Тёмный

მერაბ მამარდაშვილი - III ლექცია. 24/II-1990 წ. 

Giorgi Zedginidze
Подписаться 1,4 тыс.
Просмотров 12 тыс.
50% 1

ჩანაწერი წყდება, ამიტომ ლექციის დასასრულს ტექსტის სახით შემოგთავაზებთ წიგნიდან "საუბრები ფილოსოფიაზე", რომელიც რედაქტირებულია გია ნოდიას მიერ.
"ადამიანური ურთიერთგაგების ერთი თვისება ისაა, რომ ის აბსოლიტურად შეუძლებელს ხდის კეთილისა და ბოროტის, ან ჭეშმარიტისა და ყალბის განსხვავებას. ეს არის მერყევი წინაღმდეგობის სიტვაცია, რომელშიც ერთი და იგივე ხან კეთილად უნდა მიიჩნიო, ხან ბოროტად - ე.ი. ის, რაც განსხვავებული უნდა იყოს, ერთმანეთში გადადის.
სწორედ ასეთი სიტვაციებიდან გამოჰყავდა პლატონს აზროვნება, ან იდეალური სამყარო. ოღონდ მერყევი სიტვაცია არ უნდა გავიგოთ, როგორც რაღაცის უბრალო არცოდნა. მისი მნიშვნელობა სხვაგვარია: ადამიანი განსაცდელში, მერყევ სიტვაციაში უნდა იყოს, რომ აზრი დაბადოს, აზრი იბადება ასეთი განსაცდელიდან და არა სურვილიდან, გაიგო ის, რაც არ იცი. მეორე მხრივ, აზრი არის საშუალება, გავაგრძელო პერცეფცია იქ, სადაც ემპირიული აღქმა მღალატობს. პერცეფციის გაგრძელება არის იდეალური ობიექტი. ან სხვაგვარად: თუ იდეალური ობიექტი გაქვს, შეგიძლია გამოცდილება განაგრძო. იდეალური მნიშვნელობა პლატონის ენაზე ასე გამოითქმის: ნამდვილი კაცი არა ხარ, თუ თვლა არ იცი (ე.ი. თუ მათემატიკოსი არა ხარ). მათემატიკური ობიექტი, რიცხვი, აქ იდეალური ობიექტის სიმბოლოა. ამასთან, აქ ისიც იგულისხმება, რომ აზროვნება ვაჟკაცურია. აზროვნება დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან, გადაწყვეტილების მიღება კი ბედის გადაწყვეტაცაა. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ადამიანი შეკრებილობის მწვერვალზე უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც შეკრებილია ყველა მომენტში, არის გმირი. ის ძალები კი, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანის შეკრებას, გადაწყვეტილების მიღებას, არის ლაჩრობა, სიზარმაცე, შიში და იმედი."
ლექცია ჩაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
© აუდიოჩანაწერი და ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის ელენა მამარდაშვილს.
✓ გამოიწერეთ არხი/SUBSCRIBE

Опубликовано:

 

1 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 5   
@davitchaganava9622
@davitchaganava9622 2 года назад
მადლობა ასე დალაგებულად ლექციების ეს ციკლი რო მოვისმინე. ფრაგმენტები მქონდა აქა იქ. მაგრამ ეს დისციპლინა ფიქრის მიყოლისა და მოკლედ... მადლობა. განსაკვირვებელი ხარისხი აქვს აუდიოს. ფოტოებიც კარგია. მოკლედ მადლობელ!
@bakurjinoria8881
@bakurjinoria8881 3 года назад
მადლობა გაზიარებისთვის!
@kakhaberbaratashvili4952
@kakhaberbaratashvili4952 6 месяцев назад
@uknow1925
@uknow1925 2 года назад
❤️❤️❤️❤️❤️❤️
@shotapapunashvili4206
@shotapapunashvili4206 2 года назад
💟💬
Далее
ТАРАКАН
00:38
Просмотров 1,6 млн