Тёмный

ლექსო დორეული: კაფკა - ადამიანი სხეულის გარეშე [მეორე ნაწილი] 

Подписаться
Просмотров 1,5 тыс.
% 32

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ახალი, საკარანტინო პროექტი - "ჟამის ლექცია" წარმოგიდგენთ ლექსო დორეულის ლექციას: კაფკა - ადამიანი სხეულის გარეშე [მეორე ნაწილი].
იოზეფ კ. - ადამიანი "მეს", სხეულის, წარსულისა და ბიოგრაფიის გარეშე - პერსონაჟი, რომელიც ძალზე მკაფიოდ, იკონურად და სრულყოფილად გამოხატავს თანამედროვე ადამიანის მდგომარეობას და სამყაროსადმი მიმართებას და, რაც მთავარია, მის ავტორს - ფრანც კაფკას.
კაფკამ მისი მთავარი რომანის, "პროცესის" სახით, საკუთარი აბსტრაქტული ბიოგრაფია შექმნა და ეცადა მის მიერ განცდილი შიშები, აკვიატებები, სურვილები და შფოთები ლიტერატურული, ფიქციური ფორმით გამოექვეყნებინა - მისთვის ლიტერატურა საშუალებაა იყო - გამკლავებოდა რეალობას, სინამდვილის დამთრგუნველ და აუტანელ ზეწოლას.
"პროცესი" არის წიგნი, რომლის კითხვა ბევრისთვის არაკომფორტული და საშიშიც კია, რადგან ჩვენ კაფკას მიერ აღწერილი სამყაროს ნულოვანი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ეს არის კაფკას გამოწვევა მკითხველისადმი - საკუთარი თავი გაიგო არა იმ პერსპექტივიდან, თუ ვინ ხარ, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ არ ხარ და არც ყოფილხარ არასდროს.

Опубликовано:

 

2 апр 2021

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии