მოსკოვში ქართულ რესტორანში დაბადების დღეს ვიხდიდით. გვერდზე სომხების დიდი სუფრა იყო გაშლილი.სომხურად ლაპარაკობდნენ. სომხური ვიცი და ჩუმად ყურს ვუგდებდი. ისეთი სადღეგრძელოები თქვეს თბილისზე, თბილისელებზე, რომ სიხარულის ცრემლები მადინეს. ჩვენ ქართული მზის ქვეშ გავიზარდეთ,ქართველების გულის სითბოშიო.მეზობლობაზე, მეგობრობაზე, ურთიერთ პატივისცემაზე, ქართულ სუფრაზე ლაპარაკობდნენ. Тбилисец-это национальность-ო და მართლებიც იყვნენ!