Тёмный
იბეროპედია
იბეროპედია
იბეროპედია
Подписаться
იბეროპედია არის ამავე სახელწოდების სოციალური პლატფორმის ნაწილი, რომელიც აერთიანებს ბლოგებსა და იუთუბის არხებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

თქვენს წინაშეა ენციკლოპედიური არხი, რომელიც იკვლევს საქართველოს (იბერიის) მდიდარ ისტორიას და მასთან განსაკუთრებული სიახლოვის მქონე ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და მესოპოტამიის რეგიონების ურთიერთდაკავშირებულ ცივილიზაციებს.

აღნიშნული სიახლოვისა და ურთიერთკავშირის ყველაზე ცხადი მაგალითია სახელწოდება "იბერია" რომელსაც თანაბრად ინაწილებენ კავკასიელი და პირენეელი იბერები (ქართველები და ესპანელები).

გეოგრაფიული სიახლოვის წყალობით, ეს უძველესი ცივილიზაციები იზიარებდნენ კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს, რამაც განაპირობა ძველი მსოფლიოს ჩამოყალიბება.

ამ ისტორიულად დაკავშირებულ რეგიონებზე ფოკუსირებით, იბეროპედია გთავაზობთ ყოვლისმომცველ ხედვას იმ ცივილიზაციების შესახებ, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის კულტურულ განვითარებაზე.

ნებისმიერი ოდენობით თანხის შემოწირულობისთვის წინასწარ გიხდით მადლობას: paypal.me/zkukava

Комментарии
@Astrovert820
@Astrovert820 4 часа назад
საუკეთესო არხია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ვიდეოებს. რაც შეეხება ჰეითერებს და სიძულვილის ენით მოლაპარაკეებს ეგ სულ იქნება. იმედია ეგ მოტივაციის ამბავში ხელს არ შეგიშლით... რაც უფრო გაიზრდება არხი ეგეთი ადამიანების რიცხვი მეტი იქნება.
@nugzargamkrelidze6830
@nugzargamkrelidze6830 4 часа назад
კიდევ ერთი საკითხზე მინდა გითხრათ--- რატომ თვლიან მეგრელები, რომ კოლხური მემკვიდრეობა მხოლოდ მათ ეკუთვნით და არა სუყველა დანარჩენს კიდევ. და რატომ თვლიან სვანებთან ერთად კიდევ იმას, რომ დამწერლობა არ აქვთ--- ქართული დამწერლობა ხომ მაშინ შეიქმნა, როცა ჯერ კიდევ განცალკევებულები არ ვიყავით. ასომთავრული ხომ ქურუმთა საიდუმლო დამწერლობა იყო და მისი გასაჯაროება მოხდა ქართლის სამეფოში, რაზეც დარწმუნებული ვარ ეგრისის თანხმობაც იქნებოდა. მომიტევეთ ამდენი ლაპარაკი, ძალიან მომწონს თქვენი გადაცემები და ვცდილობ ყველა ვნახო. მოუთმენლად ველი ბედიან-დადიანთა საგვარეულო ისტორიის მოსმენას. უდიდეს მადლობას გიხდით პირადად ჩემი განათლებისთვის
@nugzargamkrelidze6830
@nugzargamkrelidze6830 5 часов назад
ასევე უფრო ფართედ არის გასაშუქებელი ორი დიდი გვარის, ბაგრატიონთა და ორბელთა წარმომავლობა--- აჯანყებულ ივანე ორბელს სხვა ქართველი მთავრები წერილით რომ მოუწოდებენ შეურიგდეს გიორგის თუნდაც იმიტომ, რომ ორივენი "ჭინეთის" ქვეყნიდან არიან.
