Тёмный

ექიმის ბიო-მარანი - გზა ექიმობიდან მეღვინეობამდე 

SPEQTRI
Подписаться 1,2 тыс.
Просмотров 717
50% 1

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია, თავის მეუღლესთან, ანგიოლოგ თემურ რუაძესთან ერთად რამდენიმე წელია, რაც ბიოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებითა და მისი ექსპორტით დაინტერესდა.
ექიმებმა მარნის დაარსება 2016 წელს, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათთან თანასოფლელი მივიდა მათგან მიწის ნაკვეთის შესყიდვის სურვილით. აღმოჩნდა, რომ „ფაფრის ველის“ მიკროზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, ოჯახს მემკვიდრეობით ერგო, თუმცა ამის შესახებ არავის ახსოვდა. ასე გახდა 15 წლის დავიწყებული ნაკვეთი ვენახების გაშენებისა და „ექიმის ბიო-მარანის“ დაარსების საფუძველი.
„იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე და მეც ვართ პროფესიით ექიმები, ვიფიქრეთ, რომ დასახელებაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სიტყვა- ექიმი. ჩვენი იდეა, დიდი ხნის მსჯელობის შედეგად, დავხვეწეთ და, საბოლოოდ, დავარქვით ექიმის ბიო-მარანი,“- ყვება SPEQTRI.GE-სთან მარიეტა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, „ექიმის ბიო-მარანის“ ღვინო უკვე გავიდა იაპონიაში. როგორც მარიეტა გვიყვება, მოლაპარაკებები სხვა უცხოელ ექსპორტიორებთანაც დაწყებულია და უახლოეს მომავალში „ექიმის ღვინოს“ სხვა ქვეყნებშიც გაიცნობენ.

Опубликовано:

 

28 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее