიანებთ? მადლობა დიდი...💖
@giorgipopiashvili5290
@giorgipopiashvili5290 2 месяца назад
სული როგორ ახერხებს ენერგიის მიღებას შემდეგ მის მოხმარებას და შენახვას? თუ ვიტყვით რომ თავად ენერგიაა ამ შემთხვევაში, როგორ ხდება მეხსიერების შენახვა ერთი ცხოვრებიდან მეორეში ან თუნდაც მის არამატერიალურ მდგომარეობაში გონებრივ პროცესებს რა უზრუნველყოფს, მაშინ როდესაც ფიზიკური ტვინი მას აღარ აქვს? თუ გაქვთ პასუხი, თხოვნა მექნება ამომწურავად რომ მიპასუხოთ
@shyamadasa
@shyamadasa 2 месяца назад
სული თავად არის ენერგიის წყარო. როგორც რომელიმე მცენარის თესლი. თესლში დევს ენერგია, რომელიც მას გადააქცევს დიდ ხედ. სული არამატერიალური სუბსტანციია. ის არასოდეს ყოფილა მატერიალური და რაც მთავარია, არასოდეს გაჩენილა. ანუ მუდამ იყო. ანუ თუ ღმერთზე ვამბობთ, რომ სულ იყო, სულზეც შეგვიძლია იმავეს თქმა. სულის შექმნა არ ფიქსირდება, მას საწყისი არა აქვს, ის სულ იყო. მაგალითად, რომელიმე ვარსკვლავი შეიძლება დაიხარჯოს და ჩაქრეს, მაგრამ სული ყოველთვის ენერგიითა სავსე, იმიტომ, რომ არა აქაურია. ის სულიერია. სულიერი სამყაროს სუბიექტები არ იცლებიან , არ იხარჯებიან, ენერგია არ ელევათ, ისინი უკვდავნი არიან. მატერიალური იცვლება, თავდება სული - არა. 1-1 = 1. ამით ჰგავს ის ღმერთს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ სულიერი ენერგია შედარებით ნაკლები აქვს. სული ინახავს მეხსიერებას. სულიერ სამყაროში ფიზიკური ტვინი არ არის საჭირო, მაგრამ აქ სულსა და სამყაროს შორის შუამავალის სახით ტვინი გვევლინება. სული ოკუპირებულია მატერიალურით. როგორც ღრუბელი ფარავს მზეს. მაგრამ სად ღრუბელი და სად მზე? ვერ დაფარავს ვერასოდეს - ეს ილუზიაა. არამატერიალურ მდგომარეობაში სული გათავისუფლებულია და ენერგიას სხვანაირად აფრქვევს. იმ სამყაროში სული სულიერ სხეულს იღებს. იქ სსვანაირი „ტვინი“ აქვს. სულიერ სამყაროში შესულს, სულს ამ სამყაროს სრულად დავიწყება შეუძლია, როგორც სიზმრის.
@verdziverdzi1085
@verdziverdzi1085 3 месяца назад
მადლობა დიდი❤რა უცნაურია ბებო გარდამეცვალა 5წლის წინ და სახეულიდან რომ გავიდა ზუსტად რაც ახსენით მასე მოვიქეცი, ველაპარაკებოდი მეთქი ბებო არ შეგეშინდეს, ეხლა შენს თავს უყურებ მეთქი, გარდაიცვალე მაგრამ საშიში არაფერია მეთქი და ვგალობდი , ნახევარი საათის მერე ვუთხარი ოჯახის წევრებს რომ ტირილი და ხმაური არ ყოფილიყო,მე ტვითონ დამიტოვებია სხეული და ვიცი რაცაა ამიტომ ვამშვიდებდი როარ შეშინებოდა
@shyamadasa
@shyamadasa 2 месяца назад
გარდაცვალებაში საშიში არაფერია. ეს მხოლოდ შეცვლაა. ვტირით იმიტომ, რომ ვერ ვნახავთ. თორემ ის ცხოვრებას აგრძელებს. გარდაცვალების წინა მდგომარეობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რომ თითქოს რაღაც ძალიან ცუდი ხდება. ასე არ არის. ის ახალ სხეულს იღებს. ყველაზე დასაფიქრებელი აქ სხვა რამეა: რა სხეულს მივიღებთ? აი, ეს არის პრობლემა. სხეულს ყველა ვარიანტში გამოვიცვლით, მაგრამ ძაღლის, ან თხის, ან ხის, ან ავადმყოფ სხეულში მოსვლა არ ივარგებს. ეს არის მთავარი პრობლემა, როგორ მივიღოთ ისევ ადამიანის სხეული, რომ აზროვნება შევძლოთ და ღმერთი შევიცნოთ. ცხოველებთან ბევრმა ურთიერობამ ცხოველის სხეულში შიძლება გადაგვიყვანოს. ფრთხილად იყავით, ბევრი ურთიერთობა ცხოველებთან საჭირო საერთოდ არ არის.
