Тёмный

თორრნიკე ნაროზაული - დაკარგული ღმერთი 

Torrnike Narozauli
Подписаться 3,3 тыс.
Просмотров 42 тыс.
50% 1

დაკარგული ღმერთი
ღმერთი თუ ყველგან არის, ახლა ამ ლექსსაც წაიკითხავს;
ღმერთი თუ სიყვარულია, ამ ლექსის ავტორიც ეყვარება;
არავის განვიკითხავ და ნურც შენ განიკითხავ,
ღმერთო,
ჩემს უდროო დაბერებას,
უდროო შეღამებას.
ყვითელი ფოთლებია. მწვანეა ბალახი. წიწვები...
ჩემი სინდისიც მეყოფა სასჯელად - უთქმელი ჯავრი.
ჯოჯოხეთის გარეშეც ვიტანჯები. გეენის გარეშეც ვიწვები.
მომხსენი, უფალო, მხრებიდან და გულზე დამკიდე ჯვარი.
მე შენი მოღალატე შვილი ვარ. დაღლილი მსახური.
ცა, თითქოს, ქუდი იყოს - მზეს თავზე აფარია.
შენ სახარება, რა ხანია, გადავიკითხე და
დავხურე.
შენი დაბადება.
ჯვარცმა და აღდგომა
თითქოს ზაღაპარია -
ვერაფრით ვიჯერებ,
რომ მე მოგაწოდე წყლის მაგიერ
ძმრიანი ნაჭერი, რომ შუბი ავიღე და გვერდში დაგჭერი;
ყველაფრის თავი და თავი მე ვარ - ეშმაკი ვინ ეშმაკია?!
მე ვარ მეთორმეტე მოციქული, შენი ღმერთობის რომ არ სჯერა.
.
რომელი სამშობლო შევიყვარო?
რომელ მიწა-წყალს ვიცავდე?
ჰაერი ადუღებული კუპრივით მესხმება ყელში.
მუხლმოყრილი ვარ და თავდახრილი მიწამდე,
მაინც სიძულვილი მიჭირავს, სიყვარულის მაგიერ, ხელში.
მე ის ვარ,
ვის გამოც გაიაფდა
შენი სახელი ოცდაათ ვერცხლამდე.
მე ვარ მღვდელმთავარი კაიაფა -
ეშმაკად გრაცხავდი;
რისხვის ხმით გცეცხლავდი
და ჯვარზე მინდოდა ამეყვანე;
სიცრუეს სიმართლით ვნიღბავდი,
შენი სიყვარული მაგიჟებდა -
მე როცა მძულდი და არ მიყვარდი
მე როცა მძულდი და არ მიყვარდი
მე როცა მძულდი და არ მიყვარდი
შენ მაინც გიყვარდი.
შენ მაინც გიყვარდი.
შენ მაინც გიყვარდი.
შენი გამცემი შემიყვარე.
შენი ჯალათი შემიყვარე.
ცილისმწამებელი შემიყვარე.
შენი ჯვარმცმელი შემიყვარე.
არაფრის გამო და არაფრისთვის,
მე კი შენს სამოსსაც დავაფრინდი
სვავივით.
წილი ვიყარე და გავიყავი.
თავზე ნაკვერჩხლებად დავიყარე
შენი უცოდველი სისხლის ნამცეცები.
სამარხში მკვდარივით დაგეძებდი,
ხელებს შენს სხეულზე ვაცეცებდი,
მაინც ვერ შევძელი დაჯერება
დღემდე ვერ შევძელი დაჯერება,
რომ ღმერთი იყავი და კაცად იქეც.
რომ ღმერთი იყავი და არ დაგვსაჯე.
რომ ღმერთი იყავი და ჯვარზე მოკვდი.
რომ ღმერთი იყავი და ხარ!
დავიღალე. ყველა კუნთი მტკივა. ვისვენებ.
ყვითელი ფოთლებია. წიწვებია და მწვანე ბალახი.
როდესაც მიჭირს, მაშინ მჭირდები და გიხსენებ.
სხვისთვის ყველგან ხარ და ყოველთვის -
ჩემთვის არასოდეს არა ხარ.
იესო, მე მოვედი.
ამ შენობაზე მითხრეს, რომ შენი სახლია;
რომ აქ შეიძლება შენი დანახვა;
რომ აქ სიმშვიდე და მადლია;
და მეც მოვედი.
აქ შენი ხატებია, მაგრამ შენ არა ხარ.
აქ შენი სისხლი და ხორცია, მაგრამ შენ არა ხარ.
აქ შენი სახელის მადიდებელი ხალხია, მაგრამ შენ არა ხარ.
მეუბნებიან, რომ გულში მოგძებნო,
როგორ ვუთხრა მათ, რომ იქიდან ჩემი ნებით გაგიშვი?
რომ გაიძულე წასვლა - მზრუნველ მამას, საუკეთესო მეგობარს,
ახლა კი ვდგავარ შენი სახლის ეზოში და ხმის ჩაწყვეტამდე ვჩურჩულებ -
სადა ხარ?
სად ხარ?
სად???
თორრნიკე ნაროზაული

Видеоклипы

Опубликовано:

 

7 мар 2018

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
The lightweights ended Round One with a BANG 💪
00:10
Magari Leqsi
3:21
Просмотров 141 тыс.
ვილაპარაკოთ
2:08
Просмотров 307 тыс.
VUDOO - Пьяная луна (Official Video)
2:11
Просмотров 476 тыс.
Stray Kids "MOUNTAINS" Video
3:12
Просмотров 7 млн