Тёмный

პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან 

Rondeli Foundation
Подписаться 1,3 тыс.
Просмотров 35
50% 1

31 მაისს 19:00 საათზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან".
მოხსენების თემა: „სოციალური მედიის როლი ჯანდაცვასთან დაკავშირებული კრიზისული მოვლენების მართვაში“
ვებინარზე განხილული იქნება ციფრული ტექნოლოგიების, განსაკუთრებით, სოციალური მედიის გავლენა ჯანდაცვის მომხმარებელთა ქცევაზე. ყურადღება დაეთმობა სოციალურ მედიაში ადამიანების ინფორმაციული ქცევის ცვლილებას, რომელიც კრიზისული მოვლენების კონტექსტში დღემდე არ გამოკვლეულა. კვლევა ეფუძნება კოგნიტური დატვირთვის თეორიას და „სტიმული - ორგანიზმი - რეაქციის“ მოდელს. ილუსტრირებული იქნება ემპირიული კვლევის შედეგები, რომლებშიც ასახულია ურთიერთკავშირი სოციალურ მედიაში საინფორმაციო წყაროების ზემოქმედებას, საინფორმაციო გადატვირთვას, კიბერქონდრიასა და ონფორმაციულ ქცევას შორის. ემპირიული მონაცემების დამუშავების შედეგად წარმოდგენილი იქნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სიდიდეები, რომლებიც დაკვირვებად ცვლადებს შორის ურთიერთკავშირს ადგენს. სტრუქტურული განტოლების მოდელირების საფუძველზე ნაჩვენები იქნება ჰიპოთეზების ტესტირების შედეგები. ავტორების მიერ შემუშავებულ ეკონომეტრიკულ მოდელებში კი ასახული იქნება საინფორმაციო გადატვირთვასა და კიბერქონდრიას შორის ურთიერთკავშირი, რაც დაინტერესებულ მხარეებს, უწინარეს ყოვლისა, სამთავრობო სტრუქტურებსა და სამედიცინო მომსახურების პროვაიდერებს კრიზისული მოვლენების დროს შესაბამისი რეაგირების სცენარების მომზადების საშუალებას მისცემს.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებლები: ნუგზარ თოდუა - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელი.
ნია თოდუა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი.

Опубликовано:

 

2 июн 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
ArmComedy 1209 - Եվրոպական նշանդրեք
27:31