ისე მომენატრა მე შენთან ალერსი
რომ გნახო ალბათ კოცნითაც დაგახრჩო
ისე რომ ჩიტებმაც შეწყვიტონ გალობა
ისე რომ სირცხვილით გაწითლდეს ყაყაჩო
ძალიან ძალიან ძალიან წვიმს
ძალიან ძალიან ძალიან თოვს
ძალიან ძალიან ძალიან მწყინს
შენ არა სხვა ვიღაც სიყვარულს მთხოვს
შენ არა სხვა ვიღაც მოყვება გზას
შენ არა სხვა ვიღაც წამიყვანს შორს
შენ არა სხვა ვიღაც, სხვა ვიღაც სხვა
მოვა და მაჩუქებს ვარდისფერ თოვლს
როგორ მომენატრა მე შენთან ალერსი
ფიქრების ხეივანს ოცნება დაათოვს
აქ არ ხარ და მაინც კვლავ შენი ხმა მესმის
და გულიც ვამსგავსე დაცრემლილ ყაყაჩოს
მის:....
სიმღერა - მიხეილ არავიაშვილი ( ირმა არავიაშვილი )
არანჟირება - ზაზა გოჩიტაშვილი
უდიდესი მადლობა ჯგუფ ზღვარს გვერდში დგომისთვის
9 сен 2024