@nugzargamkrelidze6830
@nugzargamkrelidze6830 5 часов назад
თქვენი გადაცემების შემდეგ, კერძოდ აფხაზეთის სამეფოს ისტორიის ორივე ნაწილის ნახვის შემდეგ გაეცა პასუხი მანამდე გაუგებარ საკითხს, ანუ იმას, თუ რატომ იყო ლაზი ბაღვაშების საგვარეულო არგვეთისა და თრიალეთის ერისთავთავთ ერისთავი და რატომ მოითხოვა ლიპარიტ დიდმა კაცხში დასაფლავება. აფხაზთა მეფე გიორგი მეორე უდიდესი პიროვნება ყოფილა და ძალიან უკმაყოფილო ვარ მასზე მხოლოდ ახლა, ასე გვიან რომ გავიგე. დიდი სურვილი მაქვს მისი მემკვიდრეების ისტორიაზეც მოგვაწოდოთ ცნობები, თუ რატომ ვერ შეინარჩუნა დინასტიამ აღმოსავლეთ საქართველო, ქართლი როგორღა დაკარგა--- თუ ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ასევე მიკვირდა მარუშთა და არიშიანთა (არიშთა) ფეოდალობა ქართლში. თუ შეძლებთ რომ გადაწვდეთ აგრეთვე ქვემო ქართლის მთავრების, ანუ პიტიახშების სადაურობას, წავიკითხე ასევე კლ. შელიასთან (ვ.ხარჩილავას გაზეთს ვყიდულობდი ყველა ნომერს), რომ პიტიახში იყო წოდებად ქცეული გვარი, ანუ ისინიც ლაზები (ჭანები) გამოდიან.
@iberopediaGE
@iberopediaGE 4 часа назад
@@nugzargamkrelidze6830 ვეცდები გავაკეთო შესაბამისი გადაცემები. დიდი მადლობა ასეთი ინტერესის გამოჩენისთვის.
@nugzargamkrelidze6830
@nugzargamkrelidze6830 5 часов назад
ქვემო იმერელი ვარ და ბავშვობიდან ცნობილია ჩემთვის ის მეგრული სიტყვები, რომლებიც გავრცელებულია აქ, ქვემო იმერეთში, გარდა ამისა, უამრავი მეგრული გვარი, რომელთა უმეტესობად არ ახსოვს ე.წ. ჩამოსახლება, ანუ ადგილობრივები არიან. აწ გარდაცვლილი კ. შელიას შრომებისაგან გავიგე, რომ თურმე დედაჩემის გვარი, რომელიც ძეზე ბოლოვდება, ლაზური წარმოშობის ყოფილა, ხოლო დედამისი, ანუ ბებია, ადამია იყო. ხოლო მამის მხრიდან სულ სვანი ბებიები მყავდა. ჩემთვის დიდად საამაყო გახდა მას შემდეგ რაც დავადგინე ის, რომ ჩემი ერის ორივე სამივე დიდი შტოს სისხლი გამაჩნია.
@iberopediaGE
@iberopediaGE 4 часа назад
@@nugzargamkrelidze6830 სწორედ ამ სიამაყეზე ვლაპარაკობ ვიდეოში. ვისურვებდი, რომ თქვენს მსგავსად ჰქონდეს ყველას შეგნებული საკუთარი ფესვებისადმი და სხვა კუთხეებისადმი სიყვარული და პატივისცემა მაგ ქვეყანაში. ასევე ვისურვებდი, რომ შეგვეწყვიტოს ერთმანეთის გაქილიკება წარმოშობის და სადაურობის გამო. მაგალითად, სასტიკად არ მომწონს, როდესაც მეგრული გვარის მატარებელ იმერელს ან გურულს ამოუჩემებენ მეგრელები, გინდა თუ არა მეგრელი ხარ და რატომ იმერლობო. ეს არის უკულტურობა ყველაფერთან ერთად.
@mrdvali007
@mrdvali007 9 часов назад
მეგრელების გადმოსახედიდან ძალიან ცოტა შანსი არსებობს რომ სამეგრელო შენარჩუნდეს საქართველოს შემადგენლობაში თუ კი შემდეგი მთავრობა (ისევე როგორც წინა) დაიკიდებს სამეგრელოს საკითხს. თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარება მოლდოვას და კვიპროსის მაგალითები არსებობს (საკუთარი ენაც კი არ აქვთ და ცალკე ქვეყნებია).
@iberopediaGE
@iberopediaGE 7 часов назад
ასე არ დგას საკითხი. სოციალურ ქსელებში ჩანს ასე, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, უბრალოდ, ამ საკითხებს რომ ყურადღება ჭირდება, ფაქტია.
@EliEli-q8h
@EliEli-q8h 10 часов назад
ქართულ ენაზე თუ არის გამოცემა სვანური და მეგრული წიგნებისა ? რატომაც არ უნდა ვიცოდეთ. ❤მადლობა ..წარმატებები 💖
@iberopediaGE
@iberopediaGE 10 часов назад
@@EliEli-q8h ზღაპრები და ფოლკლორული ტექსტები, მაგრამ ისიც ცოტა. მადლობა, რომ გვიყურებთ!
