"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის გურჯაანის სპორტკომპლექსში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა პარტიის წევრებთან ერთად გურჯაანში სხვადასხვა ობიექტი მოინახულა. მას თან ახლდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი. "ნაციონალები" ჟურნალისტებთან ერთად პირველ რიგში გურჯაანის სპორტკომპლექსს ეწვივნენ, დაათვალიერეს და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
20 апр 2015