Тёмный

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე - საუბრები თეატრზე - მე-12 გადაცემა 

ACADEMICA
Подписаться 295
Просмотров 1
50% 1

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე გვესაუბრება თეატრის ისტორიის შესახებ.
მეხუთე გადაცემაში შევეხებით საკითხებს:
რა მოეთხოვება რეჟისორს?
#განათლება #explication #მიშათუმანიშვილის თეატრი
მსახიობი და რეჟისორი ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე დაიბადა 1942 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში. 1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიური), 1971 წელს - თბილისის თეატრალური ინსტიტუტი (სარეჟისორო).მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. იყო ჯერ ბათუმის, შემდეგ ქუთაისის ოპერის, მერე კი მუსკომედიისა და გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი. 1980-იან წლებში შექმნა საკუთარი თეატრი - „ექო“, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც დაასაქმა. ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი, სადაც სცენაზე იდგნენ სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობები და თავისი თამაშით აოცებდნენ მაყურებელს.საქართველოში ცხოვრების პერიოდში ლალი ნიკოლაძე მონაწილეობდა კინოფილმებში: „მოლანდება“ (1975), „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“, „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984, ორივე), „მოდი ვილაპარაკოთ“ (1986), „ტურანდოტი“ (1989), „ლოლიტა“ (1991). მის მიერ დადგმულია სპექტაკლები, ოპერეტები: ვ. აზარაშვილი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (1983, პრემიერა), რ. კემულარია „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (1983, პრემიერა), გ. ჩლაიძე „ღვთაებრივი კომედია“ (1983, გ. ქარცივაძესთან ერთად), რ. ხორავა „რწყილი და ჭიანჭველა“ (1981), ა. ჩიმაკაძე „მაია წყნეთელი“ (1985); ოპერები: გ. ჩლაიძე „დარისპანის გასაჭირი“ (1977, პრემიერა ქუთაისში); პუჩინი „ტოსკა“ (ქუთაისი), ი. მეიტუსი „ახალგაზრდა გვარდია“ (1977, ქუთაისი) და სხვ.1992 წელს, როცა საქართველოში თეატრისთვის არავის ეცალა, ლალი ნიკოლაძე სამუშაოდ თურქეთში წავიდა. თავდაპირველად ბარში დაიწყო მუშაობა - გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. შემდეგ ტრაპზონის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს.
პირველი პიესა, რომელიც თურქეთის დრამატულ თეატრში თურქულ ენაზე დადგა, „დარისპანის გასაჭირი“ იყო. თურქეთში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 11 წელი იმუშავა ქ. იზმირში მის მიერ გახსნილ სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე; 5 წელი სტამბოლის მალტე-პეს”უნივერსიტეტში თეატრალური კათედრის გამგე იყო; მუშაობდა, აგრეთვეე, ქ. ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე; მის მიერ გამოზრდილი მსახიობები დღეს თურქეთის თეატრისა და კინოს ვარსკვლავები არიან. ასწავლიდა კერძო თეატრალურ სკოლებშიც და სპექტაკლებსაც დგამდა პატარა კერძო თეატრებში.თურქეთშიც დააარსა თეატრი "ექო" სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობებისათვის. ქ. ტრაპზონის ტელევიზიით მიჰყავდა ქართულენოვანი გადაცემები. როგორც მსახიობი მონაწილეობდა თურქულ სერიალებში. 2016 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანულ სახელმწიფო თეატრს ჩაუდგა სათავეში. ლალი ნიკოლაძე ანსამბლ „ნიკოლშოუს“ წევრების მამაა. მის ვაჟებს ხელოვნების სიყვარული მამისგან გამოჰყვათ.
წყარო:
1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბ., 2015. - გვ. 366
2. old.tbiliselebi...
Actor and director Varlam (Lali) Nikoladze was born on July 31, 1942, in In Tbilisi.
In 1964 he graduated from Ivane Javakhishvili Tbilisi State University (philology), in 1971 - Tbilisi Theater Institute (directing). Worked in different theaters of Georgia. He was the main director of the Batumi, then the Kutaisi Opera, and then the Muskomedia and Griboedov theaters. In the 1980s, he created his own theater - "Echo", in which he employed people with disabilities along with professional actors. It was an unprecedented theater in the world, where deaf and blind actors stood on stage and amazed the audience with their performances. In 1992, when nobody was tired of theater in Georgia, Lali Nikoladze went to work in Turkey. At first he started working in a bar - he played the guitar and sang. Then he was invited to the State Theater of Trabzon.The first play that was staged in the Turkish drama theater in Turkish was "Darispan's Tribulation". He worked as a teacher in Turkey: he worked for 11 years in St. at the Theater Faculty of the State University opened by him in Izmir; For 5 years, he was the head of the theater department at Malte-Pes University in Istanbul; worked, see also, St. at the theater faculty of Bilkent University in Ankara; TIn 2016, he returned to Georgia and headed the Heydar Aliyev Azerbaijan State Theater in Tbilisi.
გამომცემლობა აკადემიური წიგნი - acad.ge
გამომცემლობის პრიორიტეტია - ქართული სამეცნიერო ლიტერატურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ჩვენ ვზრუნავთ აკადემიური ხარისხის შენარჩუნებაზე - ჩვენი გამოცემული წიგნები გადიან სამეცნიერო სარედაქციო საბჭოს რეცენზირებას.
თქვენ - ქმნით ქართულ მეცნიერებას, ჩვენ - ვუწევთ პოპულარიზაციას!
#acad.ge #აკადემიური წიგნი #თეატრი #театр #theatre #cinema #cinematic #tbilisi #georgia #georgianculture #ნინოღამბაშიძე #turkey #ankara #nikoladze #nikolshow #theater #theaterstück #theaterlife

Опубликовано:

 

8 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
OG Buda - Сабака (A.D.H.D)
02:19
Просмотров 134 тыс.