Тёмный

კონცერტი მოსკოვში და პუტინის შეწყვეტილი მიმართვა 

პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Просмотров 21 тыс.
50% 1

„ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა დასახულ მიზანს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ანექსიის რვა წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ერთიანობა რუსეთს არასდროს ჰქონია. ღონისძიება მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე მიმდინარეობს. სტადიონზე შეკრებილი ხალხის წინაშე რუსი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები გამოდიან.ღონისძიების მონაწილეთა ნაწილს გეორგიევსკის ლენტები უკეთიათ და ტანსაცმელზე გამოსახული აქვთ „Z“ ნიშანი, რომლითაც აღინიშნება უკრაინაში ომში მონაწილე რუსული სამხედრო ტექნიკა. კონცერტის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდაჭერის ტექსტებით გამოდიან. რუსული მედიის ცნობით კონცერტი და პუტინის მიმართვა რეალურ დროში მიმდინარეობდა თუმცა ტრანსლაციის დროს დაფიქსირდა შემდეგი ფაქტი. კადრში ჩანდა ვლადიმერ პუტინი, რომელიც შეკრებილებსა და მაყურებელს მიმართავდა სიტყვით, თუმცა უეცრად მისი სიტყვა გაწყდა და პუტინის ნაცვლად სცენაზე გამოჩნდა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის გამოსვლა. რამდენიმე წუთის წინ კი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა გაიმეორეს ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Опубликовано:

 

2 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 82   
Далее
Сколько стоит ПП?
00:57
Просмотров 96 тыс.
ВЫЗВАЛ ЗЛОГО СОНИКА #Shorts
00:38
Просмотров 58 тыс.
Вопрос Ребром - Серго
43:16
Просмотров 1,4 млн
ომი უკრაინაში
5:24
Просмотров 12 тыс.
Сколько стоит ПП?
00:57
Просмотров 96 тыс.