Тёмный

თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს 

TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Подписаться 2,3 тыс.
Просмотров 123
50% 1

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ღვინის ეკონომისტმა მთელი მსოფლიოდან. მონაწილეებმა იმსჯელეს ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე, საკუთარი გამოცდილება და იდეები გაუზიარეს კოლეგებს.
გამართული ღონისძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას ღვინის ეკონომიკის მიმართულებით; ასევე, დაეხმარება ქართული ღვინის ინდუსტრიას აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ბაზრებზე წვდომაში.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.

Опубликовано:

 

27 сен 2022

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
დილის ლოცვა
20:29
Просмотров 3,1 млн