✔ გვერდი chub1na.ge უანგაროდ ემსახურება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ ამ გვერდზე საარქივო ფოტო-ვიდეო მასალებს, საზოგადო მოღვაწეთა ნააზრევებს, პროფესიული ანსამბლების, აკადემიური ანსამბლების, ბავშვთა სანიმუშო ანსამბლების ჩანაწერებს, რომელიც მიმოფანტულია მარგალიტებად. ასევე ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა მსახიობ-მოცეკვავეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში, რომელსაც ფართო საზოგადოება ეცნობა ჩვენი გვერდის მეშვეობით. თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს და აფასებდეს ჩვენი წინაპრების ღვაწლს, ამაგსა და შრომას. ქართულ მემკვიდრეობას დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით უნდა მოვლა, ეს თუ დავივიწყეთ, მაშინ - უსახური, გადაშენების პირას მდგარი ერი ვიქნებით... ფილონ ბიზანტიელს რომ ენახა ეს ფენომენი, მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის უპირველესს - ქართულ ცეკვას დაასახელებდა!
● ავთანდილ ჩუბინიძე (ჩუბი) - ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი, დოქტორანტი, თეატრალური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
მხვდა წილად ბედნიერება, აღნიშნულ ღონისძიებას მეც დავსწრებოდი. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქ. ბათუმის ქორეოგრაფიულ ანსამბლ მწვერვალს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ამირან პაიჭაძეს! დიდი მადლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასეთი საინტერესო პროექტისათვის, რომელსაც უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად ახორციელებს! 💞
The camera just needs to stay still! All sense of the spectacle is lost by changing shot every two seconds. Although I love the dancing and music I find this really difficult to watch because of the schizophrenic camera work.