სიმღერა | მერაბ სეფაშვილი
მუსიკის ავტორი | არტურ გრიგორიაინი
ტექსტი | ირინა სანიკიძე
ვერსია | გელა გნოლიძე
სიმღერის ტექსტი:
ვხედავ ჩუმად ჩავიდა მზე,
წაიღო სინათლე და სხივი ოცნების
ნეტავ ახლა რას ფიქრობ შენ
რატომღაც მიდიხარ რატომღაც გშორდები
რატომღაც გშორდები (მშორდები)
ცხოვრება სულ ერთი ლამაზი წამია
მე კი მარტოობამ დამღალა ძალიან
ამ სულში ავდარია და ფიქრებს აწვალებს ქარი
ჩვენი განშორება ნისლების ფერია
უშენოდ დღეები არაფერს ელიან
შენი დავიწყება ძალიან ძნელია ძნელი
ქარი ტირის სიყვარულზე
რაღაცა მთავრდება მზე ჩუმად ჩავიდა
ღამის ბინდი დაფარავს გზებს
და უკვე ვერაფერს დავიწყებ თავიდან
დავიწყებ თავიდან
ცხოვრება სულ ერთი ლამაზი წამია
მე კი მარტოობამ დამღალა ძალიან
ამ სულში ავდარია და ფიქრებს აწვალებს ქარი
ჩვენი განშორება ნისლების ფერია
უშენოდ დღეები არაფერს ელიან
შენი დავიწყება ძალიან ძნელია ძნელი
#ღამისშოუსბენდი #ნისლისფერიგანშორება
© Teleimedi LLC 2021
16 сен 2024