ხედავ გიხმობენ ყვავილები, მოციქულნი გაზაფხულისა. გამოდი, სახლში დაიღლები ნეტავი ვინ გაგაგულისა? რადა ხარ ასე უკარება? რად გიყვარს მოყვასის ზიანი? გამოდი, გამოდი, გამოდი. გამოდი, დარია მზიანი შენ გელი დარში და ავდარში შენ გელი სუსხიან ზამთარში რადა მკლავ ლოდინით, რა მოგდის? გამოდი, გამოდიი… ცას შენი თვალების ფერი აქვს შენ ჩემო უფრთებო ფერია ეგებ ეს მზეც შენთვის ამოდის გამოდი, გამოდი…