საინტერესო თემებს რა გამოლევს,4 ენაზე ვისმენ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით გარჩეული "მახენჯოდარო". მახარებს,რომ RU-vid-ს სულ უფრო მეტი და მეტი ქართული კონტენტი აფერადებს. ბევრი რა თქმა უნდა იბრალებს და ლაპარაკიც კი არ შეუძლია გრამატიკულად რომ გამართოს ,მაგრამ არაუშავს)). თქვენ კი უდაოდ ღირსეულ ლიდერებში გხედავთ. გმადლობთ!🙏🇬🇪👍✌️
მივესალმები ყველას..ჩემი აზრით როცა დუმხარ იქ რაღაცას მალავ, როცა რაიმე ქმედება უცაბედად ხდება,იმდენად ემოციურია რომ ,ვერც გაჩუმდები და ცდილობ ასჯერ მოუყვე და დეტალურად გაიხსნო ყველაფერი. (მალავს ქალბატონი აშკარად რაღაცას)მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის ❤❤❤
უზომოდ საინტერესოა თქვენი თხრობის მანერა და შერჩეული თემებიც.იმდენად საინტერესო მთხორბელი ხართ,რომ მცირე მონაკვეთი ჯ.ბაირონის ცხოვრებიდან იმდენად კარგად აღწერეთ,რომ მგონია მწერალთა და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაზეც საინტერესო ვიდეოები გამოგივათ
ძალიან დიდი მადლობა ბ-ნო ვასილ,საინტერესო ამბებს საოცრად გადმოსცემთ,როგორი დახვეწილი საუბრის მანერა გაქვთ.დიდი ხანი არ არის რაც აღმოვაჩინე თქვენი ვიდეოები და უკვე უდიდესი სიამოვნებით გისმენთ.
პირველივე წუთიდან აზრად მომივიდა ულტრაბგერების არსებობა და ამის შედეგად გამოწვეული ჰალუცინაციები,თუმცა ძალიან უცნაურია ყველაფერი.უღმესი მადლობა ამ საიბტერისო ამბებისთვის🙏
ბატონო ვასილ, საინტერესო იქნება თქვენი შეფასება და აზრი ზურმუხტის ფილების შესახებ. ვფიქრობ თქვენი მეცნიერული ანალიზი ამ საკითხთან მიმართებით მსენელისთვის საინტერესო იქნება. მადლობა თქვენ საინტერესო კონტენტისთვის.
1000 გვერდია სადსც მაგ თემაზე არის საუბარი და ყველგან ერთი და იგივეს ლაპარაკობენ, ზედმეტად გაცვეთილი და მოსაწყენი თემაა იმიტომ რომ ყველა ვიდეო ერთნაირი გამოფოს მაინც, ბიბლის ციტატები, სახარბები, წინასწარმეტყველები და ვსო ესაა ასე რომ იმედია არა
ბატონო ვასილ მე ვარ ყაზბეგიდან მოკლედ შევედით თრუსოს ხეობაში ანუ დასაწყისში სილის წამოსაღებად ზილით ზღვის დონიდან 800 მეტრია სოფ შევარდენი სილის აკიდება ბარებით რომ დავიწყეთ აკიდება ჟუნუნა წვიმა წამოვიდა ეს მოწითალო სილა დასველდა ერთერთი მთის ქედია წვიმა რომ შეწყდა მანქანის საბურავები და ჩვენ აბსოლიტურად 5 6 კაცს ფოსფორის ფერში ვიყავით იქიდან გამოსვლის მერე გაქრა ბატონო ვასილ უკვე ,20 წელი გავიდა მის მერე და დღემდე მაინტერესებს რას უნდა გამოსწვიაა.???????
მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეოსთვის❤ დიატლოვის ვიდეოზე დავაკომენტარე და ახლაც იმ აზრზე ვარ, სანამ რუსეთი ამ ფორმით იარსებებს მანამ არ გაირკვევა სიმართლე მსგავს ამბებზე. ამ ისტორიაშიც და დიატლოვის ისტორიაშიც ჩემი აზრით ყველაზე საეჭვო და საკვანძო დეტალი ამბის გასაიდუმლოებაა. მესმის რომ ეს მიღებული პრაქტიკა იყო მაგრამ უმიზეზოდ არაფერს აკეთებდნენ
ბატონო ვასილ, პირველ რიგში გიხდით უდიდეს მადლობას ასეთი საინტერესო ვიდეოებისათვის და ამავე დროს გამოვთქვამ სურვილს, სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან დანაკილის და დალოლის შესახებ ინფორმაციას, რატომ არის სახიფათო და ტოქსიკური, რა პროცესები მიმდინარეობს, ძალიან მომხიბვლელი ადგილია ტურისტებისთვის და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. თანაც ახლა დაემთხვა რომ ქართველი მოგზაური სოსოც ამ ადგილზე იმყოფება და ძალიან დამაინტერესა როცა ეს გასაოცარი კადრები ვნახე.
მე მაინც ინტოქსიკაციის ვერსიას ვემხრობი, ამ გოგონას კი უბრალოდ გაუმართლა, თუმცა რაღაც დონეზე მასაც ქონდა გონების დაბინდვა, რაც შეეხება დაძინებას, განსაკუთრებით ძლიერი სტრესის ფონზე ასეთი რეაქციაც ცნობილია. უღრმესი მადლობა, ბატონო ვასილ ❤
გამარჯობა ბატონო ვასილ, თხოვნა მექნება თქვენთან თუ შეიძლება შემდეგი ვიდეო მიუძღვნათ ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებას, ზოგადად საკაცობრიო ერთერთი დიდი კითხვის ნიშანია ასევთქვათ და ძალიან საინტერესო იქნება შესაბამისად და დარწმუნებული ვარ საინტერესო ინფორმაციის მოძიებას და გადმოცემას შეძლეთ თუ რათმაუნდა ეს თქვენს გეგმებს არ შეუქმნის რაიმე პრობლემას, წინაწარ მადლობა ყურადღებისთვის, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ :)
დიდი მადლობა ბატონო ვასილ❤ნამდვილად საინტერესო ისტორიაა უამრავ კითხვის ნიშანს მოიცავს...არა მგონია ამ გოგონამ რამე თქვას, და არც მარტო მგონია, რომ იყო🫥
გამარჯობათ ძალიან დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო თემააა და მადლობა ამისთვის ..ჩემი აზრით მოწამლვლაა ტრაგედიის მიზეზი და რით ეგ გაურკვეველია შეიძლება მოწამვლის მიზეზიბსამივეერთად იყოს მოკლეთ აქაც ბევრი რამააა აუხსნელი. მადლობა შრომისთვის
ბატონო ვასილ, დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და ასეთი საინტერესო ვიდეოების მომზადებისთვის! იქნებ ბერმუდის სამკუთხედის შესახებ მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული ტრაგიკული ექსპედიციების შესახებ.
ვფიქრობ თქვენი ვიდეოების პოპულარობა დღითი დღე გაიზრდება, ამის ,,საიდუმლო”კი იმაშია, რომ ცდილობთ ყოველი საკითხი იყოს არგუმენტირებული, ამ ინფორმაციულ ქაოსში სანდოობის შეგრძნება ჩემთვის პირადად პრიორიტეტულია. გისმენთ და არ მაქვს იმის განცდა, რომ რაიმეს ჰაერიდან მოტანილს მოვისმენ ან უსაფუძვლო-უარგუმენტოს. გგულშემატკივრობთ 🙌🏽