კარგი ბიჭია... პოეზიაც მომეწონა. არ უხდება პოეზიას "ბლატნოი" მიდგომა... ჟურნალისტს შეეძლო მეტად საინტერესო კითხვები დაესვა... "მუზა არ არსებობს" - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. წარმატებები ახალგაზრდა პოეტს.
რამდენი აზრი მაქვს უბრალოს, ვერ ვწერ, ვერ ვამბობ უბრალოდ ვერ მიგებს ირგვლივ ცოცხალი, ჩემთვის მკვდარია სამყარო. და მერე ვამბობ: ,,მკვდრები ხართ" დამცინის ყველა: ვინ ხარო!? სიტყვას მიბრუნებს, არ მაცდის, სიხარულს უთხრა: ,,სად ხარო!?'' ამ დროს კი ვხვდები: ,,ნავი ვარ! ,,დღეს გემებს'' შორის რა ვარო!?'' თუმცა მე ვიცი დრო მოვა, ჩემი გახდება სამყარო! ავტორი: გიორგი მაზანიშვილი.
ras erchit am macancala bichs.....vinmes tu uket sheudzlia quchidan samyaros danaxva ...midit da weret......pantera dzlieria tavis stilshi .tqven ki sul mis ukan komentarebshi darchebit.....
მე დღეს ,,უნიჭო'' ვარ,ყველა ,,ნიჭიერი'', ლექსის წერას მიშლით ყველა მიწიერი, სანთლის სხივებს ქარიშხლით ხომ თქვენ უბერავთ, მე კი ვყვირი: ლექსი ჩემთან არის, თქვენ ვერ მომკლავთ! გზები ლექსი წერის, მკვდარი სტილისტიკა, დროებამ ხომ ეს კალმები თქვენ გიბოძათ, მე ვინ ვარ, როგორ ვბედავ, როგორ ვხედავ, ჩემი ლექსი, თქვენ ლექსებთან ხომ ვერ მოვა! მზე ხომ მხოლოდ თქვენთვის ცოცოხლობს, პოეზიაც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, დღეს სიტყვებით შეარაცხოფთ კლასიკოსებს, აზრით ანადგურებთ ნიჭით შექმნილს. სიტყვის წყობა, აზრის სიკვდილს რომ ატარებს, და მნიშვნელი: ,,რითმი მთავარია'', პოეზია აღარ ცოცოხლობს მკვდრების სავანეა, სული მიდის ცრემლ ნარევი, მისდევს პროცესია. ეს ხომ ნისლი მიუგზავნეთ პოეზიას, ახლა ბნელში უნიჭოთა ხმები ლაღად ისმის, უნიჭოთა მწარე ლექსმა დაიმონა პოეზია, ლექსი ჩემი კლასიკოსის თქვენ შავ ლექსებს არ ერია. ავტორი: გიორგი მაზანიშვილი. პ.ს: ეძღვნება ყველა ნიჭიერ პოეტს რომელსაც არ აფასებენ!!!!
პოეზიას უყურებ, მოსჩანს მცირე წერტილი, ეს წერტილი ჩემია, მე ვარ თვით ეს წერტილი. დღეს მამცირებს ყოველი: ,,არ ხარ ნაღდი პოეტი!" მათ მიწოდეს წასვლა და მე უეცრად მოვედი. ეს დროება წინ მიდის, ზამთარს შეცვლის ზაფხული, და ბევრ მგოსანს დამარხავს წუთი წამად ქცეული. პოეზიას მოსულებს, დრო არ ინდობს წყეული, ბევრი ლექსი მოკვდება და დარჩება რჩეული. პოეზიას დარჩება მხოლოდ მცირე წერტილი, ეს წერტილი ჩემია, მე ვარ თვით ეს წერტილი. ლექსი ჩემი დარჩება, კვლავაც დასძლევს დროებას, და გახდება მგოსანი ირგვლივ თვით უკვდავება. პოეზიას უმზერ და მოსჩანს მცირე წერტილი, ეს წერტილი ჩემია, მე ვარ თვით ეს წერტილი. დღეს მამცირებს ყოველი: ,,არ ხარ ნაღდი პოეტი!" მათ მიწოდეს წასვლა და მე უეცრად მოვედი. ავტორი: გიორგი მაზანიშვილი.