Тёмный

მამა საბა ჭიკაიძე♥️ შეკითხვებზე პასუხი. 25.03.2022 

მამა შალვა კეკელია
Просмотров 1,8 тыс.
50% 1

შეკითხვებზე პასუხი♥️
-მამაო! რამდენათ მართებულია დაქორწინება ასაკოვანი ქალისთვის, დიდი ხანია ისინი შეყვარებულები არიან, მაგრამ აქამდე ვერ დაქორწინდნენ. დღეს წინააღმდეგია ქალი, შეიძლება ეს უფლისთვის უკვე მიუღებელი იყოსო? ისინი 60 გადაცილდნენ გთოვთ გვიპასუხოთ.
-რას ნიშნავს პატარა ცოდვები, ანუ მცირე ცოდვები ამ დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამას ზოგი ვერ ხვდება და მეც მასე ვარ მადლობა წინასწარ.
-რა ლოცვები წავიკითხო, რომ გარდაცვლილი შვილის სულს შვება მივცე. ერთი წელი შესრულდა რაც აღარ მყავს. მუდმივად ვკითხულობ 20 კანონს. ლოცვებს გარდაცვლილი შვილისთვის და სხვადასხვა ლოცვებს შენაცვლებით და დილის და საღამოს ლოცვებს.7ჯერ გავუკეთე შეკვეთილი ლოცვა, მაგრამ კიდე მინდა ვისწავლო და გავაკეთო ის რაც მას დაეხმარება იმიერ ცხოვრებაში. ჩემი შვილი სუიციდით დაიღუპა, მაგრამ ვინაიდან ფსიქოტროპულ პრეპარატებს ღებულობდა და ფსიქიატრიულში მოხვდა, წესი აუგეს და ეკლესიაშიც მეც მაქვს უფლება ჩემი შვილისთვის ვილოცო. მინდა მიროთ როგორ დავეხმარო, რა გავაკეთო, რა ლოცვები ვიკითხო კიდევ.
-მე პირადად ვარ აღმსარებელი და მაზიარებელიც შეძლებისდაგვარად, როგორც ვახერხებ და ჩემი მამაოსთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ როდესაც მამაოს ვესაუბრები ან რამდენი მამაი გამომხედავს, სულ მგონია რომ მამაო კი არა იმ წუთში უფლის თვალები მიყურებს, ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ მამაო კი არა თვით უფალი დგას და მიყურებს და როდესაც მამაო ქადაგებს, მგონია, რომ პირადად მე მელაპარაკება უფალი. ვიცი, რომ იქ ბევრი დგას ჩემთან ერთად
მაგრამ მე ესეთი გრძნობა მეუფლება გულის სიღრმეში, ვფიქრობ, რომ წს ხმამაღლა რომ ვთქვა, მამაო გამიბრაზდება ან ვცოდავ, მაგრამ არ ვადარებ, მაგრამ მგონია, რომ ჩემ წინ უფალი დგას, მაინტერესებს ეს სწორი შეფასებაა ჩემში ესეთი გრძობა, თუ უბრალოდ ვცდები და რაღაც მეჩვენება? ვერ გავიგე სწორია თუ არა ჩემი ფიქრი, თან ეს ფიქრი თავისით მოდის მამაოს როგორც კი დავინახავ, ეგრევე უფლის წინ ვდგევარ მგონია.
-დიდი სიყვარულით უსმენ თქვენს პასუხებს შეკითხვებზე. გოგონა მყავს და მოსწონთ სარძლოთ ჩვენი ოჯახის ახლობლებლებს, ნათესავებიც არიან ნათელმინორობით. უკეთილშობილესი ოჯახია, მაგრამ სამწუხაროდ ბიჭი ტაროს მიმდევარია, არ ვიცი რამდენად ღრმა, მაგრამ ქრისტიანობასთან რომ აღარაა ახლოს ვიცი. ამ შემთხვევაში რას მირჩევთ. ეს ბიჭი სულით და გულით უაღრესად კეთილშობილი და ადამიანურია, გიჟდებიან ბებია ბაბუა და ოჯახისწევრები და უნდათ გოგოსთან მოსვლა. გოგომ არაფერი არ ი იცის.
- ჩემი და მუშაობს ინტერნეტ საიტებზე, დებს განცხადებებს შეკვეთით და სესხებთან დაკავშირებითაც უწევს დადება. მე დაუშალე რომ შეიძლება ამან ზიანი მოუტანოს ვინმეს თქო, ის ფიქრობს, რომ ვინმეს შეიძლება დაეხმაროს. ამ შემთხვევაში ვფიქრობდი რომ თუნდაც ერთი ადამიანი რომ გაუბედურდეს ჩვენი მიზეზით ჯობია არ გააკეთოს თქო. მაგრამ მაინ აკეთებს. რას გვირჩევთ.
მოგესალმებით, 32 წლის ცოლ ქმარი ვართ; გვყავს შვილები და შვილიშვილები;
ძალიან "გავცივდით" ერთმანეთის მიმართ, სულ ვჩხუბობთ და ერთმანეთს ვეღარ ვიტანთ! ეს გამოწვეულია მისი უმუშევრობით, ნერვები მეშლება უსაქმურად რომ წევს მთელი დღე და საშინლად აგრესიული ვხდები, ისიც ბრაზდება და აგრესიითვე მპასუხობს!
ძალიან მრცხვენია ამ ასაკში ოჯახის დანგრევა, არადა ერთად ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, ჯანმრთელობაზეც და განწყობაზეც აისახება ამდენი ნერვიულობა!
მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? ძალიან მიჭირს ამდენის დათმენა!
-დამლოცეთ მამა საბა. რა არის ძირითადი და არსობრივი განსხვავება ჩვენს და კათოლიკეებს შორის და რატომ ვამბობთ,რომ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია გულისხმობს და ატარებს იმ არსს რაც ქრისტემ დაარსა?
-მამა საბა ხშირად გადევნებთ თვალყურს და ძალიან საინტერესოდ ქადაგებთ, მყავს მოძღვარი, ხშირად აღსარების სათქმელად რომ მივდივარ და ვესაუბრები მამაოს ვიბნევი და სრულად ვერ გადმოვცემ ჩემს სათქმელს, მერე მახსენდება რომ ამომწურავად ვერ ვუთხარი ყველაფერი. არის რაღაცეები კიდევ რასაც ვერ ვამბობ სირცხვილის გამო, თვითონ სიტყვის წარმოთქმის მცხვენია, ვისაუბრო ჩემს ჩადენილ ცოდვაზე. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე და მაინტერესებს რაიმე ცოდვა, როდესაც გვაქვს ჩადენილი, აღსარებაში ეს ზუსტად ისე სიტყვა სიტყვით უნდა ვთქვათ თუ დეტალურად აღვწეროთ. კიდევ ერთი ძალიან ცუდი რამ მემართება ძალიან ცუდი აზრები ფიქრები გამიელვებს ხოლმე გონებაში უფალზეც სასულიერო პირზე და ეს ძალიან მტანჯავს ვიცი რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეშმაკი რომ მებრძვირს ამას ვგრძნობ. როგორ მოვიქცე არვიცი. ლოცვაც მეზარება.ჩ ემს თავს მფარისევლად მივიჩნევ, არ ვიცი ძალიან ცოდვილი ვარ ,მინდა უფალთან ახლოს ვიყო მაგრამ ეს ძალიან მიჭირს.
-როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულის სულზე?
ასევე უფრო დაწვრილებით მაინტერესებს მე-9,მე-40 დღის შესახებ?
რამდენჯერ უნდა იკითხოს საფლავი მიცვალებულის?
თუ მოუნათლავი არის ოჯახის წევრი მეორმოცე დღემდე უნდა მოინათლოს?
-ღმერთმა შექმნა ადამიანი და ამბობთ იმას რომ თავისით არაფერი არ იქმნება, შეგიძლიათ აგვიხსნათ ღმერთი ვინ შექმნა? იმას ხომ ვერ მეტყვით რომ, ღმერთი სულ არსებობდა, დასაწყისი მაინტერესებს ღმერთი როგორ შეიქმნა?

