Тёмный

ვინ და რატომ უნდა გავუშვათ სამსახურიდან? - სანდრო ჯეჯელავა 

flowmaster.online / ფლომასტერი
Подписаться 28 тыс.
Просмотров 11 тыс.
50% 1

flowmaster.online-ის "ლიდერობის" სერიის ვიდეო "ვინ და რატომ უნდა გავუშვათ სამსახურიდან?"
წინა ვიდეოები ნახეთ playlist-ში: www.youtube.com/watch?v=8xWBs...
ყველა ვიდეო სერია flowmaster.online-ის არხზე:
1. ლიდერობა - www.youtube.com/watch?v=8xWBs...
2. ციფრული ბიზნესი - www.youtube.com/watch?v=WdUyq...
3. პროფესიის არჩევა - www.youtube.com/watch?v=AyBCw...
4. წარმატება და პროდუქტიულობა - www.youtube.com/watch?v=7xJSw...
5. ცხოვრების მეორე სერია - www.youtube.com/watch?v=zZ_rz...
6. PMP სერტიფიფიცირება - www.youtube.com/watch?v=Ct73o...
7. ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტები - www.youtube.com/watch?v=VLqve...
8. პროექტის მართვა - www.youtube.com/watch?v=jpZnl...
9. მენეჯმენტი - www.youtube.com/watch?v=J7EGe...
10. დროის მართვა - www.youtube.com/watch?v=EW344...
11. ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა - www.youtube.com/watch?v=fCoPv...

Развлечения

Опубликовано:

 

