Тёмный

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 86. ომი ჰანიბალთან: პუნიკური ომების ეპოქა 

Bitter Podcast
Подписаться 14 тыс.
Просмотров 10 тыс.
50% 1

Опубликовано:

 

23 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 46   
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: patreon.com/BitterPodcast515 საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
@anonymanonym9733
@anonymanonym9733 2 месяца назад
თვითონ კართაგენელ მოსახლეობას რა ბედია, ეგ მაინტერესებს, ამოხოცეს?
@BitterPodcast
@BitterPodcast 2 месяца назад
ძვ.წ. 149-146 წლებში, კართაგენის ალყის დროს დიდი ნაწილი დაიხოცა, მოზრდილი ნაწილი მონებად გაყიდეს და ვინც ომსა და ტყვეობას გადაურჩა, ალბათ, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე სხვა ქალაქებში გადასახლდა.
@levannutsubidze982
@levannutsubidze982 Год назад
ამ პოდკასტებს, ყველას რომ მოვისმენთ, ისტორიკოსის დიპლომი მოგვეცით.❤
@eduardishavadze
@eduardishavadze Год назад
გიორგი უგულავა ხმით ვიცანი, სპორტიდან ვიცნობ და სახელი გვარი არ მახსოვდა. არც კი ვიცოდი მსგავსი განათლება თუ ჰქონდა. აღფრთოვანებული ვარ ❤
@gikiaaf3771
@gikiaaf3771 Год назад
შესანიშნავი როგორც ყოველთვის 🙏 თუ შეიძლება მონღოლები საქართველოში მთლიან პროცესზე ისაბროთ , საკმაოდ საინტერესო და ვრცელი თემაა და არ მახსოვს იდოს სადმე ვრცლად .
@s.p.q.rprettoriano5050
@s.p.q.rprettoriano5050 Год назад
მაგრები ხართ ბიჭებო ❤
@YouMatterGe
@YouMatterGe Год назад
🤩 მნიშვნელოვანი არხი და ადამიანები
@anonymstar2227
@anonymstar2227 Год назад
საუკეთესოები ხართ
@vepkhviagetsadze8731
@vepkhviagetsadze8731 Год назад
კაია მომეწონა ძაან
@tepestheimpaler4271
@tepestheimpaler4271 Год назад
ველოდით ველოდით. უფრო მეტი ანტიკურობიდან. საღამოს ჩავუჯდები
@tato8293
@tato8293 5 месяцев назад
სციპიონზე ველოდები ერთ გადახემას ისე გიყვარს აუცილებელია :D ისე ჯიგარიხარ როგორც იქნა მივიღე პასუხი რატო არ წავიდა ჰანიბალი რომზე ;)
@rosjerry
@rosjerry Год назад
ეს შემთხვევით ევროპოპის გიორგი უგულავა ხომ არ არის? 😀❤️
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
კი.მისი დამატებითი სამოყვარულო პროფესია არის სპორტული ჟურნალისტიკა.
@rosjerry
@rosjerry Год назад
ვააახ უყურე შენ :დ ასეთი კოლაბორაცია ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო 💚
@giotokhadze3970
@giotokhadze3970 Год назад
ამაზე სასარგებლო ქართული არხი ძაან ცოტაა იუთუბ სივრცეში! მინიმუმ 100K გამომწერი უნდა ყავდეს
@davidpataraia9293
@davidpataraia9293 Год назад
ტოტალ ვორის საუნდთრექი ცალკე თემაა ❤
@zazasigunava3821
@zazasigunava3821 11 месяцев назад
მოგვეწონაო რომელია?! ❤
@akoako1987
@akoako1987 Год назад
ველოდებოდი პუნიკურ ომებს და აი ისიც
@onisevardanidze3907
@onisevardanidze3907 Год назад
მადლობა ❤ ამ თემის შესახებ ფილმები თუ არის საინტერესო?