@LevaniChikobava-kv5yf
@LevaniChikobava-kv5yf 6 месяцев назад
როგორ ხსნის კრიშნაიზმი მსოფლიო ბოროტების არსებობას. ღმერთი არსებობს და ამავე დროს ღმერთიც არსებობს ..
@LevaniChikobava-kv5yf
@LevaniChikobava-kv5yf 6 месяцев назад
აბსოლუტური განსხვავებაა ქრისტეს და ვიშნუ კრიშნას შორის.. ქრისტიანობაში დროის ვექტორი ერთი მიმართულებით მიდის. არა ციკლურად.
@LevaniChikobava-kv5yf
@LevaniChikobava-kv5yf 6 месяцев назад
ქრისტიანობაში არაა კარმა ქრისტიანობაში არის ცოდვის მონანიება. ერთი ღრმა სინანულის განცდა ანადგურებს ცოდვას. რეინკარნაცია ზღაპარია ...ეს არ არსებობს. იქნებ ამიხსნათ ზუსტად.
@shyamadasa
@shyamadasa 2 месяца назад
ცოდვის მონანიება და კარმა სხვადასხვა რამეა. კი ბატონო, ერთმანეთზე ზემოქმედებს, მაგრამ კარმა სულ არის. თუ მოინანიებთ, კარგი კარმა გექნებათ. არ მოინანიებთ, ცუდ კარმას მიიღებთ. კარმა ცხოვრებაა, ან ასე ან ისე. ღრმა სინანული არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება განაგრძო, ღვთოსმოსავი გახდე. რეინკარნაცია სინამდვილეა, ეს რელიგია კი არა, მეცნიერებაა. სხვანაირად ვერავინ ახსნის, რატომ იბადება ადამიანი თავიდანვე ავადმყოფი და ცუდ პირობებში, ან პირიქით - მდიდარი და კეთილი... არ მითხრათ, რომ ეს წინაპრებიდან მოდის, რადგან ეგრევე ჩნდება კითხვა: მაშ რაღა ამ მშობლების ოჯახში დავიბადე და არა სხვაგან? ვინ გადამიწყვიტა ასეთი ბედი, თუ დაბადებამდე არაფერი იყო? ვიღაც ხომ ირანში დაიბადა. რა შანსი აქვს ქრისტიანობის? არანაირი. საიდან მოუვიდა თავში, რომ ირანში უნდა დაბადებულიყო? ვინ წინაპრებზეა საუბარი? რამ განაპირობა ასეთი წინაპრების ოჯახში რომ მოხვდა? იფიქრეთ, სანამ მექანიკურად მიპასუხებთ...
@LevaniChikobava-kv5yf
@LevaniChikobava-kv5yf 2 месяца назад
@@shyamadasa ბატონი ალეკო ბრძანდებით? მე ზოგჯერ ვუსმენ თქვენს გადაცემებს. ინდური ფილოსოფიით და რელიგიით ადრე დავინტერესდი. საკმაოდ ღრმაა, მაგრამ ფანტაზიაც ბევრი აქვთ. ჩემთვის ცნობილია დიდი სახელები: რამაკრიშნა შირდი საი ბაბა რამანა მაჰარიში პარამაჰანსა იოგანანდა რამალინგა სვამი და სხვ. მე მაინც არ მესმის საიდან იწყება ის პირველი კარმა..ეს ხომ მიგვიყვანს უსასრულობამდე..
@shyamadasa
@shyamadasa 2 месяца назад
@@LevaniChikobava-kv5yf რადგან სულიერ სამყაროში დრო არ არსებობს, ამიტომ ვერ ვიკითხავთ „როდის?“ იქ უსასრულო წარსულიც არ არსებობს. იქ სულ მუდმივობაა. უსასრულო ნეტარება და სიხარული არსებობს, უსაზღვრო სიყვარულიც არის, რომელიც სულ მატულობს... მაგრამ დრო არ არის. ამიტომ დროის ათვალ იწყება მას მერე, რაც ადამიანი შემოდის მატერიალურ სამყაროში. აქ არის დრო და აქ იწყება ათვლა. მაგალითად, მატერიალური პლანეტების ბოლო შექმნა მოხდა 4 მილიარდი წლის წინ. სულიერ სამყაროში მყოფი სული იღებს გადაწყვეტილებას და ის შემოდის ამ სამყაროში. როდის დაიწყო არ ვიცით, მაგრამ შემოვიდა 4 მილიარდი წლის წინ და მას მერე აქ ტრიალებს. თავდაპირველი კარმა სულის უეცარი გადაწყვეტილებაა, რომელიც ალოგიკურია. ის მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული. მე ასე მინდა, ამბობს სული და მოდის აქ. სხვა სულები კი ამბობენ, რომ ზემოთ უნდა წავიდნენ, უფრო მეტად მაღალ საფეხურზე და ზემოთ მიდიან. ეს ერთადერთი არალოგიკური გადაწყვეტილებაა. იმ ადგილს ჰქვია ტატასთჰა - რაც ნიშნავს მოსაზღვრე ადგილს, საზღვარს. საიდანაც სულ თავიდან ან ქვემოთ მოდია, ან ზემოთ.
