Тёмный
No video :(

ლომისობა და ხატიონის გადათელვის ტრადიცია მთიულეთში 

Mtisambebi / მთის ამბები
Подписаться 52 тыс.
Просмотров 19 тыс.
50% 1

mtisambebi.ge/ - დღეს მთიულეთში ლომისობა აღინიშნება. ლომისას წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე - სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ.
წესის მიხედვით, ლომისობის წინა დღეს, სოფელში მდებარე ტაძრიდან დეკანოზს და ხატიონის სხვა წევრებს ხატები, ჯვარი და დროშა გამოაქვთ. ამის შემდეგ, დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და მლოცველებს უხმობს. დაახლოებით, 5 საათისთვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ, რის შემდეგაც მლოცველები ლომისას მთისკენ მიემართებიან.
მსვლელობისას მლოცველები მიწაზე წვებიან, დეკანოზი, 81 წლის ომარ ბურდული და მისი თანმხლები პირები, ვინც დროშას, ხატსა და ჯვარს მიაბრძანებენ, მლოცველებს ზურგზე ფეხით ეხებიან, რის შემდეგაც ზემო მლეთაში მცხოვრები ბუთხუზები, გაგაძეები, ნაზღაიძეები ხატიონს „კულუხს“ (ქადა-პურს) ახვედრებენ. ამის შემდეგ ხატიონი მთის წვერზე ადის, სადაც ლომისას წმინდა გიორგის სახელობის IX-X საუკუნეების ეკლესია დგას.
ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. ეკლესიის მეორე მხარე, ახალგორის მუნიციპალიტეტი, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ლომისობას მლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ. მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება - ანუ, თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც ლომისობა ადრექრისტიანული დღესასწაულია და არა წარმართული.

Опубликовано:

 

25 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 60   
@Butkhuzi
@Butkhuzi Год назад
Გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს ❤️🇬🇪✊
@user-wn1zy9kk4k
@user-wn1zy9kk4k Год назад
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი!.ლომისის წმ.გიორგის ძალა მადლი ფარავდე სრულიად საქართველოს და მელ მართლმადიდებლურ სამყაროს ამინ!💖🙏
@nonamacharashvili1854
@nonamacharashvili1854 Год назад
თქვენ ასწავლეთ მთიულებს ხატის ადათ- წესები. ყველაფერი წმ. გიორგის დაშვებით ხდება. ამდენი ხანი ეს ტრადიცია არ შენარჩუნდებოდა. დაიფაროს სრულიად საქართველო ლომისის წმ. გიორგიმ. ამინ.❤🎉❤🎉
@user-rs6gq7pi8h
@user-rs6gq7pi8h Год назад
დიდება ლომისას ! საქართველოს ფარავდეს ლომისას წმინდა გიორგის ძალა
@avtoberishvili9551
@avtoberishvili9551 Год назад
ლომისობას გილოცავთ! ჩვენს სალოცავებს გაუმარჯოს!
@MariMari-tt9ss
@MariMari-tt9ss 2 месяца назад
გაუმარჯოს ყველა სალოცავებს და თქვენ ბაბუა არ კარგათ რომ ილოცები
@sulxanbatarashvili
@sulxanbatarashvili Год назад
შეიძლება მართალია თავისებურად აკეთებენ მაგრამ დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ ეგეთი მეომარი და ერთგულ ჯიუტ ხალხს როგორიც მთიულები არიან ვერსად ნახავთ ტყუილიც არიციან ☦️🌍☦️🌎☦️🇬🇪
@aleksigelashvili3465
@aleksigelashvili3465 Год назад
დიდება უფალს , დიდება ლომისის უდიდეს და უძლიერეს დღესასწაულს.
@giulikazishvili8389
@giulikazishvili8389 Год назад
ღმერთმა გაგიმარჯოთ ძია კაცო,ყველას გფარავდეს დიდი ლომისა
@Abcd99199
@Abcd99199 Год назад
ღმერთმა გაუმარჯოს პატრიარქის დაბადების ადგილსა...❤❤❤ ამინ! ამინ! ამინ! ეს პირველად გავიგე, გაიხარეთ!
