Тёмный

ინციდენტი ადიგენში - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის 

პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Просмотров 2,5 тыс.
50% 1

დაპირისპირება სოფელ ადიგენში მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა.
მიზეზი მუსლიმების მიერ სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნაა. ქრისტიანები ამას ეწინააღმდეგებიან, რადგან, მათი აზრით, სასაფლაოსთვის ტერიტორიის გადაცემის შემდეგ მუსლიმები მეჩეთს ააშენებენ.
მომხდართან დაკავშირებით, ადგილობრივებზე დაყრდნობით, განცხადებას ავრცელებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
განცხადებაში წერია, რომ ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30-მდე ადამიანი) სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ.
"კოლექტიური თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო 156 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო.
მოხდარს გამოეხმაურა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე. ის სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ნაკაიძე აღნიშნავს, რომ ინციდენტს წინ უძღვოდა ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი -მუსლიმი მიცვალებულის დასაფლავებისთვის ხელის შეშლა. მაშინ მიცვალებული სხვა სოფელში მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ნაკაიძე აცხადებს, რომ ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მომხდარიყო. ის განმარტავს, რომ ისლამური სწავლებით, მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება.

Опубликовано:

 

29 фев 2016

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
Далее
super novia👰😮
00:37
Просмотров 9 млн
У МЕНЯ НЕТ ДРУЗЕЙ #shorts
00:34
Просмотров 743 тыс.