@GiorgiTielidze-lm1os
@GiorgiTielidze-lm1os 6 месяцев назад
შესანიშნავი გადაცემაა
@zazagelashvili1497
@zazagelashvili1497 6 месяцев назад
არ მესმის რეინკარნაციების, ვფიქრობ უსამართლობაა რადგან პიროვნება იკარგება, მე ვინ ვარ, ჩემი ვინაობა, ჩემი პიროვნება ქრება, გინდ ვყოფილვარ გინდ არა, ჩემს არსებობას ფასი არ აქვს... ხსნიან იმით რომ თავიდან იბადები და ცხოვრებას აგრძელებ და ეს კარგიაო... თავიდან თუ ვიბადები და არაფერი მახსოვს ვინ ვიყავი და ვინ ვარ, გამოდის რომ ახალი პიროვნება დავიბადე, სხვა პიროვნება ხო? მეცვლება აზროვნება, მენტალიტეტი, თვისებები, მგრძნობელობა, სხვანაირი აღქმა, ფსიქოლოგია... ამ შემთხვევაში მე სადა ვარ, მე ვინა ვარ, მე ხომ ის მე აღარა ვარ რაც ადრე ვიყავი, გინ ვყოფილვარ გინდ არა ხო? უაზრობა გამოდის ადამიანის ცხოვრება. (აქ მე კარგს ვერ ვხედავ) ადამიანისთვის უფრო საინტერესო რომ იყოს და უფრო სამართლიანი, ადამიანი საკუთარი ნებით, აღქმით უნდა იცვლიდეს თავის ვინაობას, საკუთარი აღქმით უნდა იბადებოდეს აზროვნებაში თავიდან და არა ფიზიკურად კვდებოდეს და თავიდან იბადებოდეს ისე რომ თვითონ აზრზე არ არის ვინ იყო და ვინ არის... ჩემი აზრით ეს უაზრობაა. არცერთი რელიგია პატივს არ სცემს ადამიანს როგორც ქრისტიანობა ამ თვალსაზრისით. სხვა რელიგიების მიხედვით, ზღვაში რომ წვეთი ჩავარდეს ის წვეთი ზღვა ხდება და იკარგება ის წვეთი, აღარ არსებობს ის წვეთი. ქრისტიანულად ზღვაში რომ წვეთი ჩავარდეს ის ზღვას ერევა მაგრამ ის წვეთი თავის ვინაობას არ კარგავს, რადგან ზღვა წვეთებისგან შედგება. წვეთები რომ არ იყოს, ზღვა ხომ ვერ იქნება?
@shyamadasa
@shyamadasa 2 месяца назад
„მეცვლება აზროვნება, მენტალიტეტი, თვისებები, მგრძნობელობა, სხვანაირი აღქმა, ფსიქოლოგია..“ არა, ეს არ გეცვლებათ. რა თვისებებსაც ფლობთ, იმის შესაბამის სხეულს იღებთ. ადამიანი საკუთარი ნებით იღებს მომავალ სხეულს. მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: თუ ვედები გეუბნებათ, რომ ცხოველები არ დახოცოთ, უცნაური მიჯაჭვულებები არ განივითაროთ, - და თქვენ ამას უგულვებელყოფთ, მაშინ რა სხეულს მიიღებთ. თუ თქვენ გყავთ სახლში ცხოველი, მაგალითად კატა, და სულ იმ კატაზე ფიქრობთ, მაშინ ახალი სხეულის მიღებისას შეიძლება აცდენა მოხდეს და ადამიანის სხეული ვეღარ მიიღოთ. ზოგიერთი ადამიანი წინა ცხოვრებაში ცხოველის სხეულში იყო. წარმოიდგინეთ, ახლა ეს რომ ახსოვდეს. გესმით? ანდა წინა ცხოვრებაში, რომელიღაც წინა ცხოვრებაში საშინელი დანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი და ეს რომ სულ მახსოვდეს. სული და ცნობიერებაა ისეა მოწყობილი, როგორც საჭიროა. თუ დავფქირდებით, ვერ გავიხსენებთ 14 აპრილს რას ვაკეთებდით, ან რას ვჭამდით. დედამიწაზე ადამიანს არ შეუძლია ამდენი არღაცის დამახსოვრება, შეზღუდულები ვართ. და ბოლოს, ბჰაკი-იოგაში სულ არ ერწყმის არანაირ სულიერ ოკეანეს. რომელიღაც სწვლებებში კი - ერწყმის. მაგრამ კრიშნასთან არა. ამით ის ქრისტიანობას ჰგავს.