@davidjkompany4507
@davidjkompany4507 Год назад
დიდება ლომისობას, დიდება🙏🙏🙏
@lianamamulashvili2989
@lianamamulashvili2989 Год назад
გილოცავთ ყველას
@violetsun5142
@violetsun5142 Год назад
პატივი უნდა ვცეთ ყველა კუთხის ადათჩვეულებებს.მაგათ შეიძლება თქვენი კუთხის არ მოეწონოთ და მაშინ დავჭამოთ,მივაყენოთ შეურაცყოფა ერთმანეთს.მტერსაც ეს უნდა.ღმერთმა გაგვაერთიანოს ქართველი ერი და მთლიანად საქართველო❤❤❤
@Dron3rr
@Dron3rr Год назад
თქვენ გაგიმარჯოთ!
@iyideba
@iyideba Год назад
დიდება ლომისობის ბრწყინვალე დღესასწაულს
@homemade-georgian-cuisine
@homemade-georgian-cuisine Год назад
მთავარია ტრადიცია შენარჩუნდეს. ამაში იმხელა სიბრძნე და ძალაა, რომ არცაა გასაკვირი მავანს არ ესმოდეს. დიდება ლომისას წმინდა გიორგის! მისმა ძალამ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა!
@ninodolidze8454
@ninodolidze8454 Год назад
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ჩემი თბილი და ტკბილი ხალხი!
@zuradugladze3626
@zuradugladze3626 Год назад
ამინ !! გვეწეოდეს ყოველთა ქართველთა !! ამინ !! ყოველი ამ ტროპარის ისტორიაა შესასწავლი(მონაგონების) !! მიყვარხრათ, სიყვარულის ცრემლებით !!!! შენ ხმას შემოვევლე !!
@davidjkompany4507
@davidjkompany4507 Год назад
დიდება ლომისის წმიდა გიორგის, დიდება🙏❤ გვფარავდეს მისი ძალა და მადლი,ამინ 🙏❤
@datopkhakadze2364
@datopkhakadze2364 Год назад
ლიბერასტებო გასკიდთ გულზე თქვენი უჯიშო და უსამშობლო დედა ვატირე!!! დიდება საქართველოს მის წარსულს მის აწმყოს და მის მომავალს!
@ninuca5924
@ninuca5924 Год назад
დაილოცოს შენი გული, გაიხარე უცნობო ქართველო! დღეგრძელობას გისურვებ!
@aleksigelashvili3465
@aleksigelashvili3465 Год назад
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ბერიკაცო
@iashamen3108
@iashamen3108 Год назад
გულოცავთ ლომისობას
@casinoboss721
@casinoboss721 Год назад
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შემორჩენილი წესები და ჩვეულებები, არ შეიძლება ფასდებოდეს როგორც წარმართული ან არაწარმართული. ცოტათი თუ დავფიქრდებით, მივალთ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ოდესაღაც ის რაც დღეს წარმართული გვგონია, მაშინ უალტერნატივო და ყველაზე სწორი რელიგიური ქმედება იყო. ადამიანების ცხოვრებაში ყოველი ახალი რელიგიური ცვლილება, ავტომატურ რეჟიმში იწვევს წინა წესების ეტაპობრივ განდავნეას ან ჩანაცვლებას. ეხლა იმის თქმა მინდა რომ შეიძლება რაღაც წესი რასაც ეხლა ვიცავთ 3,000 წლის მერე ჩაითვალოს წარმართულად. ასეთი რაღაც მომხდარა ადამიანების ისტორიაში არაერთხელ უკვე. მთიულეთის მთავარი სალოცავის ლომისას წმინდა გიორგისთან დაკავშირებული ადათები და წესები ატარებს ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას იმ ხალხისთვის, ვინც ამ წესის დაცვას ცდილობს. საკმარისია ერთხელ მაინც გაიარო ის გზა რომელსაც აყავხარ მთის წვერზე და მიხვდები რომ ეს არაა უბრალოდ გზა, ეს არის ფილოსოფია ადამიანად ყოფნის, რაღაცის მიმართ არ შეგუების, ბრძოლის და გამარჯვების. შეგინდოთ, შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ - როცა ადამიანები ამ სიტყვებს გეუბნებიან, თქვენთვის მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს წარმართული თუ ქრისტიანული რიტუალიდან მოდის ეს სიტყვები... მთავარია რომ ისინი ასეთ დროს არიან გურლწფრელები და მათ თქვენთვის მთელი სულთ და გულით უნდათ კარგი. სწორედ ასეთ მორალურ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ნამდვილი, სუფთა ადამიანები.