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
დოკუმენტურები არის რამდენიმე, მხატვრული, მასშტაბური ფილმი, არ მახსენდება
@sheloshim
@sheloshim Год назад
hannibal ante portas!!! კართაგენის დადებით რილში განხილვა რომაელების მხრიდან, მათ საკუთარ დიდებას უსვამს ხაზს - აი ასეთი ძლიერი მტერი დავამარცხეთ! ესეც უნდა გვახსოვდეს... :)
@xataba22
@xataba22 Год назад
ერთი თხოვნა და შენიშვნა : თუ შეიძლება დაასრულებინეთ ხოლმე სტუმარს აზრი, საინტერესო თემას რომ უახლოვდება, მაშინ იწყებს წამყვანი საუბარს და მერე სხვა თემით გრძელდება. გავიგე რომ კარგად იცი ისტორია და თუ მოიწვიე დაასრულებინე რა შე დალოცვილო
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
მადლობა რომ გვისმენთ. რაც შეეხება თხოვნას, ეს ეპიზოდი არ გამოდგება მაგალითად მაინცდამაინც. ანტიკური და შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიკოსი ვარ და ჰანიბალზე არ ჩავერთვებოდი საუბარში? წამძლევდა სული ხშირად და ასეც მოხდა, თორემ იშვიათად რომ სტუმარს ტყუილუბრალოდ გავაწყვეტინო. ამავე დროს, მონოლოგის ფორმით არ მინდა იყოს. სადმე თუ გაწყდა, ითქვა კიდეც შემდეგ რაც დააკლდა. არასდროს შემიზღუდავს პოდკასტში სტუმრისთვის სასაუბრო დრო. პირიქით, ნახეთ ქრონომეტრაჟი, ყველაფრის თქმის და ბოლომდე გაწურვის საშუალებას ვიძლევი, სანამ დავიღლებით ხოლმე ლაპარაკით 😁
@xataba22
@xataba22 Год назад
@@BitterPodcast კრწანისის ბრძოლის განხილვაზეც იგივე გააკეთე და მერე სტუმარს აზრი გაუწყდა.😉საწყენად არ მითქვამს, მაგიტომვავღნიშნე თავიდანვე, თხოვნა და შენიშვნა თქო👌 პ.ს. ძალიან მაგარი კონტენტი გაქვს და სიამოვნებით გისმენთ რამდენ ხნიანიც არ უნდა იყოს👍
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
შეიძლება, მაგრამ, რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ხან აზრი გაგვიწყდება, ხან სხვა თემაზე გადავხტებით, ხან ასე და ხან ისე. მე პროფესიონალი ჟურნალისტი არ ვარ, პოდკასტი მოხალისეობრივი, თავისუფალი საუბარია და შესაბამისი სტილი აქვს. მადლობა რომ გვისმენთ და გვაფასებთ
@GorgasaliV.-pt1kk
@GorgasaliV.-pt1kk Год назад
გაუმარჯოს ნოლას, ეს კაცი ახლომომავალში გეყოლება სტუმრად?
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
შესაძლებელია
@archilmodebadze1555
@archilmodebadze1555 Год назад
კარგი თემაა
@მალხაზგიგაური
@მალხაზგიგაური 11 месяцев назад
წლები ხშირად ახსენეთ
@giorgimetreveli-l5p
@giorgimetreveli-l5p Год назад
რომის დაკნინებაზეც რომ ჩაწეროთ ეპიზოდი ძალიან კარგი იქნება...ნაკლებად ცნობილია ამის მიზეზები და საინტერესო მოსასმენი იქნება
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
აუცილებლად
@MrDatio
@MrDatio Год назад
გამარჯობა! პირველ რიგში აღვნიშნავ, იმ მნიშვნელოვან საქმეს რასაც ეწევით, კერძოდ თანამედროვე კვლევებისა და მიდგომების ფარგლებში ისტორიული ფაქტების, მოვლენებისა და პიროვნებების როლის გადააზრება. სამწუხაროდ ქართულ ენაზე უმეტესად ზღაპრებისა და ლეგენდების ისტორია გვაქვს - იქნება ეს საქართველოს თუ მსოფლიოს ისტორია. აქვე მინდა ერთი შენიშვნა გამოვთქვა გადახვნისა და მარილიანი, ზღვის წყლის მოსხმის შესახებ. ლოგიკურად ეს, მაშინდელი" ქიმიური იარაღის" გამოყენება უნდა მომხდარიყო არა ქალაქის, არა გარშემო ნაყოფიერი მიწების