Am Dm მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის C E ქალწულებივით ხიდიდან ფენა. Am. Dm მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის C E და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! რითმი: დაბლა დაბლა მაღლა დაბლა მაღლა, მარტივი რითმია. :))
მელოდია კარგია, მისამღერი აქვს ძალიან ბანალური, თან ამ შედევრის ფონზე მით უმეტეს ბანალური ჩანს...მისამღერად იმავე ლექსის შემოკლებული, შეიძლება ცოტათი შეცვლილი სტრიქონი აჯობებდა ჩემი აზრით, ან გალაკტიონის სხვა ლექსიდან ამოღებული.
Что за херню вы несете какой Давид какой грузин или лишь бы свое доказать это Исмаил Коркмазов из КЧР кто не верит можете вбить это имя и увидите а автор не хер раз не знаешь кто это значит не ставь видос сначала узнай кто а потом ставь
бля нацызм это плохо в натуре какая разница мы не обьязяны же чтоб делиться ведь у нас есть язык мы сможем по говорить и понять я люблю все нации всех людей и чту свою пусть Аллах прастит тех кто иначе думает Аллах Акбар