@violetsun5142
@violetsun5142 Год назад
გაიხარეთ😊
@marinatadze5371
@marinatadze5371 Год назад
ვააა ეს არ ვიცოდი,ფეხით რომ ეხება
@НадеждаБасилашвили
Дай Бог этому старцу который молится за всех провославных христиан крепкого здоровья и долгой долгой жизни он славит Бога Пресвятую Богородицу и всех святых Росийских Грузинских Осетинских Абхазских и поздравляет с праздником Ломисоба всех православных христиан Амин ь❤❤❤
@Orthodoxoffgrid
@Orthodoxoffgrid Год назад
ნუ განიკითხავთ თქვენ თუ მეტი მოგეცათ მეტიც მოგეთხოვებათ! ამათ რაც მიეცათ იმას ასრულებენ!❤
@user-rc1no9ht1s
@user-rc1no9ht1s Год назад
Ломисобис дхес даибада чеми швилишвили Кахи ломисобис дзала паравдес квела патарас
@f.f.f.
@f.f.f. Год назад
ღმერთო გვიმრავლე ერი ჩვენი!
@НадеждаБасилашвили
Дай Бог этому старцу который молится за всех провославных христиан крепкого здоровья и долгой долгой жизни он славит Бога Пресвятую Богородицу и всех святых Росийских Грузинских Осетинских Абхазских и поздравляет с праздником Ломисоба всех православных христиан Амин ь
@ninuca5924
@ninuca5924 Год назад
არ ვიცი ვინ ხართ და რა ასაკის ადამიანები ხართ! ამ რიტუალებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ! დიდი და ძველთაძველი! მოიძიეთ და წაიკითხეთ! ასე ზერელედ მსჯელობა და შეურაცხყოფა იოლია! თუ მართლა გიყვართ თქვენი ისტორია, წარსული, მოიძიეთ წიგნები დაწაიკითხეთ! გაიგებთ, რას ნიშნავს ეს ყოველივე! თუ არ მოგწონთ, ნუ უყურებთ! საკვირველია, გასაოცარია დეკანოზის ლოცვა რატომ არ მიიღო თქვენმა გონებამ! იმ საოცარი დალოცვის შემდეგ ეგეთი აზრები როგორ დაგებადათ! იფიქრეთ საკუთარ ურწმუნობაზე, უსიყვარულობაზე! მთიელებს არ ეშლებათ, იციან, რასაც აკეთებენ!
@zurabaindurashvili3048
@zurabaindurashvili3048 Год назад
❤ufalma daglocot
@user-pg7df5wu4i
@user-pg7df5wu4i Год назад
თქვენ გენაცვალეთ ნამდვილო ვაჟკაცო ქართველებო
@paata110
@paata110 Год назад
Ამინ
@gigaganjelashvili9361
@gigaganjelashvili9361 Год назад
❤ეს რას ნიშნავს ზედ რატომ დადიან ?
