-გვიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ჰეღოსა?
როგორ დაეცნენ ლეკები,
ბაკურის ციხე-ეზოსა…
-არ მინდა, ძველი დარდები
რო გულში აიწეწოსა.
მე რა ვთქვა, უნდა კაცობა
ბაკურმა დაიკვეხოსა.
იმისი ომი და ქცევა
ნეტავი თვალით გეხილათ…
-დიდი მოვიდა მტრის ჯარი,
გარს შემოგვერტყა ღობედა.
შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით
მრავალი კიდეც ვხოცეთა.
დიაცნი წამალს გვიწყავდნენ,
ქების ღირსია სწორედა.
ცეცხლად გადიქცა ბაკური,
მარტო ოხვრად და კვნესადა.
მტერს მიეგება ციხის კარს
მეც იმას მივყევ კვალზედა.
გადუხტა ხმალ მოღერებით,
ფრანგულმა გაიცინაო!
თორმეტი მოკლა ციხის კარს,
ერთურთზე დააწვინაო!
ვეფხვსაც დააცვდა კლანჭები,
ბაკურმაც დაიძინაო…
ვაჟა-ფშაველა
პოემიდან ,,ბაკური’’
8 сен 2024