Тёмный
No video :(

მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Просмотров 149
50% 1

ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
ახალ, ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო სტადიონზე აშენდა 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების სისტემები.
სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და ტელერეპორტაჟების სივრცეებს და სხვა სამეურნეო და ტექნიკურ სათავსოებს.
სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
პროექტი განხორციელდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებებით, რაც ითვალისწინებდა გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს, გადახურვისა და კედლების თბოიზოლაციას.
ახალი საფეხბურთო სტადიონი ხელს შეუწყობს ქალაქ მარნეულისა და რეგიონის ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა, მისი ღირებულება 8.2 მილიონი ლარია.

Опубликовано:

 

26 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
#საუკუნისპროექტი
3:45
Просмотров 2,9 тыс.
А ВЫ УМЕЕТЕ ПЛАВАТЬ?? #shorts
00:21
Просмотров 880 тыс.
How To Read Russian In 9 Minutes (Seriously)
9:10