8 апр 2021

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 34   
@mariammariam6733
@mariammariam6733 11 месяцев назад
ძალიან საჭირო ტრენინგია რაც ახლა მოვისმინე. დიდი მადლობა❤
@sofosgarden
@sofosgarden 2 месяца назад
უღრმესი მადლობა,ძალიან ბევრს ვსწავლობ
@flowmasteronline
@flowmasteronline 2 месяца назад
სოფო, გვახარებს ეს სიტყვები! მადლობა, რომ გვიყურებთ ❤
@ninomachaberidze9183
@ninomachaberidze9183 3 года назад
მადლობა ბატონო სანდრო ძალზედ საინტერესო და სასარგებლო ვიდეოსათვის. 🙏🙏
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ნინო, დიდი მადლობა კომენტარისთვის!
@ketevanabulashvili670
@ketevanabulashvili670 2 года назад
ძალან საინტერესო იყო...დიდი მადლობა!
@flowmasteronline
@flowmasteronline 2 года назад
მადლობა ქეთევან
@nukrikobalia9015
@nukrikobalia9015 3 года назад
მოგესალმებით. ძალიან საინტერესო იყო. ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე რომ ორგანიზაცია აიძულებს პიროვნებას სხვადასხვა გზით თვითონ დაწეროს განცხადება და დატოვოს სამსახური. ალბათ ასე უფრო მარტივი არის ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება.
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ნუკრი, მადლობა კომენტარისთვის! მე რაც ვიცი, ყველგან ასეა, ანუ, თუ გაშვებაზე მიდგა და რამე საშინელება არ ჩაუდენია ადამიანს, ცდილობენ, რომ "თავის ფეხით" წავიდეს. საკანონმდებლოდაც ასეა. თანამშრომლის თვალითაც რომ შევხედოთ, შეიძლება, ამ მიდგომაში, მისთვისაც იყოს ნერვების და დროის ეკონომია.
@magnolia3660
@magnolia3660 5 месяцев назад
magalitad germaniashi tavisit titqmis aravin dacers gatavisuflebaze radgan dzalian negatiuri gavlena aq mis shemdgom dasaqmebaze plus sanam axal samsaxurs ishovis umushewris fuls migebs 65 %misi xelfasis ase Rom tu tviton dacers gantavisuflebaze mashin umushewris fuli 3 tvisa agar miecemaa....rato unda daceros?
@Mariambezh
@Mariambezh 2 года назад
ძალიან კარგია, გასაგებად და საინტერესოდ საუბრობთ ♥️♥️♥️
@flowmasteronline
@flowmasteronline 2 года назад
დიდი მადლობა!
@EtaPiranishvili
@EtaPiranishvili 3 года назад
ბატონო სანდრო, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საგანმანათლებლო სივრცის შექმნისთვის. თანამშრომლის განთავისუფლების ნაწილში სწორად აღნიშენთ, რომ შრომის კოდექსი საკმაოდ მკაცრად არეგულირებს ამ საკითხს და ეს პროცესი მოითხოვს იურისტების ჩართულობას. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სამართლებრივად არასწორად გაშვებული თანამშრომელი ძალიან ძვირი უჯდება ორგანიზაციას, რადგან შეიძლება კომპანიას მოუწიოს გაშვებული თანამშრომლისათვის მთელი იმ პერიოდის შრომის ანაზღაურება, სანამ მიმდინარეობდა (პირობითად) სასამართლო პროცესები. პარალელურად შეიძლება მოუწიოს ამ ადამიანის სამსახურში აღსადგენეად შტატის შექმნა და ა.შ.
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ეთა, დიდი მადლობა კომენტარისთვის და თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის! აბსოლუტურად გეთანხმებით, იურისტების ჩართულობა აუცილებელია, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და რისკები ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, "რა ჯდება" დემოტივირებული და ცუდი თანამშრომლის დატოვება კოლექტივში და მის მიერ სხვა თანამშრომლებზე მავნე ზემოქმედება. ერთი საინტერესო მიდგომა, რომელიც შემხვედრია უცხოეთში, არის თანამშრომლის გათავისუფლება კონკრეტული გუნდიდან და საქმისგან, მისი ფორმალური კონტრაქტის შენარჩუნებით, სანამ ყველა ფორმალობა არ მოგვარდება სრულად. ასეთი თანამშრომელი, ხშირად, მალევე მიდის თავისი სურვილით. ესეც ძვირი მეთოდია, თუმცა, შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, გვიღირდეს
@ninoqebadze2445
@ninoqebadze2445 3 года назад
ისეთი ინფორმაცია მივიღე ყველაფერს თავისი სახელი დავარქვი და არგუმენტირებულად გამიმყარდა მრავალი საკითხი, დიდი მადლობა❤️🙏🤗
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ნინო, მადლობა კომენტარისა და შექებისთვის! ძალიან ვაფასებთ თქვენ დროს და მოსაზრებას!