@angeleyes6100
@angeleyes6100 7 месяцев назад
🙏🏻🙏🏻🙏🏻♥️ ჯეი ჯეი შრი კრიშნა
@MaiaNiazashvili-sl8sk
@MaiaNiazashvili-sl8sk 7 месяцев назад
@katrinruadze3643
@katrinruadze3643 10 месяцев назад
მადლობააა .საინტერესოა
@besarionioselini2089
@besarionioselini2089 10 месяцев назад
რეინკარანცი არს ის რომ ... ერი ღვთის რჩეული ღვთის და ბავშვთა მკვლელი გახდა !
@shyamadasa
@shyamadasa 10 месяцев назад
ბოდიშს ვიხდი, გაუგებარი კომენტარია.
@A1LUCAS1
@A1LUCAS1 10 месяцев назад
didi brdzeni adamiani uflis kurtxeva da locva ar mogaklot aravis ufalma
@murmanjoxadze4884
@murmanjoxadze4884 10 месяцев назад
ნეტა იცოდე რა დონეზე არ გესმის ის რაზეც საუბრობ.
@iatsiklauri-i2b
@iatsiklauri-i2b 10 месяцев назад
იმდენი "ვიტუკტუკეთ", რომ დავიკარგეთ კიდეც :)))) კარგი იყო <3
@xatunadatuadze5024
@xatunadatuadze5024 10 месяцев назад
მაინტერესებს ჩემი სული შეხვდება თუ არა ჩემი ძაღლის სულს🙏
@nino2732
@nino2732 10 месяцев назад
ვინც გიყვარს გულწრფელად იმის სულს მის დროზე აუცილებლად შეხვდები. მეც მაგ იმედით ვარ❤
@vincedzebspoulobs12
@vincedzebspoulobs12 10 месяцев назад
არის ცნობიერი სიზმარი, როდესაც ცნობიერ სიზმარს ხედავს და ხვდები ვინმეს ეგაა სულის შეხვედრა, ამ დროს რომ გაიღვიძებ ყველა განცდა გაქვს რომ რეალური იყო.
@shyamadasa
@shyamadasa 10 месяцев назад
დიახ. თუ გიყვარდათ და მიჯაჭვულობა გქონდათ, შეხვდებით. თუმცა ერთმანეთს ვერ იცნობთ. თქვენ გვერდით იქნება ვიღაც, ან ადამიანი, ან ცხოველი, რომელიც გეყვარებათ, მაგრამ გამოცნობა ვერ მოხერხდება, ვინ იყო ის წინა ცხოვრებაში. შეიძლება თქვენი ძაღლი იყო, ან ვინმე სხვა, ვინც ასევე გიყვარდათ. ეს ჯაჭვური პროცესია, ის გრძელდება, ახლაც თქვენ გარშემო ის ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც წინა ცხოვრებაში გიყვარდათ , ან გძულდათ.
@nino2732
@nino2732 10 месяцев назад
ადამიანს მხოლოდ ერთი სული აქვს. ამას ღმერთი გვეუბნება, და ვინც უყვარდა აუცილებლად ნახავს თავის დროზე და ძალიან კარგად იცნობს.
@ElzCh
@ElzCh 11 месяцев назад
დიდი მადლობა💝
@alekoaleqsidze482
@alekoaleqsidze482 11 месяцев назад
ბატონო ალეკო როგორ დაგეკონკტათოდ..მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქ და მინდა პირადად გაგესაუბროდ
@shyamadasa
@shyamadasa 11 месяцев назад
რასთან დაკავშირებით?
@LevaniChikobava-kv5yf
@LevaniChikobava-kv5yf 6 месяцев назад
კრიშნაიზმი ადამიანის მოტყუების მცდელობაა.​@@shyamadasa
@GiorgiTielidze-lm1os
@GiorgiTielidze-lm1os Год назад
დიდი მადლობა😢❤
@tamarascherer7648
@tamarascherer7648 Год назад
კაცია და გუნებაო ❤
@goulikoxizanishvili9089
@goulikoxizanishvili9089 Год назад
Shizofrenia damainteresda, ver gavige .
