5 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და მე რას მივხვდი იცით😢😢😢 თავისუფლება დავკარგე დაბმულ ძაღლად ვიქეცი. Არა ცოტაც და ისევ ჩემს სამშობლოში მირჩევნია შრომა და ცხოვრება.
@@iraklitsurtsumia4391 ჩემთვის ეგეთი ხალხი ვერ აღიქვავს სამშობლოს ისე როგორც ქართველი უნდა აღიქვამდეს! Ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს მე არავის არ შევხებივარ და არც მაინტერესებდა ზოგი როგორ თვლის😉
@@user-rs3ml7pc1y 100 პროცენტით ეგრეა! Მე თავიდან ვერ გავიაზრე რას ნიშნავდა სამშობლოდან შორს ყოფნა. Მაგრამ ეხლა ეხლა მივხვდი, რომ არც გული მაქვს აქ გერმანიაში და არც სული ორივენი საქართველოში დარჩა და აქ ფუტლიარი ჩამოვედი მხოლოდ სინამდვილეში. Სამსახურიც მაქვს და ნორმალურადაც ვცხოვრობ მაგრამ ყველაფერი გაუფერულდა!.
ეჰ , რამდენი ისტორიებია ჩვენს თავს გადამხდარი , ვინ მოთვლის? მეც ამერიკაში ვცხოვრობ 24 წელია , ქმარი ადრე დამეღუპა 47 ასაკში , თანამდწბობის პირი იყო და ყველას სჭირდებოდა , ყველა ჩვენს გარშემო ტრიალებდა , შემდეგ მალევე დედა, ბავშვი პატარა იყო 10 წლის და რადგანაც ჩემი მეუღლის სურვილი იყო ამერიკაში გაეგრძელებინა სწავლა, გადავწყვიტე ჩამოვსულუყავი, ან როგორ დავრჩენილიყავი ვინ იყო ჩემი პატრონი, დედამთილი და მული ქონების და ფულის მითვისებით იყვნენ დაკავებულები , ამაზე მეტს არ ვილაპარაკებ, მე ჩამოვედი ახალგაზედა, ნასწავლი ლამაზი , ქვრივი დაღლილი ქალი, იქ სადაც არავინ მყავდა, არავინ მელოდა, მარტო ღმერთის იმედად ვიყავი, როგორც კი ამერიკის მიწაზე დავდგი ფეხი, ზეცაში ავიხედე და უფალს ვთხოვე “ მე ჩამოვედი პატარა ბავშვით , არავინ მყავს უფალო შენს გარდა და არ მიმატოვო მეთქი” იმ ღამეს სზმარი მესიზმრა, მივდიოდი მინდორში მარტო და ზემოთ ცაზე ღვთისმშობლის დიდ ხატი მომყვებოდა, იმ დღიდან შიში მომეხსნა, თუმცაღა წინ დიდი სიძნელეები მელოდა , გაჭირვება ცრემლები ლოგინში , რომ ბავშვს არ შეემჩნია, სახლის დალაგებებისაგან მუხლები მქონდა გადაყვლეფილი, სიცხეები დამეწყო, მაგრამ ყველაფერს ვუძლებდი, ვიცოდი რომ უნდა გადამეტანა, ამასობაშიც მუშაობის უფლება მივიღე და გავიარე კურსები მომცეს სამსახური და ცოტა ამოვისუნთქე, სკოლა დაამთავრა ბავშმაც, და განაგრძო სამხედრო აკადემიაში, კარგად სწავლობდა, მეიმედებოდა არავინ არ გვკითხულობდა გარდა ერთი ორი მეგობრისა რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფლები არიან, ვებოდიშებოდი , რომ ცოტათი ვეხმარებოდი, ჯერ ისეთი შემოსავალი არ მქონდა, ბიჭი წამომეზარდა აკადემიაც დაამთავრა, და იმსახურა კიდეც 8 წელი ამერიკის ჯარში, შემდეგ ინსტიტუტში შევიდა და დაამთავრა კრიმინალისტიკის განხრით , ეხლა კი რა თქმა უნდა დიდი წვალების და ლოდინის შემდეგ , აქვს კარგი სამსახური პოლიციის დეპარტამენში , როგორც ჩვენთან შსს ვეძახით , უნდა გენერლობა , როგორც მამამისი იყო, ეხლა ყველას ვეხმარებით , მიხარია , რომ იმდენი შევძელი, რომ სხვისი დახმარებაც შეგვიძლია, დედამთილი რომელმაც ყვწლაფერი მიითვისა გარდამეცვალა და დაკრძალვის თანხები გაუგზავნე, ღმერთმა ყველას