Тёмный
No video :(

პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა 

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
Просмотров 17 тыс.
50% 1

„ჩვენმა დამპყრობელმა, რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, რათა საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი მემლექეთი - საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა - ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ენა და კულტურა, რომ რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ქართველებად ვრჩებით!..
ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავაგრძლებთ საქართველოს წინსვლას. იმ ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომელმაც იციან ქართული ენა და შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო და არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, ჩვენს შორის ურთიერთობის განვითარება სურთ და უნდათ, რომ საკუთრი მემლექეთი საქართველო ააღორძინონ, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალქეობას. თქვენ ხართ ქართველები და თქვენთან ერთად საქართველო არის ძალიან დიდი".
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში, სამსუნის რაიონში ქართულ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. „ჩარშამბას" აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ. ქვეყნის პირველი პირი ქართულ სოფლებს ჩათაქსა და ქაბაგდაღს ესტუმრა, სადაც იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ხელმოწერილი აქტები. ჩათაქიდან ქაბაგდაღში მგზავრობისას ქვეყნის პირველ პირს მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსული თანამემამულეები დახვდნენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი აჭარულ სახლში მიიპატიჟეს.
მიხეილ სააკაშვილი იმერ და იათენ ილმასებმა საკუთარ ოჯახშიც მიიწვიეს, სადაც პრეზიდენტს საგანგებოდ დაახვედრეს ქართული ტრადიციული კერძები. Visit Website: president.gov.ge
Visit Facebook: / saakashvilimikheil
Visit Twitter: / saakashvilim
----------------------------------------------------------------------------------------

Опубликовано:

 

5 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 3   
Далее
when you have plan B 😂
00:11
Просмотров 3,8 млн