Тёмный

თემურ ელიავა - ცისკრის 

Dachi Kizikurashvili
Подписаться 342
Просмотров 1,6 тыс.
50% 1

შენ ღრუბელი ხარ, დღიდან გაჩენის,
შენ ამ ცხოვრებამ რა არ გაჩვენა.
შენს წიგნს არ აქვს გვერდი სარჩევის,
შენ გირჩევნია ღრუბლად დარჩენა.
როცა ვიმღერებთ და ჩვენ ლამაზებს,
ძველი მეშჰედის მუეძინები,
არ მოგვიმხობენ დილის ნამაზზე
და დარაჯები დაიძინებენ.
გატყდება ყველა ციხის საკანი,
ცხენი ძმის საფლავს ვეღარ მიაგნებს,
აუმღერდება სახლი დიაკვნებს
და შენი სახლი, უდიაკვანო,
როგორც ხომალდი, გაშლის იალქნებს -
გახდება ჩემი სულის აკვანი
.
იქ, ჩვენი ლურჯი სიზმრის მიღმა კი,
ის სოფლის ბავშვი მუჭში ნუშს მალავს
და გულწითელა აზის მუშმალას,
როგორც ლერწამზე სუსტი მიხაკი.
და ჩვენი ყოფნა არის ყოფნა შორს!
სძინავს ბაღმარანს, ბაშს და აგოთას,
ძველ დეპოებში ძილი ვაგონთა
და ის ტკბილმჟავე ნოღას ღოღნაშო,
შენ რომ ცის კალთით ქვეყნად დაგქონდა,
ჭიშკრებთან ყრია ახლა ნოღაში.
შენ, როგორც ძველი წიგნის დანართი,
გაამხელ მიწას, ტკბილ ხმას ხერებთა.
მე დავვარდები ალვის ხეებთან და
ამ ხეებთან მნახავ დავარდნილს.
ვისაც აისის გიყვარს ყურება,
გზად შემოსული პორტში ჩარდახი
და შავთვალება, მხნე და ჩათლახი,
ის ესპანელი მეზღვაურები.
მაგრამ ერთი გყავს ქვეყნად მოშარე,
მან მოგიშალა ცხრაჯერ მუცელი,
მან შენი ფქვილი დაცრა უცერი
და გაზაფხულზე გაყვა შროშანებს.
შენ ახალ-ახალ წამლებს არ იშლი,
და ხშირად ამბობ სიტყვებს უმწარეს,
რომ ახლა ცივი არის ბალიში,
რომ ახლა შავი არის ზეწარიც.
ხარ ზღვაში მტკნარი შენადენი, ხან
უღრან ტყეებში ბილიკს მკარნახობ,
ხან ახალგაზრდა შავარდენი ხარ,
ხან - ცივი წყლების თეთრი კალმახი.
ის ნახევარი ჭაში ჩავარდეს,
როცა გამიყოფ მთვარის ნახევარს,
რადგან, ძვირფასო, მეც კალმახი ვარ,
მეც უსაშველოდ ვგავარ შავარდენს.

Опубликовано:

 

26 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
@orokiMo
@orokiMo Месяц назад
მეტი შევარდენი დააბრუნებს ადამიანთა გამომშრალ სულებში ღმერთს
Далее
бабл ти гель для душа // Eva mash
01:00
Rate our flexibility 1-10🔥👯‍♀️😈💖
00:12
Noam Chomsky - Why Does the U.S. Support Israel?
7:41
бабл ти гель для душа // Eva mash
01:00