ყველაფერი აპატიოს, მე ვაპატიე ვცდილობ, რომ ყველას მივაწვდინო ხელი, ვისაც უჭირს , 24 წლის გან-ში ერთხელ ვიყავით მხოლოდ თბილისში ერთი კვირით, გაგიჟებულია ჩემი გიორგი, მე მაინც თბილისში დავბრუნდებიო, ქართველი გოგოს მეტს არავის მოვიყვანო, მეც მექნება საშუალება , რომ ჩამოვიდე ჩემს სახლში, ეხლაც ვაპირებთ ჩამოსვლას 2 კვირით, მინდა მარტოხელა მოხუცებს ჩამოვუტანო ტანსაცმელი, სოფლებში მარტოდ რომ არიან , ისედაც ყველას რაღაცით დავეხმაროთ , ბავშვებს ბევრს უჭირს ძალიან მინდა საოკუპაციო ხაზთან ვალია ბებოს ნახვა , ბევრი გაჭირვებულია, ყველას მინდა დავეხმარო, არ მაინტერესებს უმადური იქნება თუ მადლიერი , ყველას ვისაც დღეს ძალიან უჭირთ და წამლის ფულიც არა აქვთ , შემდეგ ჩემი მეუღლის საფლავზეც, თუმცაღა ის საფლავიც თვითონ მიითვისეს, მაგრამ მე მივალ და ყველაფერს მოვუყვები, დიდხანს დიდხანს დაველაპარაკები და ვაჩვენებ ჩვენს ერდადერთ ვაჟკაცს , ალბათ მასაც ბევრი აქვს მამასთან სათქმელი, მე ყველაფერი გავუკეთე რაც შევძელი, ჩემს ქვეყანას აღვუზარდე სასახელო ვაჟკაცი ყველანი მიყვარხართ ქართველებო, მენატრებით გეფერებით და ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ მართალია ამერიკა ძალიან დამეხმარა ყველაფერში , მარტო მე არა ყველას , საოცარი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი თბილისი ყველაფერს მირჩევნია, ჩემი სამშობლო ♥️♥️♥️♥️🙏🙏🙏🙏🇬🇪
სულის და ჯიგარის შემძვრელი ისტორია,რომელიც ძალიან ბევრი სხვადასხვა ემოციების თანხლებით წავიკითხე❤️❤️❤️❤️მინდა რომ ბედნიერება გისურვოთ მთელი გულით ლუიზა❤️❤️❤️❤️❤️
დაეხმარები ერთხელ ორჯერ და მესამეჯერ რო ვერ დაეხმარები რრატო არ მეხმარებიო გეტყვის :) კაცს თევზაობა უნდა ასწავლოო თევზი კიარ უნდა მისცეო სწორადაა ნათქვამი მარა აბა ვის უნდა თევზაობის სწავლა საქართველოში ყველას გამზადებული უნდა
ცოტა ფული რომ მოაგროვო საქართველოშიც იცხოვრებ, როგორც შენ იძახი გეხერხება ყველაფერის კეთება.აგროტურიზმი კარგად მუშაობს.წადით სახლში, სხვა ხარობს ჩვენს მიწაზე და გაამრავლეთ ერი,სანამ უსამშობლოდ არ დავრჩენილვართ.
ძალიან ბევრს წაადგება ეს ვიდეო,რომ იცოდნენ სიმართლე და ილუზიებში არ იცხოვრონ,სანამ რამეს გადაწყვეტენ,თქვენ კი შვილო წარმატებებს გისურვებთ,ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
რა კარგი ადამიანი ხართ და რატომ სამშობლოში არ უნდა გქონდეთ მუშაობის და ცხოვრების საშუალება.წმინდა გიორგი შეგეწიოთ უცხო ქვეყანაშიც და ტკბილი ცხოვრება საქართველოშიც მოგცეთ.😊
გიო, გენაცვალე კეთილ გულში ძმაო❤ ძალიან მიკვირს, ეგეთი რეაქცია როგორ უნდა ქონდეს ადამიანს, გარკვეული პერიოდი სტაბილურად ხო ეხმარებოდი. მაგრამ გულთან არ მიიტანო და სასწავლებლად გამოიყენე მომავალში. არ დაიკარგო გიო. ახალ წელს ჩაწერე კაი ვიდეო, როგორ ხვდები ხოლმე მოგვიყევი. ჯანზე იყავი!💪
ბედნიერად გევლოს ცხოვრებაში და გაცემული სიკეთე ბედნიერად გაათასკეცებულად დაგიბრუნოს ღმერთმა! უმადურს არ შერჩება, უმადური წუწუნით ფულს დაგცინცლავს და საჩხუბრათაც წამოვა, თან შურს. გამომიცდია ჩემ ტყავზე!