@КахаБер-к3в
@КахаБер-к3в 15 часов назад
უკრაინის სანაპიროდან გაიქცა რუსის ფლოტი.ოᲩამᲩირეს უნდაᲗ Თავი Შეაფარონ.მალე იქაც მიწვდებიან.რუსული ფლოტის ჰეგემონია Შავ ზᲦვაზე ნელ- ნელა დნება.
@КахаБер-к3в
@КахаБер-к3в 15 часов назад
ბევრ ქარᲗველს დᲦესაც არ ესმის რა მოხდა. რუსᲗს აᲦმერᲗებენ დᲦესაც მარᲗლა ტვინგამორეცხილები. მიᲗუმეტეს ის ფენა ვინც რუსეᲗᲨი Თბილად არის მოკალაᲗებული.ერᲗმა მიᲗხრა Ჩვენ რუსები ვარᲗო ქარᲗული წარმოᲨობის. გაიმეორა სტალინის ფრაზა.ესე იგი ზოგმა ოᲦონდ იᲨოვოს, ყველაფერს იკადრებენ.
@КахаБер-к3в
@КахаБер-к3в 16 часов назад
ბევრს ვეუბნები ხოლმე, ომი 1992წელს კი არა 100- 150წლის უკან დაიწყო მეᲗქი.
@КахаБер-к3в
@КахаБер-к3в 16 часов назад
Ჭანი- ქალა დᲦესაც არის ᲗურქეᲗᲨი.
@КахаБер-к3в
@КахаБер-к3в 16 часов назад
საᲩხერე---- Ჩხე----ცხელს ნიᲨნავს.
@arsenkortkhonjia1858
@arsenkortkhonjia1858 17 часов назад
ძალიან კარგ შემეცნებით გადაცემებს აკეთებთ. ერთმა საკმაოდ განათლებულმა აჭარელმა კაცმა მითხრა, არასდროს ყოფილა ბათუმი აჭარლებისო. როგორ შეიძლება სამეგრელოს და ლაზეთს წყვეტა ჰქონებოდაო. აჭარლები მხილოდ მთიან აჭარაში ვცხოვრობდითო, შემდეგ მოხდა ეტაპობრივად შიდა მიგრაცია ზღვისპირა ტერიტორიებზეო. ერთი რამ მაინტერესებს, ყველა ვთანხმდებით კოლხეთის სამეფოს სიდიადეზე, ცივილიზაციაზე, კულტურაზე( არ ჩამოვთვლი მითებს და რეალობებს, ისედაც ყველამ იცის). რატომ არის, რომ დამწერლობაზე არავინ არაფერს ამბობს? როგორ შეიძლებოდა დამწერლობა ასე უგზოუკვლოდ გამქრალიყო? თუ დამწერლობა არ ქონდათ, მაშინ კოლხეთის სამეფოს რა დიდებაზე და კულტურაზეა საუბარი?
@iberopediaGE
@iberopediaGE 16 часов назад
დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ! პასუხს დამწერლობაზე პრაქტიკულად თქვენვე გაეცით პასუხი. ვინ რა უნდა თქვას იმაზე, რაც არ არის? :) სომხები ხომ არ ვართ ვიფანტაზიოროთ? კოლხეთს რომ დამწერლობა ჰქონოდა, სადმე გამოჩნდებოდა ამდენი საუკუნის მანძილზე. ასეთი რამის მიჩქმალვა უბრალოდ შეუძლებელია.
@iberopediaGE
@iberopediaGE 19 часов назад
ძვირფასო მეგობრებო! მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის! იმ კომენტარების ავტორები კი, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას, პირად შეურაცხყოფას ან უბრალოდ მათი კომენტარი მიმართულია ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ, დაიბლოკებიან. გმადლობთ ყურადღებისთვის!
@IrakliiGeorgia
@IrakliiGeorgia 19 часов назад
#19:20 წუთზე დამბურძგლა ✨❤️🇬🇪
@iberopediaGE
@iberopediaGE 19 часов назад
მადლობა რომ გვიყურებთ! ესეც მეორე ნაწილი: ru-vid.com/video/%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BE-VD33uJ6mm7Q.htmlsi=A0kyBDCjAoYZXJHn
@ToduaTodua-t9j
@ToduaTodua-t9j 20 часов назад
მე არ ვარ მეცნიერი ,მაგრამ, რამდენი ხანია იუთუბში ვწერდი .......პირველ რიგში იმათტვის ვისაც მეგრული გვარი აქვთ მაგრამ პასპორტში ეროვნებად აფხაზი უწერიათ ,სწორედ ამით ისარგებლეს რუსებმა და აფსუებს კუთხის დასახელება ეროვნებად დაუწერეს კომუნისტმა პად ხალიმმა ისტორიკოსებმა ხმა არ გაიღეს და ქართველი ერი აგებს ბრძოლას ამდენ ლაი ლაიში. 85წლის ბებო.