Опубликовано:

 

28 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 3   
@tatiashanshiashvili8373
@tatiashanshiashvili8373 2 года назад
მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, მამა საბა მადლობა ყოველივესთვის🙏
@ninoberiashvili9271
@ninoberiashvili9271 2 года назад
Sagamo mshvidobis romel eklesiashi sheidzleba tkveni xilvaaa
@健康生活-h5m
@健康生活-h5m 2 года назад
გაიხარეთ მამაო.ამრავლოს უფალმა თქვენისთანა სასულიერო პირები. ყოველთვის ყურადღებით გისმენთ.თითქმის ყველა ქადაგებამაქვს მოსმენილი ,ასევე სახარების თქვენი განმარტებები თითქმის ყველა. ფსალმუნთა განმარტებებს თუ გააკეთებდით ისევ თანმიმდევრობით 150 გაგვიხარდებოდა ბევრ ადამიანს.გაიხარეთ.
Далее
FATAL CHASE 😳 😳
00:19
Просмотров 709 тыс.
Я ИДЕАЛЬНО ПОЮ
00:31
Просмотров 587 тыс.
gansacdeli gvtis wyalobaa,bediswera
48:40
Просмотров 5 тыс.
FATAL CHASE 😳 😳
00:19
Просмотров 709 тыс.