Тёмный

ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Просмотров 1,7 тыс.
50% 1

,,უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E70) შემადგენელი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, 3 კმ-იან მონაკვეთზე კი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
მინისტრის თქმით, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თუმცა, არის გამოწვევები 3 კმ-იან მონაკვეთზე, რის გამოც კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს მოეთხოვათ შესაბამისი მობილიზაციისა და რესურსების გაზრდა.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
,,გეგმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია გულისხმობს, აღნიშნული მონაკვეთის წელს დასრულებას. შედეგად სამტრედია- გრიგოლეთი პირდაპირ დაუკავშირდება ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულის სეზონისთვის, ისე მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რათა უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მოხდეს დასავლეთ საქართველოში მაგისტრალური გზებით გადაადგილება“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Опубликовано:

 

14 мар 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
@shengelijamarjashvili6718
@shengelijamarjashvili6718 4 месяца назад
😂😂😂😂😅
Далее
New model rc bird unboxing and testing
00:10
Просмотров 6 млн
Beautiful game!😍
00:20
Просмотров 1,9 млн
#საუკუნისპროექტი
1:13
Просмотров 27 тыс.
New model rc bird unboxing and testing
00:10
Просмотров 6 млн