@goulikoxizanishvili9089
@goulikoxizanishvili9089 Год назад
Dzalian sainteresoa, gmadlobth.
@ზინაჭკადუა
რას ნიშნავს: ,, რეინკარნაცია?! მიაქციეთ ყურადღება, როდესაც, ჩვენი სულიერების უფალი, იესო, ქრისტED წოდებული, ქალწულ მარიამის წიაღის საიდუმლოებით მოვლენილი ზეციდან, ცის ლაშქართა, მამა ღმერთის, სულიწმიდის ძალით, სიცოცXლის სულით, განვლილი გზით, ცისა და დედამიწის შექმნის დღიდან, დღEMდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ, როგორც, მXოლოდშობილი ძე, ძე ღვთისა და ძე კაცი, პირ მშო ცისA, მიქაელ მთავარანგელოზი და პირ მშო მიწის, იესო, ქრისტED წოდებული, რომელიც, ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც, მXოლოდშობილი ძე, ძე ღვთისა და ძე კაცი* რომელიც, თავად აღნიშნავს: თუ,ვინ არის ,,იგი* ღმერთი თუ, მXოლოდშობილი ძე, ძე ღვთისა და ძე კაცი, პირ მშო ცისA და პირ მშო მიწის, იესო, ქრისტED წოდებული* ?! იოანეს 5:31_32_33_34.* ,, თუმცა ძე, ადამიანისგან, არ ვიღებ მოწმობას.* მAგრამ, ამას ვამბობ, იმიტომ რომ, თქვენ გადარჩეთ.* 35_36_37; საპირწონე,, ღმერთის ენით, თარგმანით ნიშნავს: ( A=დაწერილია: დან 2 შჯულის 4:12.* ,, გელაპარაკებოდათ უფალი ცეცXლიდან 🔥; ლაპარაკის XმA, კი გესმოდათ მAგრამ, ღმერთის საXეს, ვერ Xედავდით.* მXოლოდ XმA ისმოდა; = B+ მAთეს 3:17.* ,,აჰა, XმA ციდან მეტყველი:* ,,ეს არის, ჩემი საყვარელი ძე, ROMელიც მოვიწონე მე, მAს USმინეთ!* საპირწონე,, ღმერთის ენით, თარგმანით ნიშნავს: ესაია 7:14;= B+ მAთეს 1:23; A= ესაია 41:1_2_3_4_5_6;= B+ იოანეს 15:15; მრცXვენია უკვე რომ,,2018 წლიდან, დღემდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ,იმის მტკიცება, მიწევს რომ,,იესო, ქრისტED წოდებული, ქალწულ მარიამის წიაღის საიდუმლოებით მოვლენილი ზეციდან,,არის,, ღვთის ძე; რომელიც,თავად განაცXადა,,თავისი პირით,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან, ვერავინ მივა, თუ არა ჩემით; მე,მამაში ვარ და, მამა, ჩემში; მამა კი, ჩემზე დიდია!* ამბობს: ჩვენი სულიერების უფალი, იესო, ქრისტED წოდებული, ქალწულ მარიამის წიაღის საიდუმლოებით მოვლენილი ზეციდან, ცის ლაშქართა, მამა ღმერთის, სულიწმიდის ძალით, სიცოცXლის სულით, განვლილი გზით, ცისა და დედამიწის შექმნის დღიდან, დღEMდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ, როგორც, მXოლოდშობილი ძე, ძე ღვთისა და ძე კაცი, პირ მშო ცისA, მიქაელ მთავარანგელოზი და, პირ მშო მიწის, იესო ქრისტED წოდებული, რომელიც, ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც, მXოლოდშობილი ძე, ძე ღვთისა და ძე კაცი* ამას ნიშნავს*
@arch-ey6ps
@arch-ey6ps Год назад
მადლობა საინტერესო საუბრებისთვის ❤ სულიერი გამოღვიძების ეპოქა დაიწყო ! უნდა დავფიქრდეთ ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. გავიღვიძოთ
@arch-ey6ps
@arch-ey6ps Год назад
მადლობა ❤
@nikolozgiorgashvili3035
@nikolozgiorgashvili3035 Год назад
ცუდია რომ აქამდე არავინ არაფერს ამბობდა ვედურ სწავლებაზე და ცნობიერებაზე... ქრისტემდე ვედური ცნობიერება თუ იყო საქართველოში?.