@magnolia3660
@magnolia3660 21 час назад
Dgevandeli Megrulis cinare enaa kolxuri araa?
@iberopediaGE
@iberopediaGE 21 час назад
@@magnolia3660 ზანური ერქვა იმ ენას, რომლითაც კოლხეთში მეტყველებდნენ.
@iraklikhvadagiani-yd4xs
@iraklikhvadagiani-yd4xs 22 часа назад
100% ხართ მაგის შესახებ დეტალურად ყვება ყველა დროის უდიდესი ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე...!!!
@GigaTordinava-d8l
@GigaTordinava-d8l День назад
ჯგირიე...
@MaxoKartozia
@MaxoKartozia День назад
👍👍👍👍👍👍👍👀
@РоманХантадзе-ъ5э
Сцори хар дзмао, арис масетеби афсуеби, асеве чвентан московши ариан Исети картвелеби, ромлебиц амбобс схваган ме Абхази варо , роца картвелс шехвдеба, амбобс картвели варо.
@GiaBaramia
@GiaBaramia День назад
გეთანხმები, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ვისაც არ ჯერა ცივი წყალი დალიოს....
@GiaBaramia
@GiaBaramia День назад
წარმატებები,კარგ ადამიანს ერთად გავიმარჯვებთ....
@iberopediaGE
@iberopediaGE День назад
დიდი მადლობა!
@GTS10000000
@GTS10000000 День назад
ძალიან საჭირო კვლევაა ჩატარებული, ველოდებით სხვა მსგავს ვიდეოებს, წარმატებები!!!
@РаминПхаладзе
@РаминПхаладзе 2 дня назад
ღმერთმა სულჯამრთელა გამყოფოს ძმაო
@kakhabermikeltadze8193
@kakhabermikeltadze8193 2 дня назад
ზანური ენა რომელია? ანუ გამქრალი ენაა?
@iberopediaGE
@iberopediaGE 2 дня назад
დიახ, გამქრალი ენაა. იხილეთ სქემა: ru-vid.comUgkxT11m1R-hZaoofj6-sHqfv1OTZ_y0t61Z?si=u8_1bDZqHM4uMQXT
@kakhabermikeltadze8193
@kakhabermikeltadze8193 11 часов назад
@@iberopediaGE რა ხელმოსაკიდი დოკუმენტი, საბუთი გვაძლევს მაგის მტკიცების საშუალებას? ნუთუ ცალკეული სიტყვებიც არ არის შემორჩენილი? ან ტოპონიმიკაში მაინც, ან ჰიდრონიმიკაში?
@kakhabermikeltadze8193
@kakhabermikeltadze8193 10 часов назад
@@iberopediaGE თანაც, შერვაშიძეების შესახებ ცნობილია, რომ შირვანშახებისგან მოდიან. შირვანშახების ქართველობა კი დიდად საეჭვოა.
@temurpipia5236
@temurpipia5236 2 дня назад
კარგია
@iberopediaGE
@iberopediaGE 2 дня назад
მადლობა!
@temurpipia5236
@temurpipia5236 2 дня назад
კარგია!
@medeadzigua4552
@medeadzigua4552 2 дня назад
მადლობა,იცით ყველა იმ შეკითხვას გაეცით პასუხი,რომელიც ბავშვობიდან მღრღნიდა და მაწუხებდა❤❤❤
@ბაგრატმამასახლისი
აფშილ-აბაზგები, თქვენი აზრით ქართველები იყვნენ?
