Тёмный

ბარცხანის, ბნზ-სა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლები პლაჟის გარეშე დარჩნენ 

The Ajara Times
Подписаться 275
Просмотров 2 тыс.
50% 1

ბარცხანის, ბნზ-სა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლები პლაჟის გარეშე დარჩნენ. ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო, სანაპიროზე ბანაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.
ადგილობრივები „აჭარა თაიმსს“ უყვებიან, რომ ზღვაში ქვიშის ჩაყრის შედეგად, წლების წინ, ზღვის ფსკერზე დალექილი ნავთობი ამოტივტივდა, გარდა ამისა, დიდი ზომის ლოდების ჩაყრის გამო, ბანაობას ვერ ახერხებენ.
დასახლებებში მცხოვრებლებმა დღემდე არც ის იციან, შეძლებენ თუ არა სანაპიროთი სარგებლობას მას შემდეგ, რაც ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დასრულდება.
8 ქუჩის, 1500-ზე მეტი ოჯახი ბათუმის მერიისგან წერილობითი გარანტიების მიღებას ითხოვს. ერთ თვეზე მეტია მოსახლეობა თვითმმართველობისგან განცხადებაზე პასუხს ელოდება.
„გთხოვთ სანაპიროზე დაგვიტოვოთ 10 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც ბანაობას შევძლებთ,“ - წერია განცხადებაში, რომელსაც 1500 ადგილობრივი აწერს ხელს.

Спорт

Опубликовано:

 

7 июл 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 4   
@user-up6vk1yt1d
@user-up6vk1yt1d 6 дней назад
ხელოვნური კუნძული შენდება დუბაის მსგავსი
@mindiatsintsadze5695
@mindiatsintsadze5695 10 дней назад
და ქედელებს რომ საერთოდ არააქვთ ზღვა რაქნან მთავრობას დააბრალონ? )))
@User-fo3vi
@User-fo3vi 11 дней назад
რატომ მერე რა ხდება
Далее