ქალბატონო ქეთევან სოლგარის კურკუმა ერთ თვიანი კურსის შემდეგ კიდევ რამდენ ხანში შეიძლება გამეორება. ერთი ბოთლი რამდენ ხანს არის ორგანიზმისთვის საკმარისი.
მოგესალმებით, მე ორი თვე ვსვამ დღეში ერთ აბს. მერე ორი თვე ვისვენებ. მერე კვლავ ვიწყებ და უკვე სამი თვე ვსვამ და ორი თვე ვისვენებ. მერე კვლავ ვაბრუნებ. ასე ვაკეთებ უკვე სამი წელია
თუ აბებს დალევთ დთეში ერთი აბი, ჭამის შემდეგ. თუ ფხვნილს ჩაყრით რძეში, მაშინ 100 მლ ორი სავსე ჩაის კოვზი. შუალედებით მე უკვე სამი წელია ვსვამ და ვაპირებ გავაგრძელო.
გამარჯობა ქალბატონო ქეთევან მაინტერესებს სოლგარი კურკუმინი მთელი ცხოვრება უნდა სვას ადამიანმა? ორი თვე დალიოს ორი თვე შეისვენოს,შემდეგ სამი თვე დალიოს ორი თვე შეისვენოს,შემდეგ ისევ თავიდან დაიწყოს. თუ შეიძლება კიდევ შესვენების უფრო მეტი დროც.კიდე მაინტერესებს სოლგარი კურკუმინი პროთრომბინზე ხოარმოქმედებს. მადლობთ.
მოგესალმებით, პროთრომბინზე ზოგადად მოქმედებს, ამას ვიდეოშიც ვამბობ. ამიტომ, თუ ადამიანი ხშირად სვამს, უნდა იკონტროლოს. მე ბავშვობიდან სულ ზედა ზღვარზე მაქვს, ამიტომ ვფიქრობ, ჩემზე არ იმოქმედებს, თუმცა წელიწადში ერთხელ ვაკონტროლებ.
რაც შეეხება მთელი ცხოვრება დალევას, მე ვაპირებ☺️ თუმცა, მაგ. ახლა მესამე თვეა შესვენება მაქვს. მომწონს და მიხდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვამაც ჩემსავით უნდა იფიქროს. სინჯეთ, თუ მეგეწონათ და მოგიხდათ, შესვენებებით და კონტროლით გააგრძელეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ ☀️
ლიმონი შეიცავს ასკორბინის მჟავას და ლიმონმჟავას. ასკორბინის მჟავას , ანუ С ვიტამინის ხარჯზე ხდება წნევის დარეგულირება, რადგან ის ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, ლიმონმჟავა ათხელებს სისხლს და თრომბოზის წარმოქმნას ამცირებს, გამოააქვს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი. თუმცა, ეს ეფექტი იქნება ლიმონიანი წყლის ხანგრძლივი და მუდმივი მიღების ხარჯზე. ეს კი გამოკვლევის გარეშე სარისკოა, რადგან შეიძლება კუჭის ლორწოვანი იყოს დაზიანებული და ეს უფრო დააზიანებს. ასევე, ვისაც ისედაც დაბალი პროთრომბინი აქვს, უფრო დასწევს დაბლა .
პირადად ჩემთვის არ არის საშიში, რადგან პროთრომბინი სულ ნორმის ზედა ზღვარზე მაქვს. ვისაც დაბალი აქვს, მან უნდა მიიღოს ფრთხილად. ჯობს ჯერ ანალიზი გაიკეთოს.