Тёмный

გაზიფიცირების სამუშაოები აჭარაში 

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.
ამჟამად გაზიფიცირების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაჭახლისპირში, სინდიეთში, აჭარისაღმართში, ქვედა ჩხუტუნეთსა და ჩიქუნეთში მიმდინარეობს, სადაც ჯამურად აშენდება 65,565 გრძივი მეტრი გაზსადენი, 360 ადგილობრივ აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

Опубликовано:

 

18 июн 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее