მელოMoney - ეს არის პომპეზური მუსიკალური გეიმ შოუ, რომელშიც გართობის თითქმის ყველა ფორმაა გაერთიანებული -- სიმღერა, ცეკვა, თამაში, იუმორი და კურიოზული მომენტები ... ეს არის თამაში, რომელშიც გამარჯვებული მუსიკალური სმენის, ზოგადი განათლების და ასევე ინტუიციის ხარჯზე ვლინდება . პარალელურად კი მონაწილეებთან ერთად მღერის ყველა ! დარბაზში მჯდომი პუბლიკა და მაყურებელი ტელეეკრანის წინ -- ეკრანზე მორბენალი კარაოკეს დახმარებით