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
ვედური სწავლება იყო ყველგან მეტ- ნაკლებად. მთელ მსოფლიოში. ციმბირშიც კი. ვედური სწავლება ფართოა, ეგრევე კრიშნას მიმდევარი შეიძლება ვერ გახდე, მაგრამ იქ ხუთი დონეა და ერთ ერთს მივდევდით. ყველაფერი ისე განადგურდა, რომ ახლა ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა იყო 5 ათასი წლის წინ სინამდვილეში. ჰარი ჰარალო სიმღერა სწორედ იქიდან მოდის. და ჩარი რამაც.
@irinenutsubidze7501
@irinenutsubidze7501 Год назад
რთული სისტემაა თუმცა ძალიან ლოგიკური 🙏...კარმის ფენომენი მაფიქრებს ამ ბოლო დროს. კარმაც, ილუზია ხომ არ გამოდის??? 🤓🧐💓☯ მადლობა საინტერესო ლექციისათვის, საინტერესო ასპექტებს შეეხეთ
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
კარმაც მიწიერი ფენომენია. სულიერი პრაქტიკა მის დაძლევას გულისხმობს. ნირგუნა, ანუ მიწიერი გუნებისგან გათავისუფლება: უგუნურება, ვნება, სათნოება - ამაზე მაღლა დადგომა. კარმის შეწყვეტა, ეს არის მთავარი და სულიერი სხეულის მიღება, რომელზეც ეს კარმა და ილუზია ვეღარ მოქმედებს. ამისთვის აუცილებლად საჭიროა პრაქტიკა. პრაქტიკა სასიამოვნოც უნდა იყოს. ანუ ის დიდი ენთუზიაზმით და სიამოვნებით უნდა კეთდებოდეს. ცხადია, ასკეტიზმი საჭიროა, რთული მომენტები იქნება, მაგრამ ნეტარების ნგანცდა თან უნდა ახლდეს პროცესს, მარტო ტანჯვა-წამებას ვერავინ გაუძლებს.
@ninigogadze6849
@ninigogadze6849 Год назад
თქვენს ლექციაზე როგორ მოვხდე? ან რამე ფეისბუქ ჯგუფი ხომ არ გაქვთ?
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
ლექციებისთვის ადგილი არ მაქვს, სახლში ვატარებ ხოლმე, ვიწრო წრეში. აქაც არ მინახავს თქვენი წერილი და ამიტომ გპასუხობთ დაგვიანებით. სახლში უფრო ზუსტ და გამოკვეთილ თემებს ვეხები. მე ბჰაკტი ოგას მიმდევარი ვარ. რაღაც საბაზისო ცოდნა საჭირო იქნება, რომ ლექციები გაუგებარი არ იყოს. ახლა სახლში ცოტა უფრო რთულ თემებს ვეხებით ვიდრე ლექციებშია.
@Iammevar
@Iammevar Год назад
Კოპალა სამშობლოში დააბრუნეთ 😃
@დემეტრექადარია
gamarjoba batono aleko, rame filmi tu shegidzliat mitxrat, tvalsachinoebistvis, reinkarnaciaze , gardacvalebis shemdgom cxovrebase, madloba cinascar.
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
ცოტა რთული საპოვნელია, ლექციები უფროა. იქნებ დოკუმენტური ვნახო რამე.
@nikolozgiorgashvili3035
@nikolozgiorgashvili3035 Год назад
@@shyamadasa მოგესალმებით... ხშირად ახსენებთ მაიას და იქნებ გაშალოთ ეს თემა? მაია ილუზია... მე უსმენ ოშოს ადამსს და კიდე სხვებს.. სამადხის მედიტაციები სულ მაინტერესებდა და მსიამოვნებს ... საერთოდ დამოუკიდებელი პრაქტიკოსი თუ სითხი ვარ... არც ის ვიცი რა სულიერ სიმაღლეზე ვარ და მასწავლებელი აუცილებელია? აქ ვინ გვყავს? შივო რამადატტა თუ გიორგი ბერძენიშვილი? .
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
@@nikolozgiorgashvili3035 მე ბჰაკტი იოგას მივდევ, ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლების ყოლა. და თუ მასწავლებელს აიყვანთ, მაშინ ის საუკეთესო უნდა იყოს. საუკეთესო იმ ხაზში, იმ სკოლაში, იმ მიმდინარეობაში, რომელშიც თქვენ ხართ. ცალკე პრაქტიკა კარგია, მაგრამ მასწავლებელთან და სულიერ და-ძმასთან ერთად უკეთესია. მთლად რელიგიურ ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, იქ ხშირად სიტუაცია ირევა ხოლმე. ამიტომ ამ წუთას ვინც არის საუკეთესო, ის უნდა იპოვოთ. მე ინდოეთში წავედი ამისთვის. აქ ასეთი არავინ მეგულებოდა. 2004-ში წავედი პირველად. თქვენც ჩამოყალიბდით სკოლაში და ინდოეთში იმოგზაურეთ, იქ იპოვით მასწავლებელს.