გასანადგურებლად. რამეთუ როგორც სწორად აღნიშნეთ სავაჭრო და სამხედრო პორტი თვითონ რომს დასჭირდებოდა. შესაბამისად ქალაქის მოსპობა არ იყო მათ ინტერესებში. მაგრამ მკვიდრი მოსახლეობის ამოწყვეტა და რაც მთავარია ქალაქის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსპობა აუცილებელი იყო იმპერიის მიზნებისთვის. ამ კუთხით მსჯელობა დამაკლდა პირადად მე ამ პოდკასტში. ასევე ერთი სათხოვარი მაქვს, ყოველ პოდკასტს აღწერაში რომ მიუთითოთ შესაბამისი წიგნების დასახელება, თუ ყველა სხვა წყარო ან შესაბამისი საინტერესო კინოფილმი თუ სხვა რამ. რადგან უმეტესად თქვენ პოდკასტს ისეთ სიტუაციაში ვუსმენ(თ) რომ ძნელია შესაბამისი ჩანიშვნების გაკეთება. პატივისცემით, ისტორიის დიდი მოყვარული
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
მადლობა გამოხმაურებისთვის. მიწის უნაყოფოდ ქცევის პრაქტიკა არსებობდა, მაგრამ, კართაგენის შემთხვევაში, საერთოდ გამოგონილია ეგ ამბავი XIX საუკუნეში და ბიბლიური შექემის ამბავზეა აგებული. კართაგენის დამარილება არც ერთ ანტიკურ წყაროში არ წერია. გვიანდელი შეთხზულია. არაფერი არ დაუმარილებიათ რომაელებს. ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას კართაგენი შემდგომში (თანაც იმპერიის დასავლეთ ნაწილში, მეორე უდიდესი ქალაქი გახდა რომის მერე), ოღონდ კართაგენელების გარეშე, ახალი კართაგენი. ნაყოფიერიც იყო მიწები და საპორტოდაც გამოსადეგი. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხორბლის მოსაყვანადაც და სანამ რომი დაიპყრობდა ეგვიპტეს, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ყოფილი კართაგენიდან მარაგდებოდა დიდწილად. რაც შეეხება ლიტერატურას, შემიძლია მივაწერო აღწერაში კი და მივაწერ ხოლმე.
@edmonddantes5101
@edmonddantes5101 9 месяцев назад
როცა ორი იმპერია ეჯახება ერთმანეთს,სადაც ერთს ვაჭრული მენტალიტეტი აქვს და მეორეს კი სამხედრო..აქ მართლაც დროის ამბავი იყო,როდის მოაშთობდა რომი კართაგენს..რაც შეეხება დავას იმაზე უნდა წასულიყო თუ არა ჰანიბალი რომზე კანეს შემდეგ,მე ვიტყოდი რომ შანსიც კი არ ექნებოდა,არც ძალები ყავდა ჰანიბალს შესაბამისი და რო წარმოვიდგენ როგორ იბრძოლებდა რომის მოსახლეობა ამ ალყის დროს ჰანიბალს შანსიც კი არ დარჩებოდა,ეს იცოდა მან და კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად დიდი იყო..სამწუხაროა რომ დღევანდელი რომი,ანუ ამერიკა იგივე შეცდომებს იმეორებს,ეგეც დროის ამბავია
@Emzar.Bebia98
@Emzar.Bebia98 Год назад
ძაან საინტერესოა შენი პოდკასტები მაგრამ ხანდახან ფილმევზე და მათ წიგმებზეც ჩაწერე მაგალითად ჰატი პოტერზე და ბეჭდების მბრძანებელზე რო გქონდა მაგ სტილის
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
იქნება შიგადაშიგ, მაგალითად, ამ წლის ნოემბერში რიდლი სკოტის „ნაპოლეონი" გამოვა და იმის განხილვა აუცილებლად იქნება პოდკასტში. მანამდე, გეგმაშია HBO-სერიალი „რომი", ფრენკ ჰერბერტის „დიუნის" სამყარო და ვნახოთ. ისე კი, რამდენიმე ეპიზოდი არის ფილმებზე, „უკანასკნელი დუელის", „ჩრდილოელის", „მხედვარის", სერიალ „ძალაუფლების ბეჭდების" განხილვა, ზოგადი ეპიზოდი ისტორიულ ფილმებზე, ბეჭდების მბრძანებელზე, ჰარი პოტერზე.
@LazoKososhi
@LazoKososhi Год назад
თხოვნა მაქ გიორგი ბრწყინვალეზე ან გიორგი ჭყონდიდელზე ჩაწეროთ პოდკასტი ❤❤❤❤
@Besiki.
