ვაზს შევხვდი თურქთა მიწაზე, ხმის ამოღებას ცდილობდა, ო, როგორ ვერ მოვისაზრე, კლავდა ქართული ჭრილობა. ვამტვრევდი ენას უცხოურს, ვხარჯე, მარაგი რაც მქონდა, არადა, თურმე ბეჩავი ქართულად ლაპარაკობდა. ვზივარ უცხოეთს, ვქვითინებ, თითქოს და ქრისტე მენახოს, - შენი ცრემლების ჭირიმე, ჯვარზე გაკრულო ვენახო! მორის ფოცხიშვილი - ისევ ქართული ჭრილობა