Тёмный

ლევან ბერძენიშვილი: დიდი ინკვიზიტორი 

რადიო თავისუფლება
Подписаться 81 тыс.
Просмотров 24 тыс.
50% 1

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „ეპიზოდი“ რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდი შედევრების მნიშვნელოვან ფრაგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ფიოდორ დოსტოევსკის უდიდესი რომანის, „ძმები კარამაზოვების“ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდზე, რომელსაც თავად მწერალმა რომანის კულმინაციური წერტილი უწოდა, „დიდ ინკვიზიტორზე“. ესაა პოემა, რომელიც დაუწერია ივან კარამაზოვს და რომელიც საკუთარ თხზულებას „უყვება“ უმცროს ძმას, ალიოშა კარამაზოვს. არავინ არ იცის, ეს პოემა მარტო ამ პერსონაჟის გონებაში არსებობს, თუ მართლა არის დაწერილი. მისი შინაარსი მოკლედ ასეთია: მეთექვსმეტე საუკუნეში, აუტოდაფეებისა და ინკვიზიციის კოცონების ეპოქაში, სევილიაში ჩადის ქრისტე. ერთი შეხედვით, დაპირისპირება ხდება ინკვიზიციის მეთაურს, სამოცდაათი წლის კარდინალსა და ქრისტეს შორის, კათოლიკურ ეკლესიასა და ქრისტეს შორის (სხვადასხვა დროს დოსტოევსკის ხშირად გაუსვამს ხაზი სწორედ კათოლიციზმის კრიტიკაზე ამ ეპიზოდში). სინამდვილეში დაპირისპირება უფრო ღრმა ხასიათს ატარებს და იგი ხდება ეკლესიასა და ქრისტეს, ორგანიზებულ კონფესიასა და ინდივიდუალური ხსნის კონცეფციას შორის. ამ პოემის მიხედვით, ეკლესიას ქრისტესთან რამდენიმე პრეტენზია აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავისუფლების საკითხი. შეუძლია თუ არა ადამიანს, ჰქონდეს ის თავისუფლება, რომელსაც მას ქრისტე ანიჭებს, თუ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ბედნიერებით, რასაც მას ეკლესია თავაზობს. სხვათა შორის, ეს ბედნიერებაც გაგებულია ძალიან მატერიალურად და იგი, ფაქტობრივად, კეთილდღეობას ემთხვევა. რა ურჩევნია ადამიანს, თავისუფლება თუ ბედნიერება; რატომ არ გაითვალისწინა ქრისტემ „უდაბნოს ხმის“ (სინამდვილეში სატანის) რჩევები; რა აქვს საერთო ეკლესიას ამ „უდაბნოს ხმასთან“; რატომ დააპატიმრებინა ხალხმა იესო კარდინალს, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Опубликовано:

 