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
რაც შეეხება მაიას, ილუზიას, ეგ დიდი თემაა, სადმე სხვაგან უნდა გავშალოთ. აქ კომენტარში რთულია.
@tamotamie
@tamotamie Год назад
უღრმესი მადლობა 💛 დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მოწაფე ❤️
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
შემდეგ ცხოვრებაში. ახლა მე თვითონაც სხვისი მოწაფე ვარ <3
@nikolozgiorgashvili3035
@nikolozgiorgashvili3035 Год назад
@@shyamadasa გამარჯობა... უკვე 30 ი წელია რაც ხათხა იოგას რუსულენოვანი წიგნი მიჭირავს მაგრამ მედიტაციის და სამადხის შესახებ აქამდე ვერაფერს ვხვდებოდი სანამ ინტერნეტი არ შემოვიდა.. ახლაც დამოუკიდებლად ვპრაქტიკოსობ და ურევ ერთმანეთში სხვადასხვა ოსტატების თუ გურუ ების პრაქტიკებს... ვგრძნობ რომ მჭირდება სულიერი გამტარი არ ვიცი გასხივოსნებული იოგი თუ გურუ და გვყვავს ვინმე საქართველოში?
@shyamadasa
@shyamadasa Год назад
@@nikolozgiorgashvili3035 იოგას პრაქტიკების შესრულება ინდივუდუალურად რთულია. საწყის ეტაპზე კიდევ ხერხდება, მაგრამ მერე რთულდება, გურუ აუცილებელია. ჰათჰა იოგა და ბჰაკტი იოგა ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მე ბჰაკტი-იოგას მიმდევარი ვარ. თუ ეს მიმართულება დაგაინტერესებთ, ყველაფერს აგიხსნით რაც ვიცი. ჰათჰას კარგად არ ვიცნობ, აქაურ მასწავლებლებს არ ვიცნობ. მხოლოდ ერთთან მქონდა ურთიერთობა და იმედი გამიცრუვდა. ჰათჰა იოგა პატანჯალა იოგას ნაწილია და მხოლოდ ფიზიკურ ასპექტებს არ მოიცავს, მისი არსი სულერებაშია. თუ კარგი მასწავლებელი და ნამდვილი გური გინდათ, მაშინ ინდოეთში უნდა ეძებოთ. ერთია იოგას ინსტრუქტორი და მეორეა - ნამდვილი იოგი.
@nikolozgiorgashvili3035
@nikolozgiorgashvili3035 Год назад
@@shyamadasa უღრმესი მადლობა... სულიერი მხარე უფრო მაინტერესებს და ვიდეოს თუ დადებთ კარგი იქნებოდა...
@madonajavaxishvili3445
@madonajavaxishvili3445 Год назад
დიდი მადლობა!ჩენს ბუნებას გიანა იოგა შეეფერება.
@usergeo194
@usergeo194 Год назад
ამბობენ ადამიანი როცა ბერდება შტერდებაო აბა ერთი მითხართი ის თქვენი უცო პლანეტელები ამბიბენ ჩვენ განვიარეთ ის პერიოდი რასახც თქვენ ეხლა კაცობრიპბა გადიხართო და სულის ეუოლუცია მიივიღეთო" თუ ბებერი ადამიანი შტერდება სული როგორ განვითარდება?? გარდაცვალების შემდეგ როგორ ხდება განვითარებული ევოლუცა სულის??
@usergeo194
@usergeo194 Год назад
თუ სამყარო ფართოვდე ბა ჩვენ დედამიწელები რატომ განვადგურდებით? ჩვენ თვითონ გავანადგურებთ ერთმანეთს ტექნიკით? თუ ადამიანები კოსმოსიდან უიღბლო ვარსკლავზე დაბადებული უნიჭო მოევლინა ამ დედამიწას რა სარგებლობა უნდა მოუტანის სამყაროს?? ადამიანები მარტო ორი გაგების ვიცით კეთილი და ბოროტი რომელიც ცხივრობს დედამიწაზე სული მართალია არ კვდება მაგრამ სული ბოროტი რატომ ევლინება ამ წუთისოფელს? ხომ ვიცით სული არ კვდება არ იწვება არც იხრჩობა მაგრამ ამდენი წელი ევოლუციას გადის დედამიწაზე რით ვერ განვითარდა? დედამიწა მე მგონი ჯოჯოხეთია და აქ დედამიწაზე ხდება ინკარნაცია სულის გარდაცვალების შემდეგ და ისევ ბრუნდება ცოდვილი სული დედამიწაზე რომ განიწმინდოს: ეს ჩემი შეხედულებაა სულის მიმართ მაგრამ რამდენად სწორია არ ვიცი: იქნებ თქვენ აგვიხსნათ რა ფუნქცია აკისრია სულს დედამიწაზე და რატომ შემოდის დედამიწაზე??
