Тёмный

არჩევნების და რეფერენდუმის შედეგები მოლდოვაში 

პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Просмотров 150
50% 1

მოლდოვამ პირველ ტურში პრეზიდენტი ვერ აირჩია.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მეორე ტურში ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუპირისპირდება. მაია სანდუს მეორე ადგილზე სწორედ „სოციალისტური პარტიის“ მიერ მხარდაჭერილი ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოგლო მოსდევს. არჩევნების მიმართ საერთაშორისო ინტერესს ზრდიდა კენჭისყრის პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმიც, რომელსაც ქვეყნის საგარეო მიზნად ევროინტეგრაციის დასახვა საკონტიტუციო დონეზე უნდა გადაეწყვიტა. მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებები შევა, თუმცა შედეგები არცთუ დამაჯერებელია. ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას რეფერენდუმში მონაწილეთა მხოლოდ 50,46% უჭერს მხარს, 49,54% კი - წინააღმდეგია.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან რამდენიმე პრორუსული ინტერესების გამტარებლად მიიჩნევა. პირველი ტურის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი და ევროკავშირი არჩევნებში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევაზე, ჰიბრიდულ ტაქტიკაზე, დაშინების კამპანიაზე და ხმების მასშტაბურ მოსყიდვაზე მიუთითებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Опубликовано:

 

21 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
What’s your height?🩷🙀💚
00:59
Просмотров 3,4 млн