Тёмный

გელა დაიაური - შენ ჭერქვეშ სტუმრობა 

Giorgi Rostiashvili
Подписаться 78
Просмотров 43 тыс.
50% 1

შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურს
გვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,
თანაბრად გვიღიმი,სტუმრებს კი ესე გვსურს
ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.
დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ
დავსხდებით რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,
უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს
მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.
ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა
დავქრივართ,შენ გვიმზერ ღიმილის მხატავი,
ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად
მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.
როდესაც მნათობი შუა ცას დალახავს
შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,
მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ : ,,ალაჰო,
ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე."
ჩვენ ვრჩებით, ღვთის ნაცვლად ვარ შენზე მლოცველი
და აი,თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,
გონს როცა მოვედით თვალგანაოცები
ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები..
ერთბაშდ შეიკრეს თავები ჩალმითა
შესხდნენ და გაქუსლეს,მერნები ქარული,
აწ,ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა
ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი..
გაბრიელ ჯაბუშანური

Опубликовано:

 

30 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 2   
Далее
imeda beruashvili- pshavlebi.MP4
4:55
Просмотров 66 тыс.
Sultan Borchashvili - Gafrindi
3:12
Просмотров 639 тыс.
ეს მთვარე
4:31
Просмотров 156 тыс.
imeda beruashvili - .....MP4
4:12
Просмотров 11 тыс.
Tamara-_-Sultan Borchashvili
3:22
Просмотров 309 тыс.