ძაან სწორი დასკვნაა გიო. მაგას 16 თვეში მივხვდი. მივაღწევ გარკვეულ მიზნნებს და აქედან წავალ დაჟე საბუთები რომც ვერ გავაკეთო. წარმატებები და სურვილების ასრულდბა🫡❤️
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, შვილო! დააგროვე ფული და დაბრუნდი შენს ქვეყანაში! აქ შენი მიწაა და შენი ფესვები აქ არის! მადლობა ღმერთს,ჩვენთან ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყიდება! ოჯახი საქართველოში უნდა შექმნა!
დიდი მადლობა! სანთლით საძებარია თქვენნაირი კეთილი და ნამდვილი ვაჟკაცები!!❤❤ უდიდესი პატივისცემა ჩემგან! შეცდომებზე ვსწავლობთ ადამიანები ცხოვრებას. არ ღირს უმადურ ხალხზე დროის დახარჯვა... სანამ ახალგაზრდა ხართ, მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას...უკეთეს სამუშაოს და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ! @@VolvoTruckerUsa
ჯერ კიდევ 2021 წლიდან გიყურებ ძმაო .მაგ დროს სასწავლებლად ვიყავი ამერიკაში .მიხარია,რომ კარგად და ჯანზე ხარ და აპირებ დაბრუნებას საქართველოში .9თვე გავატარე მანდ და მივხვდი,რომ საქართველოს არაფერი ჯობია .❤❤წარმატებები და ღმერთი იყოს შენი მფარველი.მიზურიში ვიქნები ზაფხულიდან .გამიხარდება შენი გაცნობა,კაი კაცი ხარ
ეჰ გიო.. შენ რო ხარ ადამიანი აი მაგიტომ ყველას ადამიანი გგონია არადა ჩვენი ხალხის მინიმუმ 90% უმადური ნაგავია :) რო ვერც წარმოიდგენ თან ზუსტად ის ხალხი დაგწყვიტავს გულს ყველაზე მეტად. ამიტომ ძმაო მიხედე შენს თავს და შენს ოჯახს . მაქსიმუმ 10%-მდა დაგიფასოს ამაგი ისიც მაქსიმუმ! ვისაც ჩემი კომენტარი ცუდად მოგხვდათ გულზე, დამეხიეთ აგერ :) ვისაც ცუდად მოგხვდათ ერთ ერთი მაგ უმადურთაგანი ხართ და მაგიტომ აგეწვათ
მაგარი ადამიანი ხარ მეგობარო მაგას ღმერთი დაგიფასებს! მაგრამ დაიხსომე ქართველზე უმადური ადამიანი არ არსებობს.ჯობია შენ თავზე იფიქრო და მომავლისთვის იფიქრე არვიცით ხვალ რა იქნება.საკუთარი გამოცდილებიდან.სულ მწვანეზე გევლოს🥰
ტყეშიც და ყველგანაც გადასახადებია მიწის…😢სახლიც ვიყიდე აქ მაგრამ 24 საათი ფიქრებით საქართველოში ვარ და აბსოლიტურად გეთანხმები და სულ მაგას ვამბობ 80 წლისამაც უნდა იმუშავო არა და შვილები უნდა გეხმარებოდნენ….ერთი სიტყვით მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ოთხ წელიწადში ვბრუნდები საქართველოში …ქონება ის არის რომ გააქირავებ იმაზე მეტად ვიდრე მორგეჯს იხდი და წაგადგება საქართველოში❤1000%გეთანხმები
უფალი გფარავდეს ძმაო ბევრისა რა გითხრა მაგრამ საკმარისი გეშოვნოს და შენი ქვეყანა არ დაგეკარგოს ჩამოდით ძმებო და დებო გვაკლიხართ ერთიან დიდ ოჯახში აქ აწყვეთ და გავამრავლოთ ერი ძმაო დაგლოცოს უფალმა მუდამ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