@Besiki. Год назад
დღეს არის მეორე ცივი ომი ნატოსა და მოსკოვს შორის. მეორე ცივი ომი ძალიან ჰგავს მეორე პუნიკურ ომს, რომელიც 16 წელი გაგრძელდა რომსა და კართაგენს შორის. მეორე ცივი ომი დაიწყო 2008წელს, და თუ ესეც 16 წელი გაგრძელდება მაშინ გაისად მოსკოვი დამარცხდება. საქართველოს ჭრილიდან დანახული მეორე ცივი ომის და მეორე პუნიკური ომის მსგავსება. 1) ა. პირველი პუნიკური ომის შემდეგ რომი დამარცხებულ კართაგენს უწევს დახმარებას რომ ის საბოლოოდ არ დაიშალოს. ბ. პირველი ცივი ომის შემდეგ ნატო დამარცხებულ მოსკოვს უწევს დახმარებას, რუსეთი რომ საბოლოოდ არ დაიშალოს. 2) ა. კართაგენი ძლიერდება და იწყებს მეორე პუნიკურ ომს ესპანეთში(ძველი სახელი იბერია) რომის მეგობრის მიმართ, ბრალდებით რომ ის კართაგენის მეგობარს დაესხა თავს. ბ. მოსკოვი ძლიერდება და 2008 წელს იწყებს მეორე ცივ ომს საქართველოში(აქაც ძველი სახელი იბერია) ნატოს მეგობრის მიმართ, ბრალდებით რომ ის მოსკოვის მეგობარს დაესხა თავს. 3) ა. კართაგენი ადანაშაულებს რომს, რომ ის შეთანხმების დარღვევით გაფართოვდა კორსიკასა და სარდინიაზე. ბ. მოსკოვი პრეტენზიებს უყენებს ნატოს, რომ ის შეთანხმების დარღვევით გაფართოვდა აღმოსავლეთ ევროპაში 1997წლის შემდეგ. 4) ა. ესპანელები(იბერიელები) რომთან კავშირზე უარს აცხადებენ კართაგენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბ. საქართველო(იბერია) ნატოსთან უარს აცხადებს მოსკოვის საწინააღმდეგოდ, ერთად სანქციებით ბრძოლაზე. 5) ა. ჰანიბალი იმედოვნებდა რომ რომის მოკავშირეებს დაანაწევრებდა და მის წევრებს გადაიბირებდა. მაგრამ რომთან კავშირი მყარი აღმოჩნდა. ბ. პუტინი იმედოვნებდა რომ ნატოს წევრებს დაანაწევრებდა და მათ ნაწილს გადაიბირებდა. მაგრამ ნატოს კავშირი მყარი აღმოჩნდა. 6) ა. ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალს შეუტრიალდა თავისივე სამხედრო სპილოები და გადაუჯეგა ჯარი. ბ. პუტინს შეუტრიალდა თავისივე კერძო სამხედრო კომპანია და გაუნადგურა ავიაცია ვაგნერმა. ასე თუ გაგრძელდა ბოლოს მოხდება მოსკოვის განიარაღება და პუტინი ჰანიბალივით თავს მოიკლავს ოჯახის წევრებთან ერთად. სხვათაშორის ბერლინიც მოსკოვის მსგავსად არის "რომის ქურქში გახვეული კართაგენი." ბერლინმაც გაიარა კართაგენის გზა მეორე მსოფლიო ომით და ისიც მეორე პუნიკური ომის მსგავსად დასრულდა ბერლინის განიარაღებით, ასევე ჰიტლერმაც ჰანიბალივით მოიკლა თავი ოჯახის წევრებთან ერთად. ფაქტიურად მსოფლიო ერთ წრეზე ბრუნავს, პროცესები მეორდება... მორევი მდინარის ხან ერთ ადგილას წარმოიქმნება ხან მეორე ადგილას, ხან ერთ მდინარეში ხან მეორე მდინარეში...
@Blackandblue787
@Blackandblue787 Год назад
ეს ის გიორგი უგულავაა სპორტზე პოდკასტებში რომ ვუყურებ ხოლმე ?
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
კი
Далее
Handsoms😍💕
00:15
Просмотров 7 млн
Why is it different from what I thought?
00:15
Просмотров 1,9 млн
ТЕСЛА КИБЕРТРАК x WYLSACOM / РАЗГОН
1:40:47
Handsoms😍💕
00:15
Просмотров 7 млн