Тёмный

"ორკების ღამე" - ლაივი აქციიდან. 8 ივლისი 2019. სირცხვილია! 19.0 

სირცხვილია • Shame Movement
Просмотров 49
50% 1

“სირცხვილიას” პროტესტის მე-19 დღეს მთავრობამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ “ქართული მარშისა” და კრემლის მიერ მართული ჯგუფების მობილიზაცია მოახდინა.
ლევან ვასაძემ და სიძულვილის ჯგუფების სხვა წევრებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების უფლებას აღარ მისცემდა.
“სირცხვილიას” აქტივისტების ნაწილი საპროტესტო სცენასთან მოძალადე ჯგუფების ალყაში იმყოფებოდა, ნაწილი კი პუშკინის სკვერში დაგეგმილი მსვლელობის სათავეში იდგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სცადა ორი დაპირისპირებული სამოქალაქო ჯგუფის სურათის შექმნა და ამ ორ ჯგუფს შორის ყვითელი ავტობუსები და სპეცრაზმი ჩააყენა. შსს წარმომადგენლები "სირცხვილიას" წევრებს მთელი ღამის განმავლობაში უმეორებდნენ, რომ ნებისმიერი მოსალოდნელი დაპირისპირება მათი პასუხისმგებლობა იქნებოდა და ამის თავიდან არიდების გამო დაშლისკენ მოუწოდებდნენ. ორგანიზატორები კი პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას აკისრებდნენ. ისინი დიალმდე არ დაშლილან. დილით კი ალყაში მყოფ საკუთარ მეგობრებს შეურთდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ პრორუსულმა ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსი გამოიყენა ჩვენი პროტესტის დისკრედიტაციისა და ჩაშლისთვის, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საკუთარი უფლებებისთვის მშვიდობიან ბრძოლას მოაქვს შედეგი!
და რამდენი ავტობუსიც არ უნდა გვყოფდეს საკუთარი მოქალაქეებისგან, ჩვენ არაფერი გვაქვს მათთან გასაყოფი. ერთადერთ დაბრკოლებას ჩვენსა და მათ შორის ქმნის ხელისუფლებისვე მიერ მართული რამდენიმე პროვოკატორის არაკონსტიტუციური მოწოდებები.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია!" - სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია". 8 ივლისი 2019

Опубликовано:

 

11 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
კი ევროპას! 🤝🏻
32:35
To mahh too🫰🍅 #abirzkitchen #tomato
01:00
Просмотров 1,5 млн
Как подписать? 😂 #shorts
00:10
Просмотров 192 тыс.