თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა „ქართული ოცნების" აქტივისტი რამდენიმე წუთის წინ კინოთეატრ „ატრიუმის" მიდებარე ტერიტორიაზე სცემეს.
დაზარალებულის მეგობარმა, გიორგი ჭითანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნაცემი ახალგაზრდა საკუთარ სახლში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები მის მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღის ტარით სცემდნენ და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ რაც შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტები შენიშნეს.
9 сен 2024