Тёмный

თემურ ელიავა - მთვარის შვილები 

Luka Tskhelishvili
Подписаться 280
Просмотров 167
50% 1

მთვარის შვილები
აი, სიმსუბუქე წამწამთ,
აი, სამშობლო ღარიბი.
ჩემი არაფერი არ გწამთ-
ჩემი მირქმა და ხარება.
ჩემი ბოსტნიდან სატაცური,
ვიცი, რომ არ გიღირთ ათ თეთრად.
მთვარემ შავი ზღვა გადაცურა,
მერე ბრმის თვალივით გათეთრდა.
სულში ხომალდივით იძირება
თეთრი ტაძარი იმ სოფლის,
იყოს ღვთისმშობლის მიძინების,
ჩემი ღვინისფერი ღვთისმშობლის.
დათვის ტყავებზე იხმაურე,
ყარამანთ ყანთელო, ახმახო!
სიყრმეს სცოდნია სიხარული,
ორმოცის მერე კი, ვაგლახ რომ...
გაცდები მაჩაბლის ნომერ ცამეტს,
ქოთნის ყვავილები, ყარიბი...
ჩემი არაფერი არ იწამეს-
ჩემი მირქმა და ხარება.
სოფლად კი, თელავენ ნაბალახევს
ზანტი კოლხური ხარები.
აი , მეგრული ყაბალახი,
აი ,სამშობლო ღარიბი.
თქვენ ხომ წარჩინებით დაამთავრეთ
ჯავახიშვილის კათედრა?!
მე კი, დამეცა თავზე მთვარე,
მერე ბრმის თვალივით გათეთრდა.
და როცა გათენდა- უარყავით,
მეც ასი გამვლელის სახე ვარ ,
მაგრამ ნანახი მაქვს უნახავი,
როცა მეგობარს უნახავენ,
დილით, ჩაის კოვზის ნახევარს.
*
ეს ტყეები მიეც ხანძარს,
მიეც მიწას! რაც დრო გადის,
დრო ხმელ ხეთა მერქანს აძრობს.
მაინც მინდა გემო ყანდის,
მყავდეს გაზაფხული სარძლოდ-
სარძლოდ შემოდგომაც მყავდეს.
მაგრამ ზამთრის ცივი თვიდან,
ვდარდობ ზღვაში გასულ ნავებს.
საპირუტყვე სახრეს ვთლი და
ზამთრის კოშკში მობინავეს,
მწამს- მერცხლები სამხრეთიდან
წასაყვანად მოფრინავენ.
მერქანმწარე შენი ნაძვი,
ეზო ხენეშ -მიწიანო,
ლექსებს ვტოვებ - სულის ნაწილს,
როგორც ლექსებს ტიციანის-
დაწვი! ფოთლებივით დაწვი!
ფოთლებივით იწვიანო.

Видеоклипы

Опубликовано:

 

20 дек 2022

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
Армия США вошла в Зангезур
04:17
Просмотров 294 тыс.
Пиратские котики
00:50
Просмотров 220 тыс.
Молодой Платон - МОЯ ДЕВОЧКА
2:29
GODZILLA
2:09
Просмотров 835 тыс.