Тёмный

ზეზვაობა (დალაობა) 

ცხრამთა
Подписаться 463
Просмотров 23 тыс.
50% 1

საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბახტრიონის ბრძოლის თუში გმირის და სარდლის, ზეზვა გაფრინდაულის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეობა და რიტუალი.

Опубликовано:

 

11 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 9   
@pirqushi
@pirqushi 2 года назад
„დალაობა - მიცვალებულის წლისთავზე შესასრულებელი სამგლოვიარო წესი (თუშეთი). მიცვალებულის ნიშანს გარეთ დაასვენებდნენ. ნიშანზე გაშლილია მიცვალებულის ტანსაცმელი, რამდენიმე წყვილი წინდა, ჩითა, სათამბაქო ქისა, დაპენტილი მატყლი, ქვამარილი, ხელადით არაყი, ბიჭონი (მოხალული ხორბალი) და სხვა. აქვე დგას ლუდით სავსე საწდე. ნიშანს დედაკაცები მოუსხდებიან და ტირიან. გამოდის ხუთი მხედარი და დალაობა იწყება. ერთ-ერთი, შუაში მოქცეული მოდალავე, მიცვალებულის დათალხულ, ხურჯინგადაკიდებულ ცხენზე ზის და სევდიანი კილოთი იწყებს მიცვალებულის ქებას, სხვები მონოტონურად შეუბანებენ _ დ ა ლ ა, დ ა ლ ა ... ჭირისუფალი დედა თუ და მწარედ მოთქვამს. დალაობის დროს მხედრებს მწდეები ლუდით სავსე ჯიურაებს აწვდიან. მხედრები ცოტაოდენს ცხენებს ფაფარზე დაასხამენ და შესვამენ. დასასრულ ჭირისპატრონი მხედრებს შესთხოვს: „დედისძმათკე არბიეთ ცხენები და ისინიც გაშლილი ბაირაღით მიცვალებულის დედისძმისას მიდიან. ბაირაღი შემოსილია თავშლით (ალმით) და ზედ ჩამოკიდებულია ერთი წყვილი ჩითა, წინდა და სათამბაქო. მხედრებს წინ ლუდითა და სუფრით მელუდე გაუძღვება. თუ მიცვალებულს სოფელში დედისძმა არა ჰყავს, მისი საგვარეულოდან ვინმე დაუხვდება და წესისამებრ მიიღებს: ფლასს გაშლიან და, თუ სოფელში სადმე მიცვალებულის ნიშანი ასვენია, მას ინათხოვრებენ და ფლასზე დაასვენებენ, თუ არადა ქერს დაყ￾რიან და ნაწილს დააწყობენ: მარილს, მატყლს, წინდებს, ჩითებს, საზედაშე პურებს ხორცით, არაყს, ლუდიან საწდეს და ჯამით რძეს, რომელზედაც ქოჯო (შეკონილი ბალახი) დევს. მხედრები მისვლისთანავე ბაირაღს ნიშანზე დაასვენებენ და დალაობას აქაც იმავე წესით შეასრულებენ. მწდეები ლუდიან ჯიხურებს სთავაზობენ, მეღვინეები კი ხის თასებით დაუვლიან და ყველას შესანდობარს შეასმევენ. დედისძმა სტუმრებს შინაც მიიწვევს და სუფრას გაუშლის. დასასრულ, მხედრები ცხენებს ფაფარზე თეთრ ნაჭრებს შეაბამენ, თითო მუჭა ქერს შეაჭმევენ და რძესქოჯოთი გულმკერდზე შეასხამენ, ბაირაღს ერთ ან ორ წყვილ წინდას ჩამოჰკიდებენ და მიცვალებულის სოფელში ბრუნდებიან, სადაც სადგინი (დოღი) იმართება: მხედრები საუკეთესო ცხენებს მინდორზე გამოიყვანენ. შორს ხეზე ჩამოკიდებენ მიცვალებულის ტანსაცმელს, ძვირფას სამკაულს, ოქროს ან ვერცხლის თასს... მოჯირითენი ერთსა და იმავე დროს გაექანებიან და, ვინც პირველი მიასწრებს, ჯილდო მას ერგება”
@9mta
@9mta 2 года назад
დიდი მადლობა დალაობის წესის ვრცელი აღწერისთვის. წყაროც საინტერესოა; მცირედი განსხვავებებია გიორგი ცოცანიძისეული აღწერიდან.
@pirqushi
@pirqushi 2 года назад
@@9mta მადლობა თქვენ ასეთი ვიდეომასალაებისთვის, წყარო: „ოთარ ჩიჯავაძე, ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი ”
@davidtugushi561
@davidtugushi561 5 лет назад
თუშებს ყოჩაღ! გააგრძელეთ ეგრე
@giorgia602
@giorgia602 3 года назад
Ixare eroo , mokvdi mtero!
@alinabaghishvili6956
@alinabaghishvili6956 4 года назад
ტრადიციულ დღესასწაულზე და თან მიცვალებულის დატირებაზე გადახეული ჯინსით უცხოურ წარწერებიანი მაისურით არ უნდა მიხვიდე.
@kobakhachidze3246
@kobakhachidze3246 4 года назад
Tushebs simravle!!!
@kerati1959
@kerati1959 4 года назад
გაიხარეთ, გამრავლდით! შეინახეთ, გაუფრთხილდით, გააგრძელეთ და თაობიდან თაობას გადაეცით თქვენი (და ჩვენი) მამა-პაპის ტრადიციები. კაცმა ადათი და წესი თუ დაკარგა, აბა ის რა კაცია??? ბოლოს კი ერთი პატარა შენიშვნა მექნება, (თუ არ მიწყენთ): ----- დღესასწაულზე ჩასაცმელად, მე მგონი თუშებს (თავიანთი) უეთესი სამოსი აქვთ, ვიდრე უცხოური წარწერებიანი მაიკები.
@ЗуридаАдзинова-й3л
@ЗуридаАдзинова-й3л 3 месяца назад
8
Далее
ჯვარიონი
35:00
Просмотров 15 тыс.
Flipping Robot vs Heavier And Heavier Objects
00:34
Авто уровни Happy Glass level 604 - 606
00:49
შენაქო
9:45
Просмотров 7 тыс.
ქუმელაურთა 2024
5:54
Просмотров 6 тыс.
Flipping Robot vs Heavier And Heavier Objects
00:34