სამედიცინო დახმარება რამდენად ხელმისაწვდომია მძღოლებისთვის? თუ გქონია რაიმე საჭიროება ან მკურნალობის ამ პაერიოდში ან ალიზების, და როგორ შეაფასებდი შენი გამოცდილებიდან მათ სერვისს და ფასებს
ბუმერანგის პრინციპი მუშაობს, საბოლოოდ არაფერი არ იკარგება ბუნებაში არც კარგი და არც ცუდი როგორც შენ ჩათვალე საჭიროდ ისე მოიქეცი იმიტომ რომ შენი სინდისი მაშინ ეგრე გკარნახობდა მიიღე გაკვეთილად და გააგრძელე წინავლა, გული არ გაიტეხო ✌️. ძაან ჯიგარი ტიპიხარ გაიხარე
თუ შეიძლება მოგვწეროთ რა ეტაპები უნდა გავიაროთ რომ ამერიკაში რომ ჩამოვიდეთ სამუშაოდ და რომელი ქალაქია უკეთესი სამსახურთან დაკავშირებით და რა მარტივი გზა არსებობს რომ პრობლემების გარეშე რომ ჩამოვიდეთოჯახით
Natural_bbbody ესაა ჩემი ინსტაგრამი და იქ მომწერეთ რომ აგიხსნათ რატომ არ არის ესეთი მარტივი დღეს წამოსვლა ამერიკაში და ტეხასში,სადაც გადმოდიოდნენ მექსიკიდან ხალხს ჯერ უკან აბრუნებენ და მეორე გადმოსვლაზე 10-15 წლიან ციხეზე უშვებენ. მე არ ვიცი დღეს როგორ შეიძლება გადმოსვლა ან შემოსვლა ამერიკაში
გიო ძმაო კარგი ვიდეოა და მესმის შენი, აზრსაც ნაწილობრივ გეთანხმები, მეც მაგეთ აზრზე ვიყავი წლების წინ მაგრამ, მაგრამ! ერთ რამეს გირჩევ, თუ არ გინდა სულ ასე იმუშაო, რაღაც მიმართულებით კვალიფიკაცია უნდა მიიღო და შემდეგ გამოცდაბას მიყვები და ყველაფერი გაადვილდება... მერე მიხვდები რომ ნეტა აქამდე რატომ არ გავაკეთეო, აბა დაფიქრდი რა გიყვარს და რა არის ის სფერო რაშიც სიამოვნებით იმუშავებდი?
ჩემი ძმაც მაგას მეუბნება ბრო,მაგრამ მე ვარ ესეთი გადაუწყვეტავი. რაც მაქ ამას ვჯერდები სამწუხაროდ და წინ ვერ მივიწევ. მადლობა მართლა კარგი და კეთილი რჩევისთვის❤️❤️❤️.იმედია როდისმე გადავდგავ მაგ ნაბიჯს
ძსლიან კარგი ადამიანი ჩანხართ, (პირველად ვუყურებ თქვენს ვიდეოს), მაგრამ მაპატიეთ და შენიშვნა მაქვს ამერიკაშია პროდუქტი იაფი? რას ამბობთ, სად ცხოვრობთ და მაინც რა არის იაფი , ხორცი, რძის, ზღვის პტოდუქტი, ხილი თუ რა, ერთი ლეღვი ერთი დოლარი რომ ეღირება, 2 საშუალო ზომის კიტრი $5. იაფია?
იაფია ხელფასიდან გამომდინარე. მე რო ვცხოვრობდი საქართველოში და მინდოდა ხორცის, კიტრის ან ლეღვის ყიდვა, მთელს ჩემს ხელფასს ვიხდიდი მხოლოდ საჭმელში. ამერიკის ხელფასით კი ძალიან კარგად ვიკვებები და ფულიც მრჩება იმ ხელფასიდან რასაც ვაკეთებ.❤️❤️❤️
სასარგებლო ხო უნდა იყოს ვიდეო და რო არაფერი არაა ხოლმე ისეთი რომ შემეცნებითი იყოს, მერე მგონია რომ სხვებივით საკუთარ თავს რო იღებენ და უაზრობაა (ყველას არ ვგულისხმობ) არ მინდა ეგრე გამომივიდეს.❤️რაღაც სარგებელი ხო უნდა იყოს ვიდეო, რამე დამხმარე ინფორმაცია
წარმატებები🙏🙏🙏👍👍👍მე 18 თვეა ამერიკაში ვარ დაზუსტად მაგ აზრზე ვარ როგორც ლაპარაკობთ!ამერიკაში ინგლისური ენა პირველი მეორე იმუშაო რამდენიმე წელი ,გაიჭირვო და სულ იმუშაო და წახვიდე საქართველოში❤