Тёмный

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 67. კონსტანტინოპოლის დაცემა, ნაწილი I 

Bitter Podcast
Подписаться 14 тыс.
Просмотров 8 тыс.
50% 1

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-------------------------------------------------------------
🟥„მწარე პოდკასტის" 67-ე ეპიზოდი, პირველია ორ ნაწილიანი სერიიდან, რომელიც შეეხება ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, კონსტანტინოპოლის დაცემას. ისტორიკოსების ნაწილი, 1453 წელს, შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ეპოქის დასაწყისადაც მიიჩნევს. აღმოსავლეთ რომის იმპერიის ბოლო, დიდი ბასტიონის დაცემას, მეტად საინტერესო წინაპირობები და შედეგები მოყვა მსოფლიო მასშტაბით. რა პოლიტიკური წესრიგი სუფევდა XV საუკუნის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში; რატომ იყო ბიზანტიის იმპერია დაცემისთვის განწირული; რამ გამოიწვია ნიკოპოლისისა და ვარნას ბრძოლებში ქრისტიანთა მარცხი; როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიები; რა წარმოდგენები ჰქონდათ ევროპელ ჰუმანისტებს ბიზანტია-ოსმალეთის კონფლიქტსა და „ახალი რომის" მოსალოდნელ დაცემაზე; როგორ მოემზადა ოსმალთა სულთანი მეჰმედ II კონსტანტინოპოლის ასაღებად - ამ საკითხებზე, პოდკასტში, ისტორიკოსთან, გვიანი შუა საუკუნეების მკვლევართან, ბექა კვაჭაძესთან ერთად ვისაუბრეთ.

Опубликовано:

 

