Тёмный

გურამ საღარაძე - მზე ამოდიოდა 

Georgian MONTY
Подписаться 1,2 тыс.
Просмотров 36 тыс.
50% 1

მუხრან მაჭავარიანის ლექსს კითხულობს გურამ საღარაძე
--------------
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო --
ქვევრიდან
ხაპში --
ხაპიდან
დოქში --
დოქიდან
ჯამში --
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა --
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც --
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს --
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს --
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს --
სულხანის ნაქონი სისხლით --
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და...
იოარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

Опубликовано:

 

18 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 10   
@proplyer
@proplyer 3 года назад
ჩემი საყვარელი ლექსია
@patikldiashvili5890
@patikldiashvili5890 Год назад
სასწაულია!!!
@user-ej7rr9iv1w
@user-ej7rr9iv1w 10 месяцев назад
🥰💥
@anatofuridze5361
@anatofuridze5361 7 лет назад
მაგარი ლექსია
@საახალწლოფილმები-წ9ტ
მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას სციოდა, _ და დრო გადიოდა. ვითარცა ღვინო _ ქვევრიდან ხაპში _ ხაპიდან დოქში _ დოქიდან ჯამში _ ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში. გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა _ და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი. გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ. და... მიუხედავად ამისა, მაინც _ გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული... და დღეს _ შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს _ ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს - სულხანის ნაქონი სისხლით, თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
@nairamakatsaria372
@nairamakatsaria372 2 года назад
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
@ცამეტიაშჩ
@ცამეტიაშჩ 7 лет назад
@ekaekusha
@ekaekusha 4 года назад
💛💜❤️
@fridoniananidze2368
@fridoniananidze2368 2 года назад
ნიკა ვარ
@Зураб-р6л
@Зураб-р6л 2 года назад
ქართული სიტყვა არაა ,,ხაპი'' , და ამიტომაც მიადგით, ,,ტრაპი''.
Далее
GIANT Gummy Worm Pt.6 #shorts
00:46
Просмотров 13 млн