ისტორიიდან იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია, ისტორიას კი წარსულად უსაფუძვლო თვითიმედოვნების მქონენი მოიხსენიებენ, რეალისტებმა კი ვიცით, რომ ისტორია ეს მომავალია, რადგან ცისქვეშეთში არაფერია ახალი, ყოველივე კარგად დავიწყებული ძველია. ისტორია არ იცვლება, ეს დეჟავიუა, იცვლება მხოლოდ პერსონაჟები, სახელები და გვარები, სცენარი და სიუჟეტი იგივეა.