@357caliber6
@357caliber6 Год назад
რაღაცა ლამაზი ლეგენდა ექნება სხვებისთვის ამ უცნაურ ტრადიციას.ნუ უწოდებთ ამ ხალხს კერპთაყვანისმცემლებს,თავად რომ გყავთ გაკერპებული უმეტესობა თგვენგანს,თაღლითი პოლიტიკოსები და ბევრი სასულიერო პირი
@kakhakakhoshvili7046
@kakhakakhoshvili7046 Год назад
ჰფარავდეს ლომისის მადლი მთლიანად საწართველოს ქართველ ემიგრანტებს ჩვენს მებრძოლებს უკრაინას და მთელ მსოფლიოს იყოს სიწყნარე და სიხარული ღმერთო გთხოვ ჩვენი მიცვალებულები კი განათებული გზით ატაროს ამინ ამინ ამინ.❤❤❤❤❤❤
@darikomikaberidze9170
@darikomikaberidze9170 Год назад
რატომ ილანძღებით. კარგი დღესასწაულია,იყოს კარგი დღესასწაული,რა პრობლემაა?
@aramkitkhemoambe9801
@aramkitkhemoambe9801 Год назад
არაფერი ლეგენდა არ აქვს. რაც გინდა ის გამოიგონე. ლეგენდები ზღაპრებია მოგონილი და ფაქტი არ აქვს არაფერს.
@Geogrande
@Geogrande Год назад
ღმერთო გადმოხედე ჩემ ქვეყანას 🙏🏻🇬🇪🫡
@user-ec2tk8wy9i
@user-ec2tk8wy9i 11 месяцев назад
გენაცვალე ომარა ძია ასი წელი იცოცხლე
@AmanitaMuscaria-
@AmanitaMuscaria- Год назад
დუდუკი არა დიჯე ჩამოიყვანეთ ესარის ზუსტად წარმართულობა ბოლოს რაც ხდება რომ წვებიან იმენა გულისამრევია
@mananakokhtashvili6739
@mananakokhtashvili6739 Год назад
ხალხნო აქ კომენტარებში რომ ულოცავთ ლომისობას გონზე მოდით ეს არის წარმართული რელიგია 😠😠😠
@guroshalikashvili1928
@guroshalikashvili1928 11 месяцев назад
თქვენს საქმეს მიხედეთ... ჯობს
@giorgigogishvili6451
@giorgigogishvili6451 Год назад
ეს საშინელი წარმართობაა არეულ დარეული აქვთ ერთმანეთში ყველაფერი. იესო ქრისტესაც ახსენებს, თუ იესოს იღებენ როგორც მხსნელს, ეს მამლები და მოზვრები რაარის? ქრისტეს დაღვრილი სისხლი არარის საკმარისიი. მოკლედ წარმართობაა რომელიც დამღუპველია.
@user-oj9fq8dt4n
@user-oj9fq8dt4n Год назад
წარმართული აბა რაარი
@fatimadzukashvili7641
@fatimadzukashvili7641 Год назад
ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლები არიან
@dns44588
@dns44588 Год назад
მთამ ბოლომდე არ დათმო თავისი წარმართული ადათ-წესები,ქრისტიანობა მთაში სისხლის ღვრით გავრცელდა და ამისი ვრცელი მატიანე არსებობს, გიორგისთან არანაირი კავშირი არ აქვს ლომისას...
@tamarimjavia1176
@tamarimjavia1176 Год назад
ღმერთოო .....🙉🙊😔😪🤔
@m.k.9166
@m.k.9166 Год назад
ღმეღთმა ამრავლოს 300 არაგველების შთამომავლები და გამარჯვებულ, გამთლიანებულ, გამრავლებულ საქართველოში ეცხოვროთ.....🇬🇪🦅🇬🇪✊🏻🇬🇪✊🏻🇬🇪✊🏻🇬🇪✊🏻🇬🇪🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅🦅
@giogaba9426
@giogaba9426 Год назад
წარმართები!!!
@aleko74
@aleko74 Год назад
ეხლა ეს ქრისტიანული და მართლმადიდებული საქციელია? ადამიანებზე ფეხით გადასვლა😠
@user-st7gh8ko5o
@user-st7gh8ko5o Год назад
ავადმყოფებო
Далее
Х.евая доставка 😂
00:23
Просмотров 1,3 млн
Akaki Eliava აკაკი ელიავა
25:14
Lomisoba/ლომისობა
9:42
Просмотров 20 тыс.
ლომისობა
7:43
Просмотров 62 тыс.
Х.евая доставка 😂
00:23
Просмотров 1,3 млн