ამ ვიდეო ეპიზოდში ვტოვებ გერმანიის საზღვრისპირა სოფელ ცემერს(Zemmer), სადაც წინა დღეს გავჩერდი სასტუმროში ღამის გასათევად და გეზს ვიღებ ჯუჯა სახელმწიფო ლუქსემბურგისკენ, კონკრეტულად კი მისი დედაქალაქისკენ ამავე სახელწოდებით(luxembourg city).
ტრადიციულად ვირიდებ ავტობანს და მივდივარ მეორეხარისხოვანი გზებით პატარა დასახლებული პუნქტების გავლით, რაც რა თქმა უნდა ბევრად უფრო საინტერესოა… მაკვირვებს ის ფაქტი რომ ესეთ მდიდარ ქვეყანაშიც კი როგორიც ლუქსემბურგია(უმდიდრესი ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლზე) თითქმის მიწა არ იყო დაუმუშავებლად დატოვებული…
დაახლოებით 65 კილიმეტრის გავლის შემდეგ ჩავდივარ ლუქსემბურგში და ვიწყებ მის დათვალიერებას. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ მოტო მოგზაურობის დროს ნანახ ყველა ქალაქზე მეტად ლუქსემბურგმა მომხიბლა და დამამახსოვრა თავი. ეს ქალაქი არის ძალიან დახვეწილი, არისტოკრატიული, გემოვნებიანი, მოდური და ატმოსფერული…
ლუქსემბურგის დათვალიერებას დაახლოებით საღამოს 4 საათამდე ვაგრძელებ და შემდეგ გზას საფრანგეთისკენ ვაგრძელებ, თუმცა ეს ვიდეო ეპიზიდი ლუქსემბურგთან ერთად სრულდება. გზას საფრანგეთისკენ კი შემდეგ ეპიზოდში იხილავთ.
8 сен 2024