Тёмный

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა 

თავდაცვის სამინისტრო
Просмотров 439
50% 1

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ეწვია. სტუმრებთან ერთად, აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდნენ. მათ ლექციაზე უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს. სტუმრებმა იუნკერების შეკითხვებსაც უპასუხეს. თავდაცვის მინისტრმა სასწავლო დაწესებულების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და იუნკერებს წარმატებები უსურვა.
ლექციის დაწყებამდე, სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. მათ დაათვალიერეს საცხოვრებელი ყაზარმები, დისტანციური სწავლების ცენტრი, სასწავლო ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და ლაზარეთი, ასევე, იუნკერებისთვის განკუთვნილი რეკრეაციული და სპორტული სივრცეები.
ვიზიტის დასასრულს, დეპუტატებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასადილოში იუნკერებთან ერთად ისადილეს.

Опубликовано:

 

8 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
Пришёл к другу на ночёвку 😂
01:00
Прохожу маску ЭМОЦИИ🙀 #юмор
00:59