Тёмный

ზაქარია, „კეთილი მანქანა“ და სახლები უსახლკარო ცხოველებისთვის 

რადიო თავისუფლება
Подписаться 82 тыс.
Просмотров 14 тыс.
50% 1

„ესეც ასე, მანქანა დაქირავებულია, საკვები და მედიკამენტები გვაქვს, სახლებიც მზადაა“ ამბობს ზაქარია დოლიძე და სატვირთო მანქანის საბარგულს ბოლოჯერ შეავლებს თვალს - რამდენიმე წუთში ის უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად გზას დაადგება.
ზაქარია მარტო იქნება ტურში, რომელსაც თბილისიდან დაიწყებს და გაივლის მცხეთას, კასპს, გორს, ხაშურს, ქუთაისს, შემდეგ კი გურიის, სამეგრელოს და აჭარის სხვა ქალაქებს და ყველგან, სადაც ელიან, უპატრონო ძაღლებისთვის თავის გაკეთებულ სახლებს და მეგობრების დახმარებით შეგროვებულ საკვებს და მედიკამენტებს დატოვებს.
პროფესიით რეჟისორი მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლებს თავისი ხელით აკეთებს - ის თვითნასწავლი ოსტატია და უკვე წელიწადნახევარია მთელ თავისუფალ დროს ამ საქმეს უთმობს: აკეთებს ენთუზიაზმით და მეგობრების ხელშეწყობით.
უპატრონო ცხოველებისთვის სახლების კეთება მას მერე გადაწყვიტა, რაც თავისი ძაღლი - რიკი ავად გაუხდა. სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა, პასუხების ძებნაში კი აღმოაჩინა, რომ უსახლკარო ცხოველებს მთელ საქართველოში შველა სჭირდებოდათ. სახლში მისულმა, ძველი კარადა გამოათრია, რომელსაც აღარ იყენებდნენ და ძაღლებისთვის პირველი სახლი გააკეთა.
მერე ფეისბუკგვერდი შექმნა და მიუსაფარ ცხოველთა დახმარების პროექტი დაარქვა. აღწერაში კი ჩაწერა: „გამარჯობა, მე ზაქარია ვარ. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი,რომელსაც გული შეტკივა მძიმე მდგომარეობაში მყოფ, ნებისმიერ სულიერ არსებაზე... დიდი კაცი რომ გავხდები და “კეთილი მანქანაც” თუ მეყოლება (მომარაგება- დასაბინავებლად) ჩემი უპირველესი ოცნებაც ასრულდება და წელში გამართული მოვედები მთელ ქვეყანას“.
„კეთილი მანქანა“ იმისთვის სჭირდება, რომ სოფელ-სოფელ იაროს და ცხოველები გადაარჩინოს.
თბილისსა თუ მის გარეთ ზაქარია დოლიძემ უპატრონო ძაღლებისთვის უკვე 250 სახლზე მეტი გააკეთა. ამ წუთებში კი, როცა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ზაქარია და მისი „კეთილი მანქანა“ გეზს აჭარისკენ იღებენ.

Опубликовано:

 

17 фев 2020

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 17   
@nanasimonishvili5744
@nanasimonishvili5744 4 года назад
პატარა ქვეყნის დიდი ადამიანი ❤
@shorenaebrialidze3781
@shorenaebrialidze3781 Год назад
ძალიან კაი საქმეს აკეთებთ სულ უფლის მფარველობა ქონდეთ ზაქარია.
@archiltsikhelashvili3915
@archiltsikhelashvili3915 Год назад
ჩემი პატივისცემა ზაქარია კეთილ კაცს👍👏
@mamukamamukk5450
@mamukamamukk5450 3 года назад
Maladrc magari kaci xar mati madlit gaixarebt mteli cxivrebis manzilze👍👍
@thez.z6231
@thez.z6231 4 года назад
გაიხარე 💙
@marigarsevanishvili6206
@marigarsevanishvili6206 3 года назад
იქნებ ვიდეო დადო როგორ უნდა გავაკეთოთ მსგავსი ტიპის სახლები?❤️❤️
@kasagold8761
@kasagold8761 2 года назад
ეჰ ნეტა ჩვენთან ეზოში მოიტანონ ძაღლის სახლები დიდი ძაღლი გვყავს ნაგაზის მეორედზე მეტიდა ახლაზამთარი როა სახლი მინდა გავუკეთო თორე გაიყინებია :(
@zviadberidze7788
@zviadberidze7788 4 месяца назад
შემიძლია ძველი საბნები მოგაწოდოთ
@datochuluxadze6730
@datochuluxadze6730 Год назад
8 კლასის წიგნში ვნახე ეს კაცი
@LikaKazbegi
@LikaKazbegi 3 года назад
გაიხარეთ
@lukagaluashvili341
@lukagaluashvili341 3 года назад
Gaixare
@user-lf3fr6jk1j
@user-lf3fr6jk1j 3 месяца назад
სახლი ძაღლისთვის გვჭირდება ჭიათურა 2 ატეკა 1 კორპუსი ძალიან გამიხარდება
@shorenaebrialidze3781
@shorenaebrialidze3781 Год назад
გამარჯობათ მყავს ლეკვი პატღასახლი მინდა რომ გაუკეთო და ვერ ვუკეთებ იქნებ დამეხმაროთ და მომაწოდოთ მადლობა მეტის ჯიშის არის
@pitbulipiti488
@pitbulipiti488 3 года назад
მე ვარ საბა მყავს პიტბულის ლეკვი. არ ქვს სახლი( ბუნაგუ) თუ დაეხმარება და მოგვაწვდით დიდი მადლობელი დავრჩები. ძალიან იყვარს ძაღლები და ვეხმარები რითიც შემიძლია.
@user-uk8le9oq8u
@user-uk8le9oq8u 4 года назад
Гмерто гаадзлиере ес карри адамиани
@elitabatadze2399
@elitabatadze2399 2 года назад
გამარჯობა ზაქარია ძია.როგორ ხართ?მე ანდრია ხაჩიძე ვარ 9წლის .ძაან მაგარ საქმეს აკეთებთ მეც მინდა ჩემი 3 ძაღლისთვის რომლებიც ქუჩიდან ავიყვანე და გავზარდე 1ბუნაგი მაინც გაუკეთოთ.ძალიან გამახარებთ.ბევრჯერ ვცადე გაკეთება მაგრამ არ გამომდის ..გთხოვთ 1ბუნაგი ჩემს ძაღლებსაც გაუკეთოთ .წინასწარ მადლობა
Далее
Dog house build from free pallets in 5 minutes!
6:12
Просмотров 255 тыс.
Лайфхак для дачников
00:13
Просмотров 17 тыс.
ტოპ 3 ტყუილი
2:40
Просмотров 187