სამწუხაროდ, რატომღაც ასეთი ტრადიციაა, თუნდაც აფხაზეთში, რომ ჭირისუფალი თავისი მიცვალებულის საფლავში ჩასვენებას არ ელოდება, გამოემშვიდობება, ზურგს შეაქცევს და მიდის უკანმოუხედავად. საიდან იღებს ასეთი წესი სათავეს, სრულიად გაუგებარია, მაგრამ ასეა. არის ასევე ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი წესი, რომელიც ქალიშვილის გათხოვებას ეხება. მშობლებს არ აქვთ უფლება, გაჰყვეს ოჯახიდან ქორწილით გათხოვილ ქალიშვილს და ამ დაუვიწყარ ზეიმში მიიღოს მონაწილეობა, არადა მშობლებზე მეტად ვინ უნდა გაიხაროს, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა შვილის საზეიმო წვეულებაზე, რომელიც სიძის ოჯახში გრძელდება? დროა უარი ეთქვას ამ მავნე ტრადიციებს და ბოლომდე გავაკეთოთ ერთიც და მეორე საქმეც. რაც შეეხება მესაფლავის პროფესიას, ერთობ დასაფასებელი და საპატივცემლოა, მადლობა თითოელს, ვინც სამუდამო ბინის მიჩენაში იღებს მონაწილეობას და მადლობა პირადად ნოეს ამ მიჰნებისათვის.🙏❤