დიდი მადლობა ქალბატონებო ასეთი თემის განხილვისათვის. წუსტად იმ კვანძზე გაქვთ აქცენტი კაკეთებული რაზეც სამყაროში უმრავლესობაა გამობმული.... ეგოს კონტროლით საკუთარ თავზე და სიყვარულის უკეთესი ვერსიის გაგება გვიხსნის ამ კვანძის გადალახვას ან არ შექმნას.
უფრო სიღრმეში რომ ჩაყოლოდით კარგი იქნებოდა. რა იწვევს ამ ტოქსიკოზს. ჩემი ხასიათის სისუსტე თუ ეგოცენტრიკებით და უმეცარებბით დაავადებულ ადამიანებთან ურზთიერთობა?" შეიძლება ყველაფერი გააცნობიერო მიხვდე მაგრამ საშველი რა არის. ეს ავტომატური რეჟიმების დამსხვრევის გზა თუ იცის სტუმარმა პრაქტიკულად ეს არის მნიშვნელოვანი თორემ დანარჩენი ყველაფერი ბლაბლაა. გამოსავალი....არ არის? სანამ ვინმე რამეს მიგიხვდება ... მე მგონი დაცილება ყველაზე კარგი გამოსავალია. უფ... უსაშველობაა რა....
მთავარი პრობლემა ისაა, რომ იმ დროისთვის, როცა ხვდები, რომ პარტნიორი გწამლავს, ან ბავშვი გყავს უკვე, ან ეკონომიკურად ხარ დამოკიდებული და უკვე ეკონომიკურად მოზლიერება დაგვიანებულად ან შეუძლებლად გეჩვენება, ან ძალიან გინდა შეინარჩუნო პატიოსანი ქალის იერი და ვერ ბედავ მტანჯველი ოჯახიდან გამოსვლას. ქალის აღზრდაშია პრობლემები, ყველაფერი კეტდება საიმისოდ, რომ ქალი საბოლოო ჯამში იძულებული იყოს, რომ ოჯახი შეინარჩუნოს.
თუ ტოქსიკურობა ადამიანის თვისებაა, ანუ მას ეს ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა, მაშინ საუკეთესო გამოსავალი არის დაშორება, ‘no contact’. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან შეიძლება ეს იყოს დედა, მამა, ოჯახის წევრი, ნათესავი, მეუღლე. აი, მეუღლეს უფრო დაშორდები, ვიდრე ოჯახს, სადაც დაიბადე. იმ შემთხვევაში, როცა ჩვენთვის ახლობელი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება აუტანელი, ტოქსიკური, მაშინ უნდა გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ეს, მისმა დროებითმა პრობლემებმა, არაჯანსაღმა გარემომ, თუ რამ? ამ დროს უნდა ავუხსნათ, მივანიშნოთ და თუ შედეგი არ გამოიღო, აქაც შეშვებაა გამოსავალი. გადამრჩენელის როლის მორგება კონტრპროდუქტიულია. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მაქსიმალური, რაც შეიძლება გავაკეთოთ, მათ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ, ისიც დელიკატურად. სხვას ვერაფერს გავაწყობთ. 5-წლიანი ბრძოლის შემდეგ მივხვდი ამას და შევეშვი. ეხლა ერთადერთი, ვისი გადარჩენაც შემიძლია, საკუთარი თავია.