@iberopediaGE
@iberopediaGE 3 дня назад
@@ბაგრატმამასახლისი არავითარი ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს, რომ ასე არ ვიფიქროთ. ასოთშეთანხმება აფს და აფშ-ზეა ჩაჭიდებული მთელი ეს აფსუური თეორია, უფრო სწორად თეორიის პაროდია, არადა აფს წინსართი გამოიყენება სვანურში და საერთოდ, სვანური და მეგრული ენები ადეკვატურად და ლოგიკურად ხსნიან როგორც აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილებას, ისე ძველი აფხაზების ქართველობას. თუ ვინმე ტოპონიმებისკენ თითს გაიშვერს, მაგაშიც ცუდად წაუვა საქმე, რადგან ახლანდელი ტოპონიმების 99% გვიანდელი დარქმეულია, რომლის ქვეშაც ძველი სვანური და მეგრული ტოპონიმები იმალება. ეს ძირძველი ტოპონიმები თავის დროზე ამოქექა პავლე ინგოროყვამ. ამიტომ სძულთ იგი თანაბრად როგორც აფსუა ისე აფსუების დამქაშ ქართველ ისტორიკოსებს.
@ВартанВартанян-д7п
გმადლობთ,ძალიან საინტერესოა,სიმართლე შუქს ასხივებს.გაიხარეთ!❤
@georgegabelia1428
@georgegabelia1428 3 дня назад
ბ-ნ ვაჟას ნამდვილად ძალიან დიდი ენერგია და დრო აქვს დახარჯული, სრულიან უანგაროდ, ამ ფაქტების მოძიებისა და დასაბუთებისათვის. სამწუხაროდ არავინ არ გააგრძელა მისი საქმე და არავინ ბოლომდე არ გამოიტანა სიმართლე საერო სამშჯავროზე, 31 წლის განმავლობაში უამრავი თვითმხილველი გარდაიცვალა, რამოდენიმე თაობა შეიცვალა და ვინ იცის კიდევ რამდენი დანაშაული დარჩა აღუწერელი და დავიწყებული. თქვენ განსაკუთრებული მადლობა, რომ ამ საქმეს მოკიდეთ ხელი და დღევანდელ თაობას ახსენებთ ისტორიულ ფაქტებს სწორი განმარტებებით,დასაბუთებით და მიუკერძოებლად!!! ასე ნეტავ სკოლებში ასწავლიდნენ ისტორიის ვაი მასწავლებლები ბავშვებს ჩვენს წარსულს!!! დიდი მადლობა !!!!უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
@matekardava2857
@matekardava2857 3 дня назад
რომელი მეგრელი იძახის ქართველი არ ვარო სად გაიგონეთ? თქვენ ალბათ იური ღვინჯილიას მოუსმინეთ და მაგი დაიხვიეთ, ვიღაცა რომ ამბობს ნაპოლეონი ვარო ისიც ასე სერიოზულად უნდა მივიღოთ, როგორც თქვენ ღებულობთ ერთი კაცის ნათქვამს? და ისე წარმოაჩენთ, თითქოს ნახევარი სამეგრელო იძახდეს ქართველი არ ვარო
@iberopediaGE
@iberopediaGE 3 дня назад
ვო, მათე! ჯერ ერთი, მოსმენილი სწორად ვერ გაიგეთ როგირც ჩანს, თორემ მეგრელების არაქართველებად წარმოჩენას მე არ დამაბრალებდით. მეორე, მოითმინეთ ცოტა ხანი და აქვე გეწვევიან "სად გაიგონეთ" მეგრელები )) და ბოლოს, სირაქლემას პოზაში დგომა არასდროს არ არის სასარგებლო. თავი იმშვიდო, რომ ასეთი დაცურებული აზროვნების ადამიანები ერთეულებია და ამინდს ვერ ქმნიან, საქმეს ვერ უშველის. მით უმეტეს, ვერ უშველის საქმეს იმათთან კინკლაობა, ვინც ამ შეგნებულ თუ შეუგნებელ მავნებლებს ამხელს. ასე რომ ფოკუსი გაასწორეთ და ისრები სწორი მიმართულებით მიმართეთ.
@TsiskaraTsiskarishvili
@TsiskaraTsiskarishvili 3 дня назад
კარგად დაიმახსოვრეთ, თუშები და თუშების მონათესავე ხალხები ვართ, კავკასიაში პირველბინადარნი! ყველა დანარჩენი ხართ შემდგომ მოსულნი. რაც შეეხება კოლხებს; კოლხები თუშების მონათესავე ხალხი გახლდათ, თუმცა კოლხეთი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კავკასიაში უკვე ბინადრობდნენ თუშები, უკაცრიელი ანუ დაუსახლებელი ტერიტორია გახლდათ. მიზეზი გახლდათ, ბუნებრივი პირობები, კოლხეთი ადრეულ ეპოქაში, წარმოადგენდა წყლით დატბორილ და დაჭაობებულ სივრცეს, სწორედ ამის გამო დაუსახლებელ სივრცეს. რაც შეეხება, აქ დასმულ კითხვას, მესხების შესახებ. დაღესტნელები თუშებს მოსოხებად მოიხსენიებენ. ასე რომ, თუშებს ვერავინ წაგვართმევს პირველკავკასიელობას.