@gurotsetskhladze6166
@gurotsetskhladze6166 Год назад
რა საინტერესო ადამიანები არიან დაკაბშირება შეიძლება მათთან? ♥️🙌
@ChandraShekhar-tk7du
@ChandraShekhar-tk7du Год назад
კი, თბილისის კრიშნაიდულ ტაძარში მიდით
@vajagabeskiria8725
@vajagabeskiria8725 Год назад
რეინკარნაცია))
@გვანცა-დ3წ
@გვანცა-დ3წ 2 года назад
მსგავსი არაფერი მომისმენია. ჰარე კრიშნა ! 🙏
@გვანცა-დ3წ
@გვანცა-დ3წ 2 года назад
💜
@Vidya777
@Vidya777 2 года назад
ბატონო ალეკო, გთხოვთ გაგვახაროთ ახალი ლექციებით და დოკუმენტური ფილმებით! ❤❤❤❤❤😊😊😊
@shyamadasa
@shyamadasa 2 года назад
დიდი მადლობა. დიახ, მეც მინდა, რომ დავიწყო ლექციების ახალი ციკლი. როცა დავბრუნდები ინდოეთიდან.
@Vidya777
@Vidya777 2 года назад
@@shyamadasa გისურვებთ წარმატებებს! ჰარე კრიშნა.
@nikamirotadze9544
@nikamirotadze9544 2 года назад
უსერიოლუზესი ლექციებია, გაიხარეთ.
@nikamirotadze9544
@nikamirotadze9544 2 года назад
უმაგრესი , მადლობა
@davita322
@davita322 2 года назад
Ეს პრაბჰუპადა დაბალი დონის კრიშნაიდი სექტანტია. Არაფერს ისეთს არ იძახის
@shyamadasa
@shyamadasa 2 года назад
ბოროტი ტიპი ჩანხარ, ამიტომ შენს ნათქვამს ხალხი პირიქით გაიგებს. პრაბჰუპადა უმაღლესი დონის ვაიშნავია და შენ სიკვდილისას იამადუტები რომ მოგაკითხავენ, აი მაშინ გაიმეორე ეგ შეურაცხყოფა.
@bakkibaqi8737
@bakkibaqi8737 2 года назад
@@shyamadasa გაუთავებელი რეირკარნაცია ამ დაბალი რეფტილიანურ კოლონიაში არ გვახსოვს წარსული და ისევ იგივე შეცდომების დაშვება და პასუხისგება, მილიონობით წლების ომი მზის სისტემაში მილიარდობით წლების წინ, ეს ჩაკეტილი რეფტილიანური ციხეა თავისი ბოროტი გამოვლინებებით, ვლოცულობთ ღმერთებზე რომლებმაც დაგვატყვევეს, ომი მარსზე ვენერა ლარა და კიდევ ბევრ პლანეტებზე და აქ ჩვენი სულების ჩამოგდება და მოცემა 2 ხაზი დნმ რეფტილიანური და ძუძუმწოვართა.. შეუთავსებლობა ძაან ბევრი არის ეს ციხეა
@ninamichaela1984
@ninamichaela1984 2 года назад
დამბურძგლა ეს რა ვნახე!!! მეც მიმღერია ჰარე კრიშნა მაჰამანტრა ჩემთვის მარტო! 🙏🙏🙏
@Laila_88821
@Laila_88821 2 года назад
Hare Krishna from Ukraine, pray for us dear devoties 🙏🙏🙏
@Vidya777
@Vidya777 2 года назад
Hare Krshna! ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა.
@davitkhonelidze2233
@davitkhonelidze2233 2 года назад
Hare Krishna. Gmadlopt chaitania prbxus lekciebistvis. Minda rom bevri lekcia wagvikitxot da gviambot chaitania prbxus shesaxeb. Джая Раде! Джая Раде! Джая Раде!
@Nino_Mtvarelishvili
@Nino_Mtvarelishvili 2 года назад
დიდი მადლობა საინტერესო ლექციისთვის. გთხოვთ, განაგრძოთ ლექციები და მოგისმენთ გულისყურით. მადლობა კიდევ ერთხელ.