14 июн 2021

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 31   
@akoako1987
@akoako1987 3 года назад
ერთ ერთი საუკეთესო გადაცემა იყო.ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს კარდინალში თუ არა,იმ ხალხში მაინც ვინც ქრისტეს გაეცალა და კარდინალს დაკავების უფლება მისცა.
@nonaavsajanishvili9021
@nonaavsajanishvili9021 3 года назад
ბატონო ლევან..გენიოსი ხართ...👍👍👍👍👍👍👍
@GiGaGabriel1610
@GiGaGabriel1610 11 месяцев назад
არ მაინტერესებს არც მისი პოლიტიკური შეხედულება , და არც არაფერი მსგავსი .. ერთი რაც შემილია ვთქვა , რომ ბერძენა იმენა თემაა .. 🙌🏼🤍 გენიოსი კაცი !
@dalitoklikishvili8586
@dalitoklikishvili8586 3 года назад
დიდი მადლობა, ბატონო ლევან! სისტემატურად გისმენთ და მომწონს ...❤👏
@katedemirtas6443
@katedemirtas6443 2 года назад
ვინ არის ადამიანი? რა არის თავისუფლება? გეუბნებიან რაში გჭირდება სინდისი და თავისუფლება… სხვა იაზროვნებს შენ მაგივრად. თუ ეწინააღმდეგები და იწყებ აზროვნებას - თავისუფალი ხარ და თუ თავისუფალი ხარ ეს არის ბედნიერება! ბატონო ლევან, ასე გააგრძელეთ დიდხანს! უდიდესი პატივისცემა და მადლიერება თქვენს მიმართ ამერიკიდან! 👏🇬🇪👏🇺🇸👏
@mtvarisapirtskhalaishvili5528
@mtvarisapirtskhalaishvili5528 8 месяцев назад
❤ზემოქმედების ნიჭი საკმაოდ იშვიათია
@nonaavsajanishvili9021
@nonaavsajanishvili9021 3 года назад
👍👍👍👍👍👍
@zurazura6975
@zurazura6975 2 года назад
გაუმარჯოს ადამიანებს
@kaxatrapaidze7109
@kaxatrapaidze7109 4 месяца назад
ადამიანი მოვლენა 💙
@mastermobile6292
@mastermobile6292 3 года назад
💥👏👏
@Giorgigag
@Giorgigag Год назад
მადლობა❤
@arcilsigunava4411
@arcilsigunava4411 27 дней назад
ყველა ლექცია გენიალურია.
@expertexpert5170
@expertexpert5170 2 года назад
Gmadlobt.😊! ! ! MOKITCHVA KATA PELES! !!😊
@vazhanatroshvili7523
@vazhanatroshvili7523 3 года назад
მესამე ცხობის პურს გვაჭმევდნენ საბჭოთა ჯარში ГСВГ 1986-88
@user-uk9rf7fw2x
@user-uk9rf7fw2x 23 дня назад
თანამედროვე ვირთხა კარდინალი უნდა დაემხოს
@user-gr2fp2im2c
@user-gr2fp2im2c 6 месяцев назад
ბატონო ლევან,ალბათ მიტომ მომტყდა ფეხი,და მიტომ ვწევარ აგერ უკვე 2 თვეა ლოგინში,რომ თქვენი ლექციები მომესმინა.პასუხიც მივიღე სამყაროდან.
@gugakalandia6730
@gugakalandia6730 Год назад
ეკლესიას საიდან გაუჩნდა სურვილი რომ ემართა მსოფლიო ?
@Eska_flop7
@Eska_flop7 3 месяца назад
ეკლესიას არა ,პოლიტიკურ მოღვაწეებს გააჩნდათ. სამწუხაროდ თვით ეკლესიურ მოღვწეები იყვნენ ძაალაუფლების მოყვარე პოლიტიკური პერსონები ზოგჯერ ,რაც ,რა თქმა უნდა, უპირსიპირდება ქრისტიანულ ცხოვრების წესს.
@julietakiknavelidze1836
@julietakiknavelidze1836 Месяц назад
ბ. ლევან 100 წ იყავით რომ ისმოდეს თქვენი ხმა ❤ დიდ საქმეს აკეთებთ
@julietakiknavelidze1836
@julietakiknavelidze1836 Месяц назад
ბ. ლევან 100 წ იყავით რომ ისმოდეს თქვენი ხმა ❤ დიდ საქმეს აკეთებთ
@zurazura6975
@zurazura6975 2 года назад
ლიბერალისტი და სოციალისტიც -ადამიანი და ღ
@zurazura6975
@zurazura6975 2 года назад
ისტობას არა
@mertsia
@mertsia 3 года назад
ასეთი დამახინჯება და დაკნინება დიდი ინკვიზიტორის, უბრალოდ როგორ შეძელით? :(
@saqartvelolamazo
@saqartvelolamazo 2 года назад
nu_ isev akninebs neo liberalizmis saxelit am epizods
@karlotvaradze8933
@karlotvaradze8933 Год назад
აი ამ ნერწყვის ჭყლაპუნის და ყლაპუნის ხმა სრულიად აუტანელია...
@alexandergrdzelidze5676
@alexandergrdzelidze5676 Год назад
ბატონმა ლევანმა როგორც თვითონ ბრძანა აკაკიზე "- ვეფხვისტყაოსანს ჯუჯრუტანიტან შეხედაო" ( ილიას სიტყვები) თვითონ შეხედა ეხლა თავისუფლებას და ქრისტიანობის საფუძვლებს ჭუჭრუტანიდან
@davitgorgiladze4742
@davitgorgiladze4742 Год назад
ლიბერალიზმი არის ყველაზე კაცთმოძულე იდეოლოგია.
@georgepataridze-nikolaishv9104
@georgepataridze-nikolaishv9104 6 месяцев назад
ლიბერალი იყო ილია ჭავჭავაძე, თომას ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ბენჟამენ ფრანკლონი და ბევრი სხვა. შენი ლოგიკით ლიბერალიზმს გამოდის ტოტალიტარიზმი, სოციალიზმი და კომუნიზმი ჯობია? საკმაოდ დაუფიქრწბელი კომენტარია.
@giorgitaoeli5702
@giorgitaoeli5702 3 года назад
რას ჩმახავ, რას ბლუყუნებ.
@davitgorgiladze4742
@davitgorgiladze4742 Год назад
თავისუფლება არ არის ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულება, ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულება სოციუმში თავის დამკვიდრება და თავის გამოჩენაა. შესაძლოა ამისათვის მან ყველაფერი შესწიროს თუნდაც თავისუფლება და სხვაზე დაქვემდებარებული გახდეს.
Далее
Блиц по трекам ❤️
00:50
Просмотров 63 тыс.
🎙ПЕСНИ ВЖИВУЮ от КВАШЕНОЙ🌹
3:09:38
Блиц по трекам ❤️
00:50
Просмотров 63 тыс.