@rusa85
@rusa85 4 дня назад
მეგრული და სვანური ენები არის ენა და არა კუთხური რასაც ბევრი ვერ ხვდება უცოდინრობის გამო...ანუ ეს არის პროტო ქართველური ენები, რომლებიც საბედნიეროდ შემოინახა ისევ მეგრელ- სვანებმა ❤..და რაც შეეხება რუსეთს - საუბედუროდ ყველაზე დიდი ცოდვა ქართველების და საქართველოს წინაშე ყველაზე დიდი ცოდვა მიუძღვის,რომელსაც ვერასოდეს ვერ მოინანიებს
@sosomamaladze
@sosomamaladze 4 дня назад
ვინაიდან კოლხეთის სამეფოსსახელმწიფოებრიობის დამამტკიცებელი საბუთია ფულის არსებობა და მისი სახელია კოლხური თეთრი!, უნდა ვიგულისხმოდ რომ სახელმწიფო ენაც იგივე ენა იქნებოდა რა ენაზეც დაერქვა სახელი ფულის ერთეულს! რამდენადაც სამწუხარო უნდა იყოს ჩემი აზრი ზოგიერთი თეორეტიკოსებისთვის, ფაქტი ჯიუტია! შინაგანი სისტემით მეგრული სვანური და ქართული და ზოგადად კავკასიურიენების უმეტესი ნაწილი ერთი სისტემით არის შექმნილი და ამ ენებში უდიდესი მარგალიტებია კიბერნეტიკულ- მათემატიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით! მოიძიეთ შალვა ლელაშვილის ნაშრომი: ქართულ იბერიულ კავკასიური ენების კიბერნეტიკულ- მათემატიკური შესაძლებლები! ზოგადად ძალიან აქტუალურ თემებს ეხებით ! დიდი მადლობა! 40:22
@sosomamaladze
@sosomamaladze 4 дня назад
იქნებ მიპასუხოთ!?
@NFromtheWest
@NFromtheWest 4 дня назад
შარვაშიძეები იყვნენ აფხაზეთის მფლობელი მთავრები მე 10 ე საუკუნიდან 1864 წლამდე .იქნებ აგვიხსნათ როგორ იყვნენ ისინი მფლობელი მთავრები აფხაზეთის მე16 ე საუკუნემდე და მერე ... მე ვიცნობ ნიკოლოზ შარვაშიძეს მთავრების შთამომავალი (რეალური ლეგიტიმური ხაზი იყო 1810 წლამდე ) ის ტეხასის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია მასზე უკეთსად აფხაზეთის ისტორია არავინ იცის შეეკითხეთ და გვეტყვის ვინაა აფსუა და ვინ აფხაზი
@westkolx
@westkolx 4 дня назад
გვარგადაკეთებული სომხები,არიან "ქართველები"... @amiranrusia9728 მეგრელებს რო ვერ იტანენ... მიზეზი?- ვერ ატყუებენ...
@GiaBaramia
@GiaBaramia 4 дня назад
აფსოლუტურად გეთანხმები, ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ....
@merabgagua7475
@merabgagua7475 5 дней назад
გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას
@illiyaiashvili4418
@illiyaiashvili4418 5 дней назад
Isini arian nabozvrebi gadaketebuli gvarebit vitom qartvelebi magenis deda ixmra rusis gorebma.
@iliakartsivadze796
@iliakartsivadze796 5 дней назад
გამსახურდიას არ ვასამართლებთ თანამემამულენო ბოდიშ-ბოდიშ? არაა შორს ის დღე როცა შარვაშოვები,ანჩაბოვები,აბაშოვები,ციციანოვები და აშ რომ გაჩნდება,ჩინმენდლიანები.რავა წარმოუდგენელი ხომ არ ჰგონია ვინმეს?აგერ ახლა არ იყო?
@giorgitolordava4769
@giorgitolordava4769 5 дней назад
Ჟიული შარტავა
@LiaTurqishvili
@LiaTurqishvili 5 дней назад
შენ გაიხარე ძმაო, უკვე ყბები დამეღალა, მაგის მტკიცებით
@alexandreedisherashvili9710
@alexandreedisherashvili9710 5 дней назад
💯