@ninoqebadze2445
@ninoqebadze2445 3 года назад
@@flowmasteronline მადლობა თქვენ, განძია განძი, უმაღლესი განათლებაა და თვითგანვითარების სწორი ნაბიჯები ჩვენთვის🙏 არვიცი როგორ გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა❤️ უფალმა დაგლოცოთ. 🤗
@lanaburkadze9217
@lanaburkadze9217 3 года назад
მოგესალმებით, ძალიან ხშირად ვუსვმენ თქვენ ვიდეობეს და ძალიან საინტერესოა. თანამშრომლის განვითარებასთან დაკავშრიებით მავსქ ასეთი კითხვა. მე ვმუშაობ სხვა ქვეყანაში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ჩემი პროფესიისგან ზალიან განსხვავდება და მიუხედავად იმისა რომ უკვე მეორე წელია ვმუშაობ მაინც ვთლი რომ ბევრი რამ ახალია და საჭიროა ჩემი განვითრება. ამიტომ როდესაც რაიმე ვებინარი ან ტრენინგია სულ მინდა ხომე რომ დავესწრო და ისე გამოდის რომ მხოლოდ მე ვარ ეღთდერთი თანამსღომელი გუნდიდან, რომელიც .. ლამის'' ყველა ვებინარს და ტრენინგს ესწერება. და ზოგჯერ მეუხერხულებ/მრცხვენია ხოლემ ყველაფერს რომ ვესწრები, მიუხედავდ იმის, რომ არასოდეს არ მიგვრძვნია ჩემი ნამშრომლებისგან ან უფროსებისგან დაცინვა ან კომენტარი უბრალოდ მე ვარ ხოლემ უხერხულ მდგომარეობაში. მაინტერესებს რამდენად ნორმალური ჩემი მსგავსი დამოკიდებულბა ჩემი თავის მიმართ? და ხომ ბუნებრივია რომ როდესაც ახალ სფეროში იწყებ მუსაობას საჭიროებს განივთრებას, რომელსაც ტრენინგები და ვებინარები გაძლვვს. მადლობა.
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ლანა, დიდი მადლობა კომენტარისთვის და შეკითხვისთვის! ადამიანს, რომელიც ახალ რამეს ითვისებს და თავისი თავის "ხელახალი გამოგონებითაა" დაკავებული, ყოველთვის აქვს მღელვარება, რომელსაც თქვენ აღწერთ. ჩიქსენმიჰაი (the flow) ამბობს, რომ მღელვარება ერთადერთი მდგომარეობაა, სადაც ადამიანი სწავლობს და ვითარდება. მე მგონია, რომ სწავლის თქვენი წყურვილი ძალიან კარგი რამეა და ყვეალასთვის სამაგალითო შეიძლება იყოს თქვენ ორგანიზაციაში. წარმატებას გისურვებთ!
@zezvachachava3343
@zezvachachava3343 3 года назад
მადლობა ანუ (საღოლ) ...მართლა ბრწყინვალე გამოსვლა იყო ალბად საუკეთესო ასეთი მოკლე სიუჯეტების კუთხით...ძალიან მინდა გაგიცნოთ რეალობაში თქვენი პიროვნება ზალიან ახლოს არის ჩემს იმ ინსპირაციებთან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ზეზვა, დიდი მადლობა კომენტარისთვის და შექებისთვის! იმედია, მოგვეცემა პირადად შეხვედრის საშუალება!
@NiNi-iq5yf
@NiNi-iq5yf 3 года назад
ძალიან საინტერესო ვიდეო იყო, მადლობა
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
Ni Ni თქვენ მადლობა, რომ გვიყურებთ!
@ninoqebadze2445
@ninoqebadze2445 3 года назад
გაგახარებთ ღმერთი, ეს რა მაგარი ინფორმაციაა❤️🙏
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ნინო, მადლობა კომენტარისთვის!
@givimamporia9057
@givimamporia9057 3 года назад
Ძალიან კარგი იყო.გამახსენდა ჩემს მიერ გაშვებული ადამიანები სამსახურიდან სადაც ყველა წესი დავიცავი. ერთი წესი მქონდა არ ვიცი რამდენად სწორია ბატონო სანდრო იქნებ თქვენი აზრი გამიზიაროთ. ყოველ გაშვებულ თანამშრომელს რაიმე მისთვის სასიამოვნო საჩუქარს ვჩუქნიდი და ვეუბნებოდი შემდეგს, მიუხედავათ იმისა რომ ვერ ვითანამშრომლეთ და ხანგრძლოვი თანამშრომლობა არ გამოგვივიდა მაინც Ვაფასებთ მის მიერ გაწეულ შრომას და გვინდა რომ ცხობრებაში ერთმანეთის დანახვა როგორც ორ ადამიანს გვიხაროდეს და პოზიტიური კონტექსტით ვემშვიდობებოდი რა მოდგომაც მართლაც მუშაობდა. Ბუნებრივია ყველა შემთხვევაში ამ ტაქტიკით არ ვმოქმედებდით.
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
გივი, მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის! მგონია, რომ თქვენი მიდგომა არის სამაგალითო და გრძელვადიანად ძალიან ჭკვიანური. საქმე ისაა, რომ ვის როგორ ვუშვებთ, ყველა თანამრომელზე აქვს გავლენა. მეორეც, სამსახური და თანამშრომლობა დროებითი რეალობაა, ხოლო ადამიანობა - აბსოლუტური!
@givimamporia9057
@givimamporia9057 3 года назад
@@flowmasteronline ძალიან დიდი მადლობა
@user-ep9vh4xx4k
@user-ep9vh4xx4k 2 года назад
პატივცემულო, ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი შემოგვთავაზე, დამატებით, რაიმე შეკითხვის დასმა, ცოტა უხერხულია :))) ძნ საინტერესო და ნოყიერი ინფორმაციაა შემოგვთავაზე, კარგია!! მთავრობის ტოპ-მენეჯმენტი გისმენდეს არ იქნებოდა ურიგო მაგრამ, ,,ჩორტიო ზნაეტ'' ამბავია :(((((
@nikaastamidze2468
@nikaastamidze2468 3 года назад
მე ვფიქრობ რომ ამაზე დიდი პრობლემა მაინც არ არსებობს ორგანიზაციაში: ,,ნეგატიური გავლენა აქვს სხვებზე'', ასეთი ტიპის თანამშრომლები ანადგურებენ მთლიანად ორგანიზაციას. 1, რთულია გაარჩიო შენი მტერია თუ მოყვარე; 2, დროთა განმავლობაში ფაქტიურად იქმნება სურათი, რომ თითონ კიარ მუშაობს მათთან არამედ ყელა მუშაობს მასთან და ასრულებენ მის დაკვეთებს; 3, მისი გამოაშკარავების დროს იმდენად ოსტატურად იცავს თავს შესაძლოა აქეთ დააზარალოს რომელიმე თანამშრომელი; 4, ასეთი ტიპის ადამიანები ლაპარაკობენ იმდენად ძალიან ბევრს (ენერგო ვამპირი) , რომ გამოსავალი გრჩება მხოლოდ რომ აყვე მას და დაეთანხმო ნებისმიერ სისულელეში; 5, ამ ადამიანის იმედი აქვთ ყველაზე მეტად ორგანიზაციაში (უყვართ :D ) გავაგრძელებდი მაგრამ ისედაც უზარმაზარი ტექსტი გამომივიდა, ძალიან სასარგებლო ლექციები გაქვთ და წლებია გადევნებთ თვალს, ძალიან კარგი იქნება თუ ერთ ვრცელ ლექციას გააკეთებდით ასეთი ტიპის ადამიანზე, მეც ძალიან მაინტერესებს რა შეიძლება მოვუხერხო, იმიტომ რომ ირგვლივ ყველა დაავირუსებული ყავს, მადლობა თუ ბოლომდე წაიკითხეთ :*
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ნიკა, დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის! ბოლომდე წავიკითხე და აბსოლუტურად გეთანხმებით! ამ თემაზე საინტერესო შეხედულებებია წიგნში Tribal Leadership (ქართულად "ლიდერობის ხელოვნება"), რომელიც ამ "წუწუნა ტომის" ხალხს ძალიან კარგად აღწერს. მე პირადად ამ ხალხს "კურილკის ლომებს" ვუწოდებ. მენეჯმენტის შესაძლო მოქმედება მათთან დაკავშირებით ორი სახისაა: პირველი არის "კურილკის გამოუსწორებელი ლომები", რომლებიც, კარგად რომ დავუკვირდეთ, ორგანიზაციისთვის ცუდის მოსურნეები არიან. ამ ხალხის ერთადერთი "წამალი" სამსახურიდან გაშვებაა ან, მინიმუმ, გუნდისგან ფიზიკური იზოლაცია (სხვა ოფისში ან ობიექტზე გადაყვანა). მეორე მეთოდი არის შედარებით ზომიერი "კურილკის ლომებისთვის", ვისაც ორგანიზაცია ედარდება და მისთვის, პრინციპში, დადებითი უნდა. ეს ხალხი უნდა ჩავრთოთ პროექტებში და დავუთმოთ "ოფიციალური" ასპარეზი. ამ შემთხვევაში მათი ლიდერული თვისებები, თანდათან, საქმის სასიკეთოდ შეიძლება შემობრუნდეს. წარმატებას გისურვებთ!
@nikaastamidze2468
@nikaastamidze2468 3 года назад
@@flowmasteronline მადლობა რომ გამოეხმაურეთ ჩემს კომენტარს ♥️. ხო გაგდება სრული ბედნიერება იქნებოდა 🙂, ჩემთვის მეორე მეთოდი უფრო საინტერესოა, აი იმ საქმეს რასაც ოფიციალურად დაავალებ სუფთად შეასრულებს? ძალიან კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს ჩემი აზრით, თან ასეთებს არ უყვართ კონტროლი, ვინმე რომ ეუფროსება, ძალიან საინტერესოა და საკვანძო ჩემი აზრით. ასეთი ადამიანის მოთოკვა და მორჯულება საუკუნის აღმოჩენა იქნებოდა, ისე მთელი მუღამიც ალბათ ეს არის მენეჯმენტში, ადამიანის სწორ გზაზე დაყენება, რომ გახდეს პროდუქტიული თავისთვის და სხვებისთვის, აუცილებლად წავიკითხავ რაც მირჩიეთ ♥️
@ninoqebadze2445
@ninoqebadze2445 3 года назад
ბატონო სანდრო, როდესაც ჩვენ არ ვიღებთ, მენეჯერები გაშვების გადაწყვეტილებას, ვითმენთ და ვცდილობთ ბოლომდე გავუგოთ, ფინანსურად, თუ გაშვებული რეკომენდაციის გამო რა ქვია ამ ამბავს?! ჩვენი ქვეყნის სტანდარტებიდან და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
@flowmasteronline
@flowmasteronline 3 года назад
ნინო გასაშვების არ-გაშვება, ჩემი აზრით, დანაშაულია ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ორგანიზაციაში. თუ ვინმე ძალიან გვედარდება და გვეცოდება, ჩვენი ჯიბიდან უნდა დავეხმაროთ და არა დამფუძნებლების ჯიბიდან. იმედია, სწორად გავიგე თქვენი შეკითხვა.
Далее
Ummmm We "HAIR" You!
00:59
Просмотров 8 млн
მოტივაცია | www.tbcbusiness.ge
14:55
Просмотров 148 тыс.
телега - hahalivars
0:54
Просмотров 2,2 млн
ПРЕДСКАЗАТЕЛЬ БУДУЮЩЕГО
1:00