16 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 23   
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
@s.p.q.rprettoriano5050
@s.p.q.rprettoriano5050 5 дней назад
ძალიან მაგრები ხართ ბიჭებო! თქვენ გენაცვალეთ
@KakhaKolkhi
@KakhaKolkhi Год назад
ძალიან საინტერესო იყო, ნიკა. მადლობა შენ და შენს სტუმარს! ველოდები შემდეგ ეპიზოდს კონსტანტინეპოლზე, მითუმეტეს, რომ მისმა დაცემამ უშუალო ზეგავლენა საქართველოზეც მოახდინა
@davitputkaradze5069
@davitputkaradze5069 Год назад
ძალიან კარგი ეპიზოდი იყო აბსოლიტურად სხვა მხრიდან გვაჩვენებს კონსტანტინოპოლის დაცემის ისტორიას
@sheloshim
@sheloshim Год назад
დიდი მადლობა! საყვარელი თემაა... ჯულიუს ნორვიჩიც საინტერესოდ წერს....
@Blackandblue787
@Blackandblue787 Год назад
ძალიან კარგი ეპიზოდი იყო.
@dalisibashvili8732
@dalisibashvili8732 Год назад
დიდი მადლობა,ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად.გული მწყდება რომ ახლა ვსწავლობთ ისტორიას. თან გასაგებად .სულ გული მწყდებოდა,ასეთი დიდებული ადგილი როგორ დათმო ევროპამ.თან ისიც იყო რომ დასავლეთი დიდი ხნის მანძილზე ძარცვავდა კონსტანტინოპოლს,რამაც ბიზანტიის იმპერიის დასუსტება გამოიწვია.
@zurajachvliani6583
@zurajachvliani6583 Год назад
ძალიან კარგია, მაგარ საქმეს აკეთებთ. უბრალოდ ერთი პატარა სურვილი მექნება, როცა მოვლენას აღწერთ - გადაადგილებას, ალყას, ტერიტორიის დაპყრობას და ა.შ. თუ ვიზუალურად გრაფიკული სურათი გვექნება ამ ყველაფრის ძალიან კარგი იქნებოდა აღსაქმელად.
@MCVANEKONCXI
@MCVANEKONCXI Год назад
საინტერესო იქნება მეჰმედზე და სულეიმანზე ცალკე პოდკასტი. და ვინმე გამორჩეული თუ ჰყავდათ, კარგად გამორჩეული. ბაიაზიდი იგივე
@gioxachidze3674
@gioxachidze3674 Год назад
დიაოხზე და კოლხაზე ჩაწერეთ რა თუ შეიძლება
@ninotalakhadze
@ninotalakhadze 7 месяцев назад
სულ სხვა თვალით დავინახე ეს თემა❤
@jesiejackson
@jesiejackson 11 месяцев назад
mamlukebis imperiazec gadaiget 1444 wlidan dacemamde
@stradlin26
@stradlin26 Год назад
ძალიან კარგი იყო
@beqakvachadze1696
@beqakvachadze1696 Год назад
ეგ ძალიან რთული კითხვაა, მეორე ნაწილის ბოლოს ვეცდებით პასუხი გავცეთ.
@mariusmarius
@mariusmarius Год назад
ave caesar morituri te salutant! ბოლო ბოლო რომი დაეცა თუ საბერძნეთი ამ ფაქტით ?:) ყველა თავის თავს რომს რო უწედებ ეგა სასაცილო, რუმინელებისა არ იყოს 😀 , კიდევ კარგი ფრანგებმა მეცნირებმა ბიზანტია დაარქვეს 😀. კარგი იყო იმედია part 2 ზე უფრო გაშლით თემას
@nugzarmikeladze
@nugzarmikeladze Год назад
ამ შემთხვევაში არავინ არაფერს არ იბრალებს. 395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო 476 წელს დაეცა დასავლეთ რომის იმპერია, აღმოსავლეთ რომის იმპერიამ გააგრძელა არსებობა 1453 წლამდე. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ბერძნული ენა იყო დომინანტური. საბერძნეთი როგორც ერთი სახელმწიფო გაჩნდა 19-ე საუკუნეში, ანტიკურ ხანაში საბერძნეთი დაყოფილი ქალაქ სახელმწიფოებად.
@mariusmarius
@mariusmarius Год назад
@@nugzarmikeladze მინიმუმ ორი გაეთინება არსებობს რომის სახელით რომის დაცემის შემდეგ, საღვრთო რომის იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერია .ეს კითხვა რიტორიკული იყო უბრალოდ:) ,რომი გაცილებით ადრე დაეცა 476 წელზე ჩემი აზრით , მაგრამ მისი გავლენა იმდენად დიდი იყო მაშინდელ სამყაროზე რომ ყველა რომთან აიგივბდა თავს
@nugzarmikeladze
@nugzarmikeladze Год назад
@@mariusmarius დასავლეთ რომი შეიძლება უფრო ადრე დაცემულად მივიჩნიოთ მაგრამ აღმოსავლეთ რომს დაცემულად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე. იმპერატორ კონსტანტინემ გადაიტანა დედაქალაქი ამიტომ ნამდვილად რომის იმპერიის გაგრძელებაა ბიზანტია, განსხვავებით საღვრთო რომის იმპერიისგან.
@levanikojulakidze5213
@levanikojulakidze5213 Месяц назад
არა რომის იმპერია ადმინისტრირებულად დაიყო ორად, დასავლეთის დაცემით აღმოსავლეთმა რომმა დაკარგა თავისი აღმოსავლურობა და ფაქტიურად გახდა კანონიკური რომის იმპერია და მაშ თუ ასე კრიტიკულად ვუყურებთ რომის იმპერიის ერთადერთი და რეალური გაგრძელება, ფრანკების მეფის იმპერატორად გამოცხადდება იმნედან არასერიოზულია რომ ფაქტიურად საღვრთო რომის იმპერიის რომაელობა იმპერიობაც და საღვრთოობაც ირღვევა მიზეზი სასაცილოა რადგან რომის პაპმა არ აცნო ქალი იმპერატორი არადა მხოლოდ ლეგიტიმაციის მისაღებად მოიმიზეზეს ეს ვითომ ფაქტი, ბიზანტიას უფრო მოერგებოდა საღვრთო რომის იმპერიის სახელი. ფრანკებმა ბიზანტია ტერმინი შემოიტანეს არა სიმატრივისთვის არამედ ს.რ.ი ლეგიტიმაციის გასამყარებლად აიღეს ეს სახელი თანაც ეს ის ადგილი იყო სადაც მომავალში კონსტანტინოპოლი აღშენდებოდა ლოგიკურია რომ ასე დაარქვეს იმპერიას რომელიც მთლიანად თუ არა ნახევრად რომი იყო.@@mariusmarius
@ДавидАсанашвили
👍👏
@ДавидАсанашвили
👍👏
Далее
Какой звук фальшивый?
00